გლობალური მშვიდობის სამიტი უკრაინისათვის

გლობალური მშვიდობის სამიტი უკრაინისათვის (ინგლ. Global Peace Summit) — საერთაშორისო სამშვიდობო სამიტი, რომელიც გაიმართება 2024 წლის 15-16 ივნისს[1] შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში მდებარე სასტუმრო ბიურგენსტოკში[2] და მიეძღვნება 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების მშვიდობიან მოგვარებას და საერთაშორისო სამართლის ადგენას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. სამიტი წარმოადგენს ოთხი წინა საერთაშორისო შეხვედრის[3] სერიის გაგრძელებას და ორგანიზებული იქნება შვეიცარიის პრეზიდენტის ვიოლა ამერდის მიერ[2].

უკრაინისათვის გლობალური მშვიდობის სამიტის ლოგო

უკრაინის 10-პუნქტიანი გეგმა

რედაქტირება

2022 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა[4][5][6]:

  1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
  2. სასურსათო უსაფრთხოება აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის;
  3. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება;
  4. პატიმრების გათავისუფლება და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება;
  5. 1991 წლის რუსეთ-უკრაინის საზღვრის აღდგენა;
  6. რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
  7. უკრაინაში რუსეთის შეჭრისას ომის დანაშაულებებისთვის დევნა;
  8. ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურება;
  9. გარანტიები მომავალი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად;
  10. სამშვიდობო კონფერენცია და საერთაშორისო ხელშეკრულებით ომის დასრულების დაფიქსირება.

2022 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა G7 ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ამ გეგმას[5].

დიპლომატიური შეხვედრები

რედაქტირება

უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილებოდა საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში რუსეთის მონაწილეობის გარეშე:

  • 2023 წლის 28-29 ოქტომბერს ვალეტაში, გაიმართა შეხვედრა 66 წარმომადგენელი დასავლეთიდან და გლობალური სამხრეთიდან. ახალ მონაწილეებს შორის იყვნენ სომხეთი, წმინდა საყდარი და მექსიკა. მალტაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც დაადასტურეს თავიანთი განზრახვა მოიწვიონ გლობალური სამიტი მშვიდობის ფორმულაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების დონეზე, რომელზეც მოსალოდნელია უკრაინის მშვიდობის ფორმულის ყველა დებულების დამტკიცება სახელმწიფო ლიდერების მიერ[11][12].
  • 2023 წლის 1 დეკემბერს კიევში გაიმართა რეგულარული სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან სამშვიდობო ფორმულის განხორციელებასთან დაკავშირებით. დისკუსიას შეუერთდა 86 მონაწილე: 83 უცხო ქვეყნის და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. უკრაინული მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა, უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ელენა კონდრატიუკი, ყირიმელი თათარი ხალხის ლიდერი, სახალხო დეპუტატი მუსტაფა ჯემილევი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანთა უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიიჩუკი, უკრაინის პრეზიდენტის ანდრეი ერმაკის აპარატის ხელმძღვანელი[13][14].

გლობალური მშვიდობის სამიტი

რედაქტირება

2024 წლის 15-16 შვეიცარიაში გაიმართება გლობალური სამიტი მსოფლიო ლიდერების დონეზე[15].

მონაწილე ქვეყნები

რედაქტირება

2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, იყო მოლოდინი იმისა, რომ სამიტს დაესქწრებოდა 80-დან 100-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი. ჩინეთის შესაძლო ჩართვა მთავარ საკითხად განიხილებოდა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოსაზრებების მოსმენა, რომლებიც გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ამ პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართვაში“.[16] საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის მონაწილეობა.[17]

16-17 მაისს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან განიხილა სამიტში ჩინეთის მონაწილეობის საკითხი. თუმცა მოგვიანებით სი ძინპინმა უარი თქვა წარმომადგენლის გაგზავნაზე შვეიცარიაში. ამაში მას მხარი დაუჭირეს BRICS-ის ქვეყნებმა და გლობალური სამხრეთის ბევრმა ქვეყანამ.

20 მაისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში.

2024 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, კონფერენციაში მონაწილეობა 92-მა ქვეყანამ დაადასტურა.[18]

ქვეყანა დელეგაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს
მეთაური
მინისტრი უფლებამოსილი
წარმომადგენელი
  ავსტრალია ბილ შორტენი  
  ავსტრია კარლ ნეჰამერი  
  ალბანეთი ბაირამ ბეგაი  
  ანდორა ქსავიერ ესპოტ სამორა  
  არგენტინა ხავიერ მილეი  
  სომხეთი არმენ გრიგორიანი  
  ბაჰრეინი აბდულატიფ ალ-ზაიანი  
  ბელგია ალექსანდრ დე კრო  
  ბენინი ოლუშეგუნი აჯადი ბაქარი  
  ბულგარეთი დიმიტარ გლავჩევი  
  ბოსნია და ჰერცეგოვინა დენის ბეჩიროვიჩი  
  ბრაზილია (მეთვალყურე) კლაუდია ბუცი  
  ვატიკანი (მეთვალყურე) პიეტრო პაროლინი  
  უნგრეთი პეტერ სიარტო  
  დიდი ბრიტანეთი რიში სუნაკი  
  აღმოსავლეთი ტიმორი შანანა გუჟმანი  
  გამბია ისმაილა სისაი  
  განა ნანა ადო დანკვა აკუფო-ადო  
  გვატემალა სესარ ბერნარდო არევალო დე ლეონი  
  გერმანია ოლაფ შოლცი  
  საბერძნეთი კირიაკოს მიცოტაკისი  
  საქართველო სალომე ზურაბიშვილი  
  დანია მეტე ფრედერიკსენი  
  დომინიკელთა რესპუბლიკა ლუის როფოლფო აბინადერ კორონა  
  ისრაელი იოელ ედელშტეინი  
  ინდოეთი პავუნ კაპარი  
  ინდონეზია ნგურახ სვაჯაია  
  იორდანია იბრაგიმ ალ-ჯაზი  
  ერაყი ფუად ჰუსეინი  
  ირლანდია საიმონ ჰარისი  
  ისლანდია ბიარნი ბენეტიქტსონი  
  ესპანეთი პედრო სანჩესი  
  იტალია ჯორჯა მელონი  
  კაბო-ვერდე ულისეშ კორეია ი სილვა  
  კანადა ჯასტინ ტრიუდო  
  კატარი მოჰამედ ბინ აბდულრახმან ბინ ჯასიმ ალ ტანი  
  კენია უილიამ რუტო  
  კვიპროსი ნიკოს ხრისტოდულიდისი  
  კოლუმბია გუსტავო პეტრო  
  კომორის კუნძულების კავშირი დოიხირ დულკმალი  
  კოსტა-რიკა სტეფან ბრიუნერი  
  კოტ-დ’ივუარი ალასან უატარა  
  ლატვია ედგარ რინკევიჩი  
  ლიბერია ნატუ ოსვალდ ტვე  
  ლიბია მუხამად იუნის ალ-მანფი  
  ლიეტუვა გიტანას ნაუსედა  
  ლიხტენშტაინი დანიელ რიში  
  ლუქსემბურგი ლუკ ფრიდენი  
  მალტა მირიამ სპიტერი დებონო  
  მექსიკა ალისის ბარსენა  
  მოლდავეთი მაია სანდუ  
  მონაკო იზაბელ ბერო  
  ნიდერლანდები მარკ რიუტე  
  ახალი ზელანდია მარკ მიტჩელი  
  ნორვეგია იონას გარ სტიორე  
  არაბთა გაერთიანებული საამიროები ანვარ გარგაში  
  პალაუ სურანგელ უიპს-უმცროსი  
  პერუ ხავიერ გონსალეს-ოლაეჩეა  
  პოლონეთი ანჯეი დუდა  
  პორტუგალია მარსელუ რებელუ დე სოუზა  
  კორეის რესპუბლიკა კისუნ ბანი  
  კოსოვო ვიოსა ოსმანი  
  რუანდა ვენსან ბირუტა  
  რუმინეთი ლუმინიცა ოდობესკუ  
  სან-მარინო ლუკა ბეკარი  
  სან-ტომე და პრინსიპი გარეთ გვადალუპე  
  საუდის არაბეთი ფეისალ იბნ ფარხან ალ საუდი  
  ჩრდილოეთი მაკედონია გორდანა სილიანოვსკაია-დავკოვა  
  სერბეთი თარგი:Iw  
  სინგაპური სიმ ანი  
  სლოვაკეთი იურაი ბლანარი  
  სლოვენია ნატაშა პირც-მუსარი  
  სომალი ხასან შეიხ მახმუდი  
  სურინამი ალბერტ რამდინი  
  აშშ კამალა ხარისი  
  ტაილანდი რუსს ჯალიჩანდრა  
  თურქეთი ხაკან ფიდანი  
  უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკი  
  ურუგვაი ომარ პაგანინი  
  ფიჯი რატუ უილიამ მაივალილი კატონივერე  
  ფილიპინები კარლიტო გოლვეს-უმცროსი  
  ფინეთი კაი-ერან ალექსანდრ სტუბი  
  საფრანგეთი ემანუელ მაკრონი  
  ხორვატია ანდრეი პლენკოვიჩი  
  ჩერნოგორია იაკობ მილატოვიჩი  
  ჩეხეთი პეტრე პაველი  
  ჩილე გაბრიელ ბორიჩი  
  შვეცია ულფ კრისტერსონი  
  ეკვადორი დანიელ ნობოა  
  ესტონეთი კაია კალასი  
  სარ სიდნეი მუფამადი  
  იაპონია ფუმიო კისიდა  
57 29 6
  1. Simon Bradley (9 April 2024). "Explainer: latest developments on Ukraine peace summit in Switzerland". SWI swissinfo
  2. 2.0 2.1 Switzerland to host high-level conference on peace at the Bürgenstock resort in June 2024, Federal Department of Defence, 10 April 2024
  3. Dinara Khalilova (10 April 2024). "Switzerland confirms it will host Ukraine's peace summit in June". The Kyiv Independent
  4. Ukraine’s Peace Formula Philosophy.
  5. 5.0 5.1 "Explained: Zelensky's 10-Point Peace Plan". Kyiv Post
  6. "What is Zelenskyy's 10-point peace plan?". aljazeera.com
  7. Мирная конференция по Украине прошла в Дании – DW – 26.06.2023. dw.com
  8. В Дании на условиях секретности прошла мирная конференция по Украине – СМИ. www.unian.net
  9. Гостев, Александр (2023-08-07). "Без России. Кто и о чем говорил на переговорах по Украине в Джидде". Радио Свобода
  10. Главные итоги встречи в Джидде по Украине: участие Китая и саудовский план. The Bell
  11. Мирный саммит на Мальте по Украине: с Бразилией и ЮАР, но без Китая. Что известно о его участниках и задачах. BBC News Русская служба
  12. На Мальте прошли переговоры по украинской формуле мира. ГОЛОС АМЕРИКИ
  13. Ермак рассказал об очередной встрече по формуле мира: есть прогресс по 9 пунктам. РБК-Украина
  14. Свобода, Радіо (2023-12-01). "Зустріч щодо імплементації формули миру: Єрмак розповів про результати". Радіо Свобода (укр.)
  15. Ольга Лебедева. Саммит мира по Украине в Швейцарии состоится 15-16 июня. dw.com
  16. Bloomberg: Switzerland aims to host Ukraine's peace formula summit in mid-June (2024-04-08). ციტირების თარიღი: 2024-04-20
  17. Macron: France to participate in global peace summit in June (2024-04-12). ციტირების თარიღი: 2024-04-20
  18. „Summit on Peace in Ukraine“. eda.admin.ch (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-06-14.