მსოფლიოს ჩემპიონატი ბალახის ჰოკეიში ვაჟთა შორის
1969 პაკისტანის და ინდოეთის ბალახის ჰოკეის ფედერაციებს დაებადათ იდეა შეეთვაზებინათ საერთაშორისო ფედერაციისათვის ოლიმპიური თამაშების შუაში ჩაეტარებინათ მსოფლიოს ჩემპიონატი ბალახის ჰოკეიში. 1969 წლის ოქტომბერში ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო ეს წინადადება. მაშინ იდეას ხორცი პაკისტანის ჰოკეის ფედედერაციის პრეზიდენტმა, ავიაციის მარშალმა, ნურ ხანმა შეასხა. მან დააამზადებინა 61 სმ-ის სიმაღლის ოქროთი და ვერცხლით გაწყობილი თასი და 1971 წლის 27მარტს გადასცა იგი საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს.
თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო პირველი ჩემპიონატის პაკისტანში ჩატარება, მაგრამ მაშინ ინდოეთის ნახევარკუნძულზე ომი ატყდა და პაკისტანელები ინდოელ ჰოკეისტებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და ჩემპიონატმაც მისაართი შეიცვალა - იგი ბარსელონაში გადაიტანეს.
თავდაპირველად ჩემპიონატები ტარდებოდა ორწლიანი ციკლი, მაგრამ 1982 წლის შემდეგ კი იგი ოთხ წლიანმა ციკლმა შეცვალა.
ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟები
რედაქტირება# | წელი | ჩატარების
ადგილი |
მონაწილეთა
რაოდენობა |
პირველი
ადგილი |
მეორე
ადგილი |
ფინალური მატჩის
შედეგი |
მესამე
ადგილი |
---|---|---|---|---|---|---|---|
I | 1971 | ბარსელონა ესპანეთი | 10 | პაკისტანი | ესპანეთი | 1 - 0 | ინდოეთი |
II | 1973 | ამსტერდამი ნიდერლანდები | 12 | ნიდერლანდები | ინდოეთი | 2 - 2 (4-2 პენ) | გერმანია |
III | 1975 | კუალა-ლიმპური მალაიზია | 12 | ინდოეთი | პაკისტანი | 2 - 1 | გერმანია |
IV | 1978 | ბუენოს-აირესი არგენტინა | 14 | პაკისტანი | ნიდერლანდები | 3 - 2 | ავსტრალია |
V | 1982 | ბომბეი ინდოეთი | 12 | პაკისტანი | გერმანია | 3 - 1 | ავსტრალია |
VI | 1986 | ლონდონი ინგლისი | 12 | ავსტრალია | ინგლისი | 2 - 1 | გერმანია |
VII | 1990 | ლაჰორი პაკისტანი | 12 | ნიდერლანდები | პაკისტანი | 3 - 1 | ავსტრალია |
VIII | 1994 | სიდნეი ავსტრალია | 12 | პაკისტანი | ნიდერლანდები | 1 - 1 (6-5 პენ) | ავსტრალია |
IX | 1998 | უტრეხტი ნიდერლანდები | 12 | ნიდერლანდები | ესპანეთი | 3 - 2 დ.დ | ავსტრალია |
X | 2002 | კუალა-ლიმპური მალაიზია | 16 | გერმანია | ავსტრალია | 2 - 1 | ნიდერლანდები |
XI | 2006 | მიონჰენგლადბახი გერმანია | 12 | გერმანია | ავსტრალია | 4 - 3 | ესპანეთი |
XII | 2010 | ნიუ დელი ინდოეთი | 12 | ავსტრალია | გერმანია | 2 - 1 | ნიდერლანდები |
ლიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Хоккей с мячом. Хоккей на траве. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1979
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website დაარქივებული 2010-02-01 საიტზე Wayback Machine.
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- შედეგების არქივი