მანდეური ენა (არაბ. ٱلْمَنْدَائِيَّة [al-Mandāʾīyah]) — არამეული ენის ბაბილონური დიალექტი, რომელზეც III-VIII საუკუნეებში შეიქმნა მანდეველთა გნოსტიკური სექტის ლიტერატურა. აქედან სახელწოდება — მანდეური ენა. მანდეველები დღესაც გვხვდებიან (ერაყი, ირანი), თუმცა მათი სალაპარაკო ენა არაბულია. მადეური დამწერლობა ძველი არამეულის განვითარებას წარმოადგენს. სხვა არამეულ დამწერლობათაგან განსხვავებით, გადმოსცემს ხმოვნებსაც, რისთვისაც იყენებს დაკარგული ლარინგალებისა და უ̂ და ჲ-ის აღმნიშვნელ ასოებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 106.;
  • Drower E. S., Macuch R., Handbook of classical and modern Mandiac, B., 1965;
  • Noldeke Th., Mandaishe Grammatik, Darmstadt, 1964.