დამწერლობის სისტემების სია

ქვემოთ მოცემულია დამწერლობის სისტემების სია, რომელიც დალაგებულია სხვადასხვა საერთო ნიშნების მიხედვით.

მსოფლიოს დამწერლობის სისტემები დღეს

დასაწყისში მოცემულია დამწერლობის გავრცელებული სახელი, რომელსაც მოჰყვება (ფრჩხილებში) ენა (ენები) რომლებიც აღნიშნულ დამწერლობას იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ენის სახელი დამწერლობის დასახელებისგან განსხვავდება. ზოგჯერ, მოცემულია დამატებითი ინფორმაცია შენიშვნების სახით.

პიქტოგრაფიული/იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემები

რედაქტირება

იდეოგრაფიული დამწერლობები (რომლებშიც გრაფიკული ნიშნები იდეოგრამებია, ანუ გადმოსცემს იდეებს და კონცეფციებს ნაცვლად ენის სიტყვებისა) და პიქტოგრაფიული დამწერლობები (სადაც გრაფიკული ნიშნები სურათ-ხატოვანი ხასიათისაა), ჯონ დეფრანსისის და ჯ. მარშალ ანგერის მიხედვით, ვერ გადმოსცემენ ყველაფერს, რასაც ენა გამოხატავს, შესაბამისად, დამწერლობის სრულყოფილი სისტემა შეუძლებელია იყოს იდეოგრაფიული ან პიქტოგრაფიული, რადგან იგი კავშირში უნდა იყოს ენასთან, რათა ამ ენის გამომხატველობითი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.

მიუხედავად იმისა, რომ პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობები ახლაც არსებობს, არ არსებობს მათი წაკითხვის ერთი მეთოდი, რადგანაც არ არსებობს შესატყვისობა სიმბოლოებსა და ენას შორის. იეროგლიფები მათ გაშიფრვამდე ხშირად მიიჩნეოდა იდეოგრაფიულად და ჩინური დამწერლობა დღესაც, შეცდომით, ხშირად ითვლება იდეოგრაფიულად.[1] ზოგიერთ შემთხვევაში იდეოგრაფიული დამწერლობით შესრულებული ტექსტის წაკითხვა მხოლოდ მის ავტორს შეუძლია, რის გამოც, ხშირად ითვლება, რომ იდეოგრაფიული ტექსტები წაკითხვის ნაცვლად ინტერპრეტაციას ექვემდებარება. მსგავსი სისტემები ხშირად ასრულებს მნემონიკური მინიშნებების როლს ზეპირი წაკითხვისთვის და მათზე შესრულებული ტექსტი ზეპირ საუბარში განივრცობა.

აგრეთვე, არსებობს სიმბოლოთა სისტემები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ენების, ან ენების გარდა სხვა სისტემების რეპრეზენტაციისთვის:

  • ბლისსიმბოლიკა (Blissymbols) – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობის სისტემა, რომელიც, მეტწილად ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის (Augmentative and Alternative Communication, AAC) გამოიყენება.
  • iConji – ხელოვნური იდეოგრაფიული დამწერლობა, გამოიყენება სოციალურ ქსელებში.
  • იზოტოპი (ხატოვანი ენა)
  • სხვადასხვა სახის ნოტაციის სისტემები

ხაზოვანი B ასევე მოიცავს იდეოგრამებს.

ლოგოგრაფიული დამწერლობის სისტემები

რედაქტირება

ლოგოგრაფიულ დამწერლობებში გლიფები წარმოადგენს სიტყვებს ან მორფემებს (სიტყვების ის ნაწილები, რომლებიც მნიშვნელობას ატარებს) და არა ფონეტიკურ ელემენტებს.

არცერთი ლოგოგრაფიული დამწერლობა არ შედგება მხოლოდ ლოგოგრამებისგან. ყველ ამათგანი შეიცავს ფონეტიკურ ელემენტებსაც. ეს ფონეტიკური ელემენტები შეიძლება გამოყენებული იყოს დამოუკიდებლად, მაგალითად, გრამატიკული ფლექსიების ან უცხოური სიტყვების გადმოსაცემად, ან წარმოადგენდეს ლოგოგრამების ფონეტიკურ დამატებებს ისეთი ლოგოგრამის შინარსის დაზუსტების მიზნით, რომელსაც შესაძლოა, ერთზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩინურის შემთხვევაში, ფონეტიკური ელემენტი თავად ლოგოგრამაშია ჩაშენებული; ეგვიპტურ და მაიას დამწერლობაში ბევრი გლიფი (სიმბოლო) წმინდად ფონეტიკურია, ხოლო სხვები კონტექსტის მიხედვით ფონეტიკურ ან ლოგოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს. ამ მიზეზით სპეციალისტები მათ ზოგჯერ ლოგოსილაბურ (ერთდროულად ლოგოგრაფიულ და მარცვლოვან) დამწერლობებადაც მოიხსენიებენ.

თანხმოვნებზე დაფუძნებული ლოგოგრაფიული დამწერლობები

რედაქტირება

მარცვლოვანი ლოგოგრაფიული დამწერლობები

რედაქტირება

მარცვლოვანი დამწერლობები

რედაქტირება

მარცვლოვან (სილაბურ) დამწერლობაში სიმბოლოები მარცვლებს ან მორებს აღნიშნავენ.

ნახევრადმარცვლოვანი სისტემები

რედაქტირება

ამ სისტემათა უმეტესობა თანხმოვანთა და ხმოვანთა ზოგიერთ კომბინაციას ერთი სიმბოლოთი გამოსახავს, ხოლო სხვებს ხმოვნით და თანხმოვნით. ძველი სპარსულის შემთხვევაში ყველა თანხმოვანი იწერებოდა, რის გამოც იგი უფრო ანბანურ დამწერლობად ითვლება, ვიდრე სილაბურად. იაპონურში იგივენაირი სისტემა უცხოური ენებიდან ნასესხები სიტყვებისთვის გამოიყენება; მაგალითად, [tu] იწერება როგორც [to]+[u], ხოლო [ti] როგორც [te]+[i]. ძველესპანური ნახევრადმარცვლოვანი დამწერლობები მსკდომი თანხმოვნებისთვის სილაბურ სისტემას იყენებდა, ხოლო სხვა შემთხვევაში ანბანურს.

ტარტესიული დამწერლობა ტიპოლოგიურად ანბანურსა და პალეოესპანურ ნახევრადსილაბურ დამწერლობებს შორის დგას. მკსდომი თანხმოვნებისთვის გამოსაყენებელ სიმბოლოს მათი მომდევნო ხმოვანი განსაზღვრავდა, როგორც ეს ნახევრადმარცვლოვნებს ახასიათებს, თუმცა, მომდევნო ხმოვანი მაინც იწერებოდა, ანბანური დამწერლობების მსგავსად, რის გამოც იგი ზოგჯერ ანბანურ, ხოლო ზოგჯერ ნახევრადსილაბურ დამწერლობად განიხილება. ჟუიინი ნახევრადსილაბურია განსხვავებული გაგებით: მასში სიმბოლოები მარცვლების ნახევარს გამოხატავს. მაგალითად, მარცვალი kan იწერება, როგორც k-an და არა, როგორც k-a-n.

სეგმენტური დამწერლობები

რედაქტირება

სეგმენტური დამწერლობები შედგება ნიშნებისგან, რომლებიც ენის ბგერებს, ანუ ფონემებს (საბაზისო ხმოვან ელემენტებს) გამოსახავენ.

აღსანიშნავია, რომ ზუსტი შესატყვისობა დამწერლობის ნიშნებსა და ენის ფონემებს შორის იშვიათად არსებობს. კონკრეტული ბგერა, შესაძლებელია, ნიშანთა შეთანხმებით გადმოიცემოდეს, ერთი და იგივე ბგერა შეიძლება რამდენიმე განსხვავებული ნიშნით იყოს გადმოცემული, ან ერთი და იგივე ნიშანი, შეიძლება, რამდენიმე ბგერას გადმოსცემდეს. ბევრ ენაში ყველა ზემოთაღნიშნული მოვლენა გვხვდება.

სეგმენტური დამწერლობები შეიძლება დამატებით დაიყოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ბგერებს გადმოსცემენ ისინი:

კონსონანტური დამწერლობები

რედაქტირება

კონსონანტური დამწერლობები (აბჯადები) სეგმენტური სისტემებია, რომლებიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს შეიცავს, ან ხმოვნების აღნიშვნა სურვილისამებს, დიაკრიტიკული ნიშნებით ხდება, ან ხმოვნები მხოლოდ სიყვების დასაწყისში იწერება.

ნამდვილი ანბანები

რედაქტირება

ნამდვილი ანბანი როგორც თანხმოვნების, ისე ხმოვნებისთვის ცალკე ნიშნებს შეიცავს.

ხაზოვანი არათვისობრივი ანბანები

რედაქტირება
 
ევროპის ქვეყნებში გამოყენებული დამწერლობის სისტემები.[შენიშვნა 1]
  ბერძნული და ლათინური
  ლათინური
  ლათინური და კირილიცა
  კირილიცა
  ლათინური და სომხური
  სომხური

ხაზოვანი ანბანები შედგება ზედაპირზე გამოსახული ხაზებისგან, მაგალითად, მელნით ფურცელზე.

თვისობრივი ხაზოვანი ანბანები

რედაქტირება

თვისობრივი დამწერლობის სისტემები შეიცავს ელემენტებს, რომლებიც მიუთითებს არტიკულაციის კომპონენტებს, როგორიცაა ბაგისმიერი თანხმოვნები, აფრიკატები ან უკანა რიგის ხმოვნები. სხვადასხვა თვისობრივი დამწერლობა სხვადასხვა რაოდენობის და სახის თვისებებს მიუთითებს.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ეს რუკა აჩვენებს შესაბამისი ქვეყნების ოფიციალურ ენებს; თუ ქვეყნისგან გამოყოფილია დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ნაჩვენებია ორივე ენა. მოლდოვას ერთადერთი ოფიციალური ენაა რუმინული (რომაულზე დაფუძნებული შრიფტით), თუმცა, დნესტრისპირეთის დე-ფაქტო რესპუბიკაში სამი კირილიცაზე დაფუძნებული ენა, უკრაინული, რუსული და მოლდოვური გამოიყენება. საქართველოს ოფიციალური ენებია ქართული და აფხაზური (ეს უკანასკნელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში), მეტწილად აუღიარებელი დე ფაქტო დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები კირილიცაზე დამყარებულ რუსულ ენას იყენებენ; გარდა ამისა, აფხაზეთში გამოიყენება აფხაზური, ხოლო სამხრეთ ოსეთში ოსური. აზერბაიჯანის ერთადერთი ოფიციალური ენაა აზერბაიჯანული, თუმცა, მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში მხოლოდ სომხური გამოიყენება. გარდა ამისა, სერბეთის ერთადერთი ოფიციალური ენაა სერბული, რომელიც კირილიცათი იწერება, თუმცა, ქვეყნის შეიგნით სერბული ენისთვის ლათინური შრიფტის გამოყენება ფართოდაა გავრცელებული.
  1. Halliday, M.A.K., Spoken and written language, Deakin University Press, 1985, p.19