არარელიგიურობა ქვეყნების მიხედვით
არარელიგიურობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ათეიზმს, აგნოსტიციზმს, იგნოსტიციზმს, ანტირელიგიურობას, რელიგიურ სკეპტიციზმს, თავისუფალ აზროვნებას, ანტითეიზმს, აპათეიზმს, ურწმუნოებას, სეკულარულ ჰუმანიზმსა და დეიზმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული დოზით გვხვდება.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 16 % (1,1 მილიარდი ადამიანი) არარელიგიურად ითვლება.[2][3]
მეთოდოლოგია
რედაქტირებაგელაპის გამოკითხვა არარელიგიურობას ფართო მნიშვნელობით იყენებს: ისმება კითხვა „არის თუ არა რელიგია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?“; პასუხი „არა“ არარელიგიურობას აღნიშნავს. დენცუს კომუნიკაციის ინსტიტუტი კი ასეთებად მხოლოდ იმათ თვლის, ვინც ამბობს, რომ რელიგია არ გააჩნია. ფილ ცუკერმანი არარელიგიურ ჯგუფში ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს აერთიანებს. ქვემოთ მოცემული რიცხვები სხვადასხვა წლის მონაცემებია და შესაძლოა არ წარმოადგენდეს ზუსტ ინფორმაციას იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა მთავრობები მოითხოვენ ან დევნიან რელიგიას ან სეკულარიზმს.
ქვეყნები
რედაქტირებაპოპულაციების მიხედვით
რედაქტირებაქვეყნები არარელიგიური ადამიანების (მათ შორის აგნოსტიკოსები და ათეისტები) ყველაზე დიდი რიცხვით ცუკერმანის 2004 წლის კვლევის მიხედვით:[7]
ქვეყანა | ადამიანები რელიგიის გარეშე |
---|---|
ჩინეთი | 103,907,840 - 181,838,720 |
იაპონია | 81,493,120 - 82,766,450 |
ვიეტნამი | 66,978,900 |
რუსეთი | 34,507,680 - 69,015,360 |
გერმანია | 33,794,250 - 40,388,250 |
საფრანგეთი | 25,982,320 - 32,628,960 |
გაერთიანებული სამეფო | 18,684,010 - 26,519,240 |
სამხრეთ კორეა | 14,579,400 - 25,270,960 |
უკრაინა | 9,546,400 |
აშშ | 8,790,840 - 26,822,520 |
ჰოლანდია | 6,364,020 - 7,179,920 |
კანადა | 6,176,520 - 9,752,400 |
ესპანეთი | 6,042,150 - 9,667,440 |
ტაივანი | 5,460,000 |
ჰონგ-კონგი | 5,240,000 |
ჩეხეთის რესპუბლიკა | 5,328,940 - 6,250,121 |
ავსტრალია | 4,779,120 - 4,978,250 |
ბელგია | 4,346,160 - 4,449,640 |
შვედეთი | 4,133,560 - 7,638,100 |
იტალია | 3,483,420 - 8,708,550 |
ჩრდილოეთი კორეა | 3,404,700 |
უნგრეთი | 3,210,240 - 4,614,720 |
ბულგარეთი | 2,556,120 - 3,007,200 |
დანია | 2,327,590 - 4,330,400 |
ბელარუსი | 1,752,870 |
საბერძნეთი | 1,703,680 |
ყაზახეთი | 1,665,840 - 1,817,280 |
არგენტინა | 1,565,800 - 3,131,600 |
ავსტრია | 1,471,500 - 2,125,500 |
ფინეთი | 1,460,200 - 3,129,000 |
ნორვეგია | 1,418,250 - 3,294,000 |
შვეიცარია | 1,266,670 - 2,011,770 |
ისრაელი | 929,850 - 2,293,630 |
ახალი ზელანდია | 798,800 - 878,680 |
კუბა | 791,630 |
სლოვენია | 703,850 - 764,180 |
ესტონეთი | 657,580 |
დომინიკელთა რესპუბლიკა | 618,380 |
სინგაპური | 566,020 |
სლოვაკეთი | 542,400 - 1,518,720 |
ლიტვა | 469,040 |
ლატვია | 461,200 - 668,740 |
პორტუგალია | 420,960 - 947,160 |
სომხეთი | 418,740 |
ურუგვაი | 407,880 |
ყირგიზეთი | 355,670 |
ხორვატია | 314,790 |
ალბანეთი | 283,600 |
მონღოლეთი | 247,590 |
ესტონეთი | 147,620 |
ისლანდია | 47,040 - 67,620 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ეფუძნება დენცუს კომუნიკაციის ინსტიტუტის მონაცემებსა და ცუკერმანის კვლევას დაარქივებული 2009-08-22 საიტზე Wayback Machine. . აღებულია ყველაზე დიდი მონაცემები.
- ↑ Major Religions of the World Ranked by Number of Adherents. Adherents.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-15. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი 2014.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2014-09-21.
- ↑ GALLUP WorldView
- ↑ 電通総研・日本リサーチセンター編「世界60カ国価値観データブック
- ↑ Zuckerman, Phil. "Atheism: Contemporary Rates and Patterns", from the Cambridge Companion to Atheism, edited by Michael Martin, University of Cambridge Press, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-12. ციტირების თარიღი: 2014-09-21.
- ↑ Zuckerman, Phil (2006), "Atheism: Contemporary Rates and Patterns", The Cambridge Companion to Atheism (Cambridge: Cambridge University Press), http://atheism.110mb.com/%20Atheism%3A%20Contemporary%20Rates%20and%20Patterns. წაკითხვის თარიღი: 2021-12-25 დაარქივებული 2010-10-21 საიტზე Wayback Machine.