მაიას დამწერლობა
მაიას დამწერლობა — თანამედროვე მექსიკის, გვატემალისა და ბელიზის ტერიტორიაზე მოსახლე ინდიელთა დამწერლობა. ცნობილია I-XVI სს. ძეგლებიდან. შემორჩენილია 3 ხელნაწერი — ე.წ. დრეზდენის, მადრიდისა და პარიზის — თარიღდება X-XV სს-ით, აგრეთვე მრავალი წარწერა ქვაზე, ტაძრების კედლებზე, საკურთხევლებზე, კერამიკაზე. წარწერათა სტრიქონები განლაგებულია ჰორიზონტალურად, ზოგჯერ ვერტიკალურადაც. იეროგლიფებს თან ახლავს ფიქტოგრაფიული გამოსახულებანი. იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ. იდეოგრამები გადმოსცემს როგორც დამოუკიდებელ სიტყვას, ისე დეტერმინატივებს. მაიას ძველი სალიტერატურო ენა ჯერჯერობით არ არის რეკონსტრუირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 358.