პროტო-სემიტური დამწერლობა

პროტო-სემიტური დამწერლობა — სისტემა, რომელიც სავარაუდოდ საფუძვლად დაედო ყველა 22-ასოიან ჩრდილო-აღმოოსავლურ სემიტურ დამწერლობებს. ითვლება, რომ პროტო-სემიტური ანბანი ძვ. წ. XVII საუკუნეში ეგვიპტური იეროგლიფების ზეგავლენით სინაის ნახევარკუნძულზე შეიქმნა.

პროტოსემიტური დამწერლობის მაგალითი

პროტო-სემიტურიდან წარმოქმნილი ფინიკიური დამწერლობა შემდგომში არამეული, ებრაული და ბერძნული ანბანების საფუძველი გახდა. არამეულისგან სხვადასხვა ინდური და არაბული დამწერლობები შეიქმნა, ბერძნულისგან კი ლათინური და კირილური ანბანები განვითარდა, ასევე, სავარაუდოდ ქართული და სომხური. ამგვარად, დღეს მოქმედი დამწერლობების უმრავლესობა სწორედ პროტო-სემიტური ანბანის შემდგომი განვითარების შედეგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება