ფრაუენკირხე (დრეზდენი)

(გადამისამართდა გვერდიდან დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (გერმ. Dresdner Frauenkirche) — ლუთერანული ეკლესია დრეზდენში, გერმანია. ამავე სახელწოდებით ევროპაში რამდენიმე სხვა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიაც მოიხსენიება.

დრეზდენის ფრაუენკირხე 1880 წელს.
დრეზდენის ფრაუენკირხე 2005 წელს

დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი - 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ კურთხეულ იქნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: