ტაჰირიდები — დინასტია ხორასნის ფეოდალურ სახელმწიფოში 821-873 წწ. ტაჰირიდების სახელმწიფოსა და დინასტიის დამაარსებელია აბასიანთა ნაცვალი ხორასანში ფეოდალი ტაჰირ იბნ ჰუსეინი (821-822 წწ.). მისმა ვაჟებმა ტალჰამ (822-828 წწ.), შემდეგ აბდალაჰმა (828-844 წწ.) განამტკიცეს სახელმწიფოს ფაქტობრივი დამოუკიდებლობა. ტაჰირიდები ნომინალურად აბასიანთა ხალიფის ვასალებად ითვლებოდნენ, მაგრამ ხალიფას საშინაო საქმეში ჩარევის უფლებას არ აძლევდნენ. ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით აბდალაჰმა შეზღუდა გადასახადები, ცდილობდა გლეხობა დაეცვა ფეოდალთა თვითნებობისაგან. ტაჰირიდების სახელმწიფო საფარიდებმა დაიპყრეს.

ტაჰირიდები
მონარქია

821873
დედაქალაქი მერვი, შემდეგ ნიშაბური
ენა სპარსული და არაბული
ემირი
 - 821-822 ტაჰირ იბნ ჰუსეინი
 - 822–828 ტალჰა

ლიტერატურა

რედაქტირება