მორა
მორა (ლათ. mora — დროის შუალედი, პაუზა) ანდა ქრონოს პროტოსი (ბერძ. χρονος πρωτος — პირველადი დრო) — ანტიკურ ლექსთწყობაში: ყველაზე მოკლე მარცვლის წარმოთქმის ნორმალური გრძლიობა, ლექსში დროის თვლის უმცირესი ერთეული. გამოისახება მოკლე მარცვლის ნიშნით (◡). გრძელი მარცვალი (–) უდრის 2 მორას, ტერფი ქორე (– ◡) — სამ მორას, დაქტილი (– ◡ ◡) — ოთხ მორას და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 117.