ფეჰლავური დამწერლობა

ფეჰლავური დამწერლობა — გამოიყენებოდა როგორც ირანული ენების დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის IX საუკუნემდე. ფაჰლავური დამწერლობის არსებითი მახასიათებლებია: არამეული დამწერლობის სიმბოლოების გამოყენება და არამეული სიტყვების როგორც ჰეტეროგრამების გამოყენება (ამ მოვლენას ეწოდება ჰოზვარიშნი - არქაიზმები).

ფეჰლავური დამწერლობა
ტიპი: კონსონანტური, ლოგოგრამული
ენები: ირანული ენები
დროის პერიოდი: ძვ. წ. 400 - 900
წინამორბედი დამწერლობები: ეგვიპტური იეროგლიფები
 პროტო-სემიტური დამწერლობა
  ფინიკიური დამწერლობა
   არამეული დამწერლობა
    ფეჰლავური დამწერლობა
წარმოებული დამწერლობები: ავესტური დამწერლობა

ფეჰლავურის ნიმუშები აღმოჩენილია ირანული ენების შემდეგ დიალექტებზე: პართიული, შუა-სპარსული, სოგდიური, სკვითური, საკანური. იმის მიუხედავად, თუ რომელი დიალექტისთვის გამოიყენებოდა დამწერლობის სისტემა ყოველთვის მოიხსენიება ფეჰლავად.

ფეფლავური ეარმოადგენს არამეულის სიმბოლოების (ლოგოგრამები) და სასაუბრო შუა-ირანულის ნაზავს.

ფეჰლავი შეიძლება განისაზღვროს, როგორც არსებული დამწერლობა რომელიც მორგებულია გარკვეულ ენობრივ ჯგუფს, თუმცა მისი ზოგიერთი თვისება უცხოა ამ ენათა ჯგუფისთვის. მას განსხვავებული ენობრივი თვისებები აქვს. ამ მახასიათებლის გამო ის აერთიანებს ბევრ ორალურ კომპოზიციას.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

დასახელება ფეჰლავი მოიაზრება, რომ წარმოდგება პართიული სიტყვა პართჰავ ან პართჰაუ - დან რაც პართიას (ისტორიული რეგიონი კასპიის ზღვის სამხრეთით) ნიშნავს. ხოლო სუფიქსი მიუთითებს ამ რეგიონის მოსახლეობასა და ენაზე. ტერმინის ფესვები მიდის ძველ ავესტურ სიტყვა პერათუ-მდე (დედამიწასავით დიდი), ასევე სანსკრიტის პრთვი-მდე (დედამიწა) და პართჰივი (მსოფლიოს ბატონი). ყველა ინდო ირანული ენისთვის ძლევამოსილი-ს კონოტაცია.

ფეჰლავის გამოყენების უძველესი დადასტურებაა არშაკ I-ის (ძვ. წ. 250) მეფობის პერიოდში გამოცემული პართიული მონეტები რომელზეც გამოყენებული ფეჰლავური დამწერლობა. ასევე არსებობს მითრიდატე I-ის (ძვ. წ. 171–138) დროს ფეჰლავურ დამწერლობაზე შექმნილი რამდენიმე ტექსტი. მითრადატკირდიტთან (დღევანდელი ნისას მახლობლად) აღმოჩენილ ხაზინის ნანგერებში ათასობით თიხის ჭურჭელის ნამსხვრევი იყო მოკლე ფეჰლავური ტექსტებით. რამდენიმე ოსტრაკონზე (თიხის, ძირითადად ვაზის, მცირე ნამტვრევები) დატანილია სამეფო ოჯახის წევრების სახელები.

ასევე აღმოჩენილია ქვაზე შესრულებული ჩანაწერები სადაც მოიხსენიება სასანიდი მეფეები რომლებიც III-IV საუკუნეებში მეფობდნენ. თეორიულად ფაჰლავი გამოიყენებიდა შუა-ირანული ენების ჩასაწერად, რომელთაგან უმრავლესობა ძვ. წ. 300 წლიდან გამოიყენებოდა. არ არის არცერთი მანუსკრიპტი აღმოჩენილი რომელიც VI საუკუნეზე ადრე თარიღდება. ტერმინი ფეჰლავური ლიტერატურა მიესადაგება შუა-ირანულ ტექსტებს (ძირითადად შუა-სპარსული), რომლებიც თარიღდება სასანიანების იმპერისს დაცემის პერიოდით (X საუკუნე) და რის შემდეგაც ირანული ენები გადადიან თანამედროვე ეპოქაში.

ფეჰლავური ლიტერატურის უძველესი გადარჩენილი ნიმუში არის ეგრეთ წოდებული ფეჰლავური ფსალმუნი. ბულეიქში (არქეოლოგიური გათხრების ადგილი სინძიანში) აბრეშუმის დიდი გზაზე აღმოჩენილი, VI-VII საუკუნეების 12 გვერდიანი სირიული ფსალმუნების თარგმანი.

არაბების მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ ზოროასტრიული წმინდა ტექსტების გარდა ფეჰლავური არაბულმა დამწერლობამ ჩაანაცვლა.

სპარულის დასაწერად ფეჰლავი IX საუკუნეში ტაჰირიდებმა ხორასანში არაბული დამწერლობით ჩაანაცვლეს.[1][2]

თანამედროვე სამხრეთ-დასავლეთ ირანში (ფარსის ოსტანი) ფეჰლავი მიიჩვენა პრესტიჟულ დიალექტად. ისლამური დაპყრობის შემდეგ ფარსის რეგიონის მიხედვით დიალექტს ფარსის დიალექტი ეწოდებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ira M. Lapidus (29 October 2012). Islamic Societies to the Nineteenth Century: A Global History. Cambridge University Press, გვ. 256–. ISBN 978-0-521-51441-5. 
  2. Ira M. Lapidus (22 August 2002). A History of Islamic Societies. Cambridge University Press, გვ. 127–. ISBN 978-0-521-77933-3.