ტურეგის ხალხი (არაბ. الطوارق) — ბერბერთა მოდგმის ხალხი ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესით. საჰარის შიდა ტერიტორიის ძირითადი მოსახლეობა. ძირითადად სახლობენ საჰარის მალისა და ნიგერის ტერიტორიებზე. ისინი მუდმივად მოძრაობენ სახელმწიფოთა სახელმწიფო საზღვრებს მიღმა. მათი მცირე ნაწილი სახლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალჟირში, სამხრეთ-დასავლეთ ლიბიასა და ჩრდილოეთ ბურკინა-ფასოში, ასევე მცირე ნაწილი ჩრდილოეთ ნიგერიაში. აფრიკაში არაბეთის ნახევარკუნძულიდან შემოვიდნენ. პირველად შეისწავლა ანრი დიუვერიემ. ტუარეგის ენა მაკროენად კლასიფიცირდება და მასზე მოლაპარაკე ადამიანთა რიცხვი დაახლოებით 5,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ტუარეგი მამაკაცი
აფრიკის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ტუარეგები სახლობენ

2012 წლის აპრილის დასაწყისში, მალიში საკუთარი არაღიარებული სახელმწიფოს — აზავადის დაარსება გამოაცხადეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: