ალბანური დამწერლობა (კავკასია)
ალბანური დამწერლობა — ანბანური დამწერლობის ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა კავკასიაში ალბანური ენისათვის. დამწერლობის წერის მიმართულება იყო მარცხნიდან — მარჯვნივ. სავარაუდოდ, ძველ ალბანურ ანბანში 52[1]ასო-ნიშანი იყო. სომხური ტრადიციის მიხედვით, იგი მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ანბანის, ერკათაგირის შექმნის შემდეგ.
ალბანური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | კავკასიის ალბანეთის ენა | |
შექმნა | მესროპ მაშტოცი | |
დროის პერიოდი: | ||
წინამორბედი დამწერლობები: | ალბანური დამწერლობა | |
![]() |
ისტორია
რედაქტირებასომხური წყაროების მტკიცებით, ალბანური დამწერლობის შემოღება V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში – „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ალბანური დამწერლობა არის ალბანური ენის მატიანე რომელიც თითქმის უკვალოდ გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და გახდა მკვდარი ენა.
ალბანური დამწერლობის შესახებ პირველ სერიოზულ შრომებად ზაზა ალექსიძის გამოკვლევები ითვლება. ეს გამოკვლევები ეყრდნობა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის კედლებში აღმოჩენილ პალიმფსესტურ ხელნაწერებს, რომლებიც დაახ. V-VII საუკუნეებით თარიღდება.
უნიკოდი
რედაქტირებაბლოკი 10530—1056F უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი | ||||||||||||||||
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | A | B | C | D | E | F | |
U+1053x | 𐔰 | 𐔱 | 𐔲 | 𐔳 | 𐔴 | 𐔵 | 𐔶 | 𐔷 | 𐔸 | 𐔹 | 𐔺 | 𐔻 | 𐔼 | 𐔽 | 𐔾 | 𐔿 |
U+1054x | 𐕀 | 𐕁 | 𐕂 | 𐕃 | 𐕄 | 𐕅 | 𐕆 | 𐕇 | 𐕈 | 𐕉 | 𐕊 | 𐕋 | 𐕌 | 𐕍 | 𐕎 | 𐕏 |
U+1055x | 𐕐 | 𐕑 | 𐕒 | 𐕓 | 𐕔 | 𐕕 | 𐕖 | 𐕗 | 𐕘 | 𐕙 | 𐕚 | 𐕛 | 𐕜 | 𐕝 | 𐕞 | 𐕟 |
U+1056x | 𐕠 | 𐕡 | 𐕢 | 𐕣 | 𐕯 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ალექსიძე, კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, თბ., 2000.
- შანიძე ა.,„კავკასიელი ალბანელების ენა და დამწერლობა“, ჟურ. მაცნე, №. 1 თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა, 1960 წელი. — გვ. 168-189
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაზა ალექსიძე, ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის დაარქივებული 2009-12-08 საიტზე Wayback Machine.
- Jost Gippert: The "Albanian" Alphabet as preserved in Armenian Tradition დაარქივებული 2007-01-23 საიტზე Wayback Machine.
- Zaza Aleksidze: A Breakthrough in the Script of Caucasian Albany დაარქივებული 2018-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Wolfgang Schulze “The Language of the ‘Caucasian Albanian’ (Aluan) Palimpsest from Mt. Sinai and of the ‘Caucasian Albanian’ inscriptions”
- Caucasian Albanian // საიტზე Omniglot
- Известия института языка, истории и материальной культуры им. акад. Н.Я. Марра, IV-1, Тбилиси, 1938
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი. ზაზა ალექსიძის მოხსენება.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-20. ციტირების თარიღი: 2009-09-13.
ალბანური დამწერლობა |
---|
(გრაფემის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის სტატიაზე.) |