სითბო — სხეულის წარმომქნელი ნაწილაკების (ატომები, მოლეკულები) უწესრიგო (სითბური) მოძრაობის ფორმა. სითბოს რაოდენობითი ფორმაა სითბოს რაოდენობა, ესე იგი ენერგიის რაოდენობა, რომელსაც იღებს ან გასცემს სისტემა თბოგადაცემის პროცესში (როდესაც სისტემის მდგომარეობის მახასიეთებელი გარე პარამეტრები: მოცულობა და სხვ. უცვლელი რჩება). მუშაობის მსგავსად სითბოს რაოდენობა სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილების ზომაა. თბოგადაცემის პროცესში სისტემის შინაგანი ენერგია იცვლება თავისი მოლეკულებისა და გარემომცველ სხეულთა მოლეკულების უშუალო ურთიერთქმედების (დაჯახების) შედეგად.

დიდი შინაგანი ენერგიის მქონე ლავა

განსხვავებით შინაგანი ენერგიისგან, რომელიც მდგომარეობის მახასიეთებელი ცალსახა ფუნქციაა, სითბოს რაოდენობა (ფიზიკურ პროცესებში შინაგანი ენერგიის ცვლილების ერთ-ერთი მდგენელია) არ შეიძლება წარმოდგინდეს როგორც მდგომარეობის პარამეტრების რომელიმე ფუნქციის მნიშვნელობათა სხვაობა. სისტემისათვის გადაცემული სითბოს რაოდენობა, ისევე როგორც მუშაობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით გადადის სისტემა საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო მდგომარეობაში.

შექცევადი პროცესებისათვის, თერმოდინამიკის მეორე საწყისის თანახმად, ელემენტარული სითბოს რაოდენობა , სადაც აბსოლუტური ტემპერატურაა, ხოლო — სისტემის ენტროპიის ცვლილება. ამგვარად, სისტემისათვის სითბოს გადაცემა მისთვის გარკვეული რაოდენობის ენტროპიის გადაცემის ეკვივალენტურია. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში სითბოს ერთეულია ჯოული.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება