ნისა (თურქმენეთი)
ნისა — ძველი პართიული ქალაქი თურქმენეთში. მდებარეობს აშხაბადიდან 18 კმ-ში. დააარსეს პართიელებმა კოპეტდაღის მთისწინეთში ძვ. წ. III საუკუნეში. მომდევნო ექვსი საუკუნე იგი იყო არშაკიდების დინასტიის მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო პართიის დედაქალაქიც სახელწოდებით „მითრიდატკირტი“ (სახელი ეწოდა მეფე მითრიდატე I-ის პატივისცემის ნიშნად).
ნისა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქმენეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 37°59′58″ ჩ. გ. 58°11′54″ ა. გ. / 37.99944° ჩ. გ. 58.19833° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2007 (31-ე სესია) |
ნომერი | 1242 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1242 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სასანიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალაქის მნიშვნელობა დაეცა. მაგრამ კვლავ აღორძინდა შუა საუკუნეებში, როგორც აბრეშუმის გზის სავაჭრო ცენტრი. მოსახლეობამ საბოლოოდ მიატოვა XIII საუკუნეში, მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად.
2007 წელს ქალაქის ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Annotated Parthia Bibliography.
- Archaeological Missions in Nisa
- Nissa Fortress დაარქივებული 2004-10-24 საიტზე Wayback Machine.
- Historical site Nisa დაარქივებული 2006-02-27 საიტზე Wayback Machine. ,