ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

1924 წლის 7 იანვარს პარიზში ავსტრიის, ბელგიის, უნგრეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხოსლოვაკიის და შვეიცარიის წარმომადგენლებმა დააარსეს ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცის ლოგო

ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული.[1] ამჟამინდელი პრეზიდენტი არის ესპანელი ლეანდრო ნეგრე.

ფედერაციის უმაღლესო ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. კონგრესებს შორის ფედრაციის მუშობას ხელმძღვანელობს საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ირჩევს კონგრესი 4 წლის ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, 6-9 ვიცე-პრეზიდენტი (წარმოადგენენ კონტინენტალურ ფედერაციებს), გენერალური მდივანი, ხაზინადარი, 20-25 წევრი, ქალთა კომიტეტი საბჭოში წარმოდგენილია კომიტეტის პრეზიდენტით, გენერალური მდივნით და 4 წევრით. გარდა საბჭოსი ფედერაციის მუშობას წარმართავენ ქალთა ჰოკეის, ტექნიკური, კოორდინაციისა და პროპაგანდის, ინდორ-ჰოკეის (ჰოკეი დახურულ დარბაზებში), მარკეტინგის, საფინანსო, მწვრთნელთა და სხვა კომიტეტები.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია: მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება ჩემპიონთა თასი ვაჟთა და ქალთა შორის. ფედერაციამ დაიწყო გამოწვევის (,,ჩელენჯ’’) თასის გათამაშება.

კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის. ევროპის ჩემპიონატების გარდა თავისი სიძლიერით გამოირჩევა აზიის ჩემპიონატი ვაჟთა შორის.

ცოტა სხვა გზით წავიდა ქალთა ჰოკეის განვითრება.

1927 წელს ლონდონში შეიქმნა ბალახის ჰოკეის ქალთა საერთაშორისო ასოციაცია (IFUXA) (დამფუძნებლები - ავსტრალია, ირლანდია, აშშ, უელსი, დანია, ინგლისი, შოტლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ედინბურგში. სამუშო ენა იყო ინგლისური. ვინაიდან IFUXA არ შედიოდა ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის შემადგენლობაში და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცნობს მხოლოდ ერთ ორგანიზაციას სპორტის ერთ სახეობაში , ქალთა ჰოკეი არ იყო დაშვებული ოლიმპიადებზე. მხოლოდ 1975 წელს მოხდა ორივე ფედრაციის დაახლოება და შეიქმნა ერთიანი უმაღლესი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ორივე ფედერაციის 4-4 წარმომადგენელი. სოკ-მა აღიარა ეს საბჭო და 1980 წლიდან ქალთა ჰოკეიც გამოჩნდა ოლიმპიადებზე. IFUXA -ს უმაღლესი ორგანო იყო კონვენტი, რომელიც 3-4 წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა. ორგანიზაციის წესდებით ყველა თანამშრომელი მხოლოდ ქალი იყო. ასევე მხოლოდ ქალი არბიტრები ემსხურებოდნენ IFUXA -ს ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებს. უმაღლესი საბჭოს შექმნის შემდეგ IFUXA -მ თანდათანობით დაკარგა თავისი ფუნქციები და 1982 წელს შეუერთდა ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ქალთა კომიტეტს.

ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ამჟამად აერთიანებს 5 კონტინენტალურ კონფედერაციას და 127 ქვეყანას. მისი წევრებია:

კონტინენტალური ფედერაციები
ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია - European Hockey Federation
დროშა: ავსტრია ავსტრია, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, დროშა: ბელარუსი ბელარუსი, დროშა: ბელგია ბელგია, დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, დროშა: გერმანია გერმანია, გიბრალტარის დროშა გიბრალტარი, დროშა: დანია დანია, დროშა: ესპანეთი ესპანეთი, დროშა: ესტონეთი ესტონეთი, დროშა: თურქეთი თურქეთი, დროშა: ინგლისი ინგლისი, დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია, ისრაელის დროშა ისრაელი, იტალიის დროშა იტალია, დროშა: კვიპროსი კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვის დროშა ლიეტუვა, ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, დროშა: ჩრდილოეთი მაკედონია ჩრდილოეთი მაკედონია, მალტის დროშა მალტა, მოლდოვის დროშა მოლდოვა, დროშა: ნორვეგია ნორვეგია, დროშა: პოლონეთი პოლონეთი, დროშა: პორტუგალია პორტუგალია, დროშა: რუმინეთი რუმინეთი, დროშა: რუსეთი რუსეთი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, დროშა: საქართველო საქართველო, დროშა: სერბეთი სერბეთი, სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი, სლოვენიის დროშა სლოვენია, დროშა: სომხეთი სომხეთი, დროშა: უკრაინა უკრაინა, დროშა: უელსი უელსი, დროშა: უნგრეთი უნგრეთი, დროშა: ფინეთი ფინეთი, დროშა: შვედეთი შვედეთი, დროშა: შვეიცარია შვეიცარია, დროშა: შოტლანდია შოტლანდია, დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი, ხორვატიის დროშა ხორვატია, დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები.
აზიის ბალახის ჰოკეის ფედერაცია - Asian Hockey Federation
დროშა: ავღანეთი ავღანეთი, დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში, დროშა: ბრუნეი ბრუნეი, დროშა: თურქმენეთი თურქმენეთი, დროშა: იაპონია იაპონია, ინდოეთის დროშა ინდოეთი, დროშა: ინდონეზია ინდონეზია, დროშა: ირანი ირანი, კამბოჯის დროშა კამბოჯა, სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა, ჩრდილოეთ კორეის დროშა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მაკაოს დროშა მაკაო, დროშა: მალაიზია მალაიზია, მიანმარის დროშა მიანმარი,დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი, ნეპალის დროშა ნეპალი, ომანის დროშა ომანი, პაკისტანი, დროშა: ფილიპინები ფილიპინები, დროშა: სინგაპური სინგაპური, ჩინეთის ტაიბეის დროშა ჩინეთის ტაიბეი, ტაილანდის დროშა ტაილანდი, დროშა: ტაჯიკეთი ტაჯიკეთი, დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი, კატარის დროშა კატარი, დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი, დროშა: ჩინეთი ჩინეთი, შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა, ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი.
აფრიკის ბალახის ჰოკეის ფედერაცია - African Hockey Federation
დროშა: ბოტსვანა ბოტსვანა, დროშა: განა განა, დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე, დროშა: ზამბია ზამბია, ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, დროშა: კენია კენია, ლიბიის დროშა ლიბია, მალავის დროშა მალავი, დროშა: მაროკო მაროკო, დროშა: ნამიბია ნამიბია, ნიგერიის დროშა ნიგერია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები, სუდანის დროშა სუდანი, ტანზანიის დროშა ტანზანია, ტოგოს დროშა ტოგო, უგანდის დროშა უგანდა.
პან-ამერიკის ბალახის ჰოკეის ფედერაცია - Pan American Hockey Federation
დროშა: არგენტინა არგენტინა, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ, დროშა: ბარბადოსი ბარბადოსი, დროშა: ბაჰამის კუნძულები ბაჰამის კუნძულები, დროშა: ბერმუდის კუნძულები ბერმუდის კუნძულები, დროშა: ბრაზილია ბრაზილია, დროშა: გაიანა გაიანა, დროშა: გვატემალა გვატემალა, დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა, დროშა: ეკვადორი ეკვადორი, ვენესუელის დროშა ვენესუელა, დროშა: იამაიკა იამაიკა, კაიმანის კუნძულების დროშა კაიმანის კუნძულები, დროშა: კანადა კანადა, დროშა: კოსტა-რიკა კოსტა-რიკა, დროშა: კუბა კუბა, მექსიკის დროშა მექსიკა, ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დროშა ნიდერლანდის ანტილები, პანამის დროშა პანამა, დროშა: პარაგვაი პარაგვაი, დროშა: პერუ პერუ, პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო, სალვადორის დროშა სალვადორი, ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო, დროშა: ურუგვაი ურუგვაი, დროშა: ჩილე ჩილე.
ოკეანეთის ბალახის ჰოკეის ფედერაცია - Oceania Hockey Federation
დროშა: ავსტრალია ავსტრალია, დროშა: ამერიკის სამოა ამერიკის სამოა, დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, ვანუატუს დროშა ვანუატუ, პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა, დროშა: სამოა სამოა, სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები, დროშა: ტონგა ტონგა, დროშა: ფიჯი ფიჯი,

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Хоккей с мячом. Хоккей на траве. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1979
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. International Hockey Federation Statutes. FIH. ციტირების თარიღი: 28 October 2012.