გუსტავო პეტრო
გუსტავო ფრანცისკო პეტრო ურეიო (ესპ. Gustavo Francisco Petro Urrego; დ. 19 აპრილი, 1960) — კოლუმბიელი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და კოლუმბიის არჩეული პრეზიდენტი.[1][2] 2022 წლის 19 ივნისს დაამარცხა როდოლფო ერნანდეს სუარესი. როდესაც იგი მიიღებს თანამდებობას, იგი გახდება კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტი.[3][4][5]
გუსტავო პეტრო | |
პეტრო 2017 წელს | |
კოლუმბიის 34-ე პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 აგვისტო, 2022 |
ვიცე-პრეზიდენტი | ფრანსია მარკესი |
სენატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივლისი, 2018 – 20 ივლისი, 2022 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივლისი, 2006 – 20 ივლისი, 2010 | |
ბოგოტის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 აპრილი, 2014 – 31 დეკემბერი, 2015 | |
წინამორბედი | მარია მერსედეს მალდონადო |
მემკვიდრე | ენრიკე პანიალოსა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2012 – 19 მარტი, 2014 | |
წინამორბედი | კლარა ლოპეს ობერგანი |
მემკვიდრე | რაფაელ პარდო |
დაბადებული | 19 აპრილი, 1960 კორდობა, კოლუმბია |
ეროვნება | კოლუმბიელი |
შვილები | 5 |
განათლება | კოლუმბიის უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სკოლა პაპ ქსავიერის უნივერსიტეტი სალამანკის უნივერსიტეტი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | ეკონომისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | ლეტელიე-მოფიტის ადამიანის უფლებათა ჯილდო |
ხელმოწერა |
17 წლის ასაკში, პეტრო გახდა პარტიზანული ჯგუფის წევრი 1991 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენლთა პალატის წევრად. 2009 წელს მან დატოვა თანამდებობა 2010 წლის კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არჩევნები მეოთხე ადგილით დაასრულა.[6]
PDA-ს ლიდერებთან იდეოლოგიური უთანხმოების გამო, მან დააარსა მოძრაობა Humane Colombia, რათა ებრძოლა ბოგოტის მერობისთვის. 2011 წლის 30 ოქტომბერს იგი აირჩიეს მერად, თანამდებობა დაიკავა 2012 წლის 1 იანვარს.[7] 2018 წლის კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ის მეორე ადგილზე გავიდა ხმების 25 %-ით და დამარცხდა მეორე ტურში.[8]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაპეტრო დაიბადა 1960 წელს სიენაგა-დე-ოროში, კორდობის დეპარტამენტში.[9] მისი დიდი ბაბუა ფრანჩესკო პეტრო 1870 წელს გადავიდა სამხრეთ იტალიიდან,[10] პეტრო აღიზარდა კათოლიკურ გარემოში, თუმცა ღმერთის არსებობასაც ეჭვქვეშ აყენებდა.[11]
პეტრო სწავლობდა Colegio de Hermanos de La Salle-ში, სადაც დააარსა სტუდენტური გაზეთი „Carta al Pueblo“ („წერილი ხალხს“). 17 წლის ასაკში გახდა 19 აპრილის მოძრაობის წევრი.[12]
პეტრომ დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და დაიწყო სწავლა Escuela Superior de Administración Pública-ში (ESAP). მოგვიანებით მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში პაპ ქსავიერის უნივერსიტეტში. შემდეგ იგი გაემგზავრა ბელგიაში და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. იგი ასევე სწავლოიბდა ესპანეთში, სალამანკას უნივერსიტეტის დოქტორანტურაში საჯარო ადმინისტრაციის მიმართულებით.[13][14][15]
2010 წლის საპრეზიდენტო კამპანია
რედაქტირება2008 წელს პეტრომ განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[16] 2009 წლის 27 სექტემბერს გუსტავო პეტრომ დაამარცხა კარლოს გავრია პრაიმერიზში.[17]
2010 წლის 30 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო უკეთესად შედეგი მიიღო, ვიდრე გამოკითხვებით ფიქსირდებოდა. მან მიიღო 1 331 267 ხმა, საერთო ხმების 9,1 % და დაიკავა მეოთხე ადგილი ხერმან ვარგას ლერასის შემდეგ და ნოემი სანინის წინ.[18]
ბოგოტას მერი (2012-2014; 2014-2015)
რედაქტირებაპეტროს ადმინისტრაციის დროს გატარდა ისეთი ზომები, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების აკრძალვა, რამაც გამოიწვია მკვლელობების მაჩვენებლის შემცირება და მიაღწია ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს.[19][20] შეიქმნა ქალთა სამდივნო; გაიხსნა ლგბტ მოქალაქეობის ცენტრი; ასევე შეიქმნა შობადობის კონტროლისა და აბორტის მართვის 49 ცენტრი.[21]
პეტრომ გამახორციელა ბოგოტის ჭაობების შენარჩუნების პოლიტიკა და გლობალური დათბობის პირობებში წყლის შენარჩუნების გეგმა. მან ასევე გამოაცხადა 200 000-ზე მეტი ხის დარგვის გეგმა.[22]
2012 წლის ივნისში პეტრომ აკრძალა ხარების ბრძოლა სანტამარიას ხარების რინგზე, ღონისძიება მოგვიანებით ასევე უარყო საკონსტიტუციო სასამართლომ.[23]
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში შეიქმნა ნარკომანთა მობილური თვალთვალის ცენტრები (CAMAD).[24] ამ ღონისძიებებით მიზნად ისახავდა დამოკიდებულების შემცირებას ნარკოტიკული საშუალებების მომწოდებლებზე.
პეტროს ადმინისტრაციის დროს დაიწყო ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის (SITP) გამოყენება, რომელიც გაიხსნა 2012 წელს.[25]
პეტრომ წამოაყენა წინადადება ქალაქში მეტროს აშენების შესახებ.[26] მისი ადმინისტრაციის დროს კონტრაქტი გაფორმდა მეტროს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კოლუმბიურ-ესპანურ კომპანიასთან $70 მილიარდი პესოს ფარგლებში, რომელიც წარმატებით დასრულდა 2014 წლის ბოლოს.[27] პეტროს ადმინისტრაციის მიერ შეთანხმებული მეტროს გეგმები გააუქმა მისმა მემკვიდრემ ენრიკე პენიალოსამ, რომელმაც აირჩია საჰაერო სარკინიგზო სისტემა, სავარაუდოდ, ნაკლები ინვესტიციით და უკეთესი დაფარვით. ეს იდეა დაგმო რამდენიმე დამოუკიდებელმა კვლევამ, რომლებმაც დაადგინეს, რომ საჰაერო სარკინიგზო სისტემის სოციალური და ეკონომიკური ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე წინა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი თავდაპირველი მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემა.[28]
2018 საპრეზიდენტო კამპანია
რედაქტირება2018 წელს გუსტავო პეტრო კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ამჯერად 27 მაისს პირველ ტურში ხმების დათვლისას მეორე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეორე ტურში გადავიდა.[29] მის კამპანიას ხელმძღვანელობდნენ პუბლიცისტები ანხელ ბეკასინო, ალბერტო სიენფუეგოსი და ლუის ფერნანდო პარდო.[30] მოქალაქეებმა პეტროს მემარჯვენე ოპონენტის ივან დუკეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ქრთამის აღების და თაღლითობის ბრალდებით.[31] მეორე ტურამდე პეტრომ მიიღო მწვანეთა პარტიის ორი წევრის, არჩეული სენატორის ანტანას მოკუსისა და სენატორის კლაუდია ლოპეს ერნანდესის მხარდაჭერა.[32]
კენჭისყრის მეორე ტურში დუკემ 10 მილიონზე მეტი ხმით გაიმარჯვა, ხოლო პეტრომ 8 მილიონი ხმით მეორე ადგილი დაიკავა.[33] დუკეს ინაუგურაცია 7 აგვისტოს გაიმართა; ამასობაში პეტრო სენატში დაბრუნდა.[34]
2022 წლის საპრეზიდენტო კამპანია
რედაქტირება2021 წელს პეტრომ განაცხადა, რომ 2022 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. პეტროს კამპანიის პლატფორმა მოიცავდა მწვანე ენერგიის პოპულარიზაციას წიაღისეული საწვავზე და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას. მან პირობა დადო, რომ ფოკუსირებას მოახდენდა კლიმატის ცვლილებაზე და სათბურის გაზების ემისიების შემცირებაზე. მან ასევე პირობა დადო, რომ გაზრდიდა გადასახადებს ყველაზე მდიდარ 4000 კოლუმბიელზე და თქვა, რომ ნეოლიბერალიზმი საბოლოოდ „გაანადგურებს ქვეყანას“. პეტრომ ასევე გამოაცხადა, რომ მზად იქნება პრეზიდენტი ივან დუკე სასამართლოს გადასცეს 2021 წლის კოლუმბიის საპროტესტო აქციების დროს პოლიციელთა სისასტიკის გამო. გარდა ამისა, მან თანასწორობის სამინისტროს შექმნის პირობა დადო. პეტრომ ვიცე-პრეზიდენტად აირჩია აფრო-კოლუმბიელი ადამიანის უფლებათა და გარემოსდაცვითი აქტივისტი და გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის მფლობელი ფრანსია მარკესი.
პეტრო და ფრანსია მარკესი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გასამხედროებული ჯგუფების მიერ მრავალჯერადი სასიკვდილო მუქარის წინაშე აღმოჩნდნენ.[35]
კამპანიის დროს მისმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის გეგმავდა ექსპროპრიაციის ზომებს, თუ ის პრეზიდენტი გახდებოდა და ამტკიცებდნენ მსგავსებას ვენესუელელ ნიკოლას მადუროსთან. პეტროს წინადადებები ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შესაცვლელად გააკრიტიკეს არაპროდუქტიულ მიწის მესაკუთრეებზე გადასახადების გაზრდისა და ნავთობისა და ქვანახშირის ინვესტორების გაღიზიანების გამო. კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მისმა მცდელობებმა კოლუმბიის მეტი სიმდიდრის ღარიბებზე გადატანა შეიძლება კოლუმბია სხვა ვენესუელად გადააქციოს და ასევე შეადარეს მისი იდეები ვენესუელაში უგო ჩავესის მმართველობის პირველ დღეებს.[36] საპასუხოდ, მან ხელი მოაწერა 18 აპრილს საჯარო დოკუმენტს, რომელშიც პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში არ განახორციელებდა რაიმე სახის ექსპროპრიაციას.[37] 14 მარტს El Tiempo-ს მიერ გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს კანდიდატებმა უპასუხეს კითხვას ვენესუელასთან და ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობის შესახებ. მაშინ როცა სხვა მონაწილეებმა ვენესუელის მთავრობას უწოდეს დიქტატურა, პეტრომ უპასუხა:
29 მაისს გამართულ არჩევნებში პეტრომ ყველაზე მეტი ხმა მიიღოთუმცა ვერ გადასცდა 50 %-იან ბარიერს 50%-ს, რომელიც საჭირო იყო მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად.[38][39] მეორე ტურში პეტრომ გაიმარჯვა და მიიღო ხმების 50,44%-ით.
ჯილდოები
რედაქტირება- 2006 — წლის პერსონა გაზეთ „El Tiempo“-ს მკითხველთა მიერ.
- 2007 — ლეტელიე-მოფიტის ადამიანის უფლებათა ჯილდო, პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის (IPS) მიერ.
- 2011 — ლუის კარლოს გალან სარმიენტოს მედალი, რესპუბლიკის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტების მიერ.
- 2018 — საპატიო პროფესორი, ლანუსის ეროვნული უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Personal website of Gustavo Petro დაარქივებული 2022-07-27 საიტზე Wayback Machine.
- Colombia Humana official website დაარქივებული 2022-06-21 საიტზე Wayback Machine.
- Colombia Politics political biography, Gustavo Petro დაარქივებული 2023-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Biography and program by CIDOB
- Interview with Gustavo Petro
- Petro's profile at CityMayors
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Semana.com. Gustavo Petro Urrego: hoja de vida del candidato de 'Colombia Humana' es. ციტირების თარიღი: 25 March 2022
- ↑ ¿Quién es Gustavo Petro? Perfil del candidato de la izquierda en Colombia es. CNN (14 March 2022). ციტირების თარიღი: 25 March 2022
- ↑ Turkewitz, Julie (19 June 2022). „Colombia Live Updates: Gustavo Petro Elected the First Leftist President“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-06-19.
- ↑ „Leftist Gustavo Petro wins Colombian presidency“. Financial Times. 19 June 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2022. ციტირების თარიღი: 19 June 2022.
- ↑ Bocanegra, Nelson; Griffin, Oliver; Vargas, Carlos (19 June 2022). „Colombia elects former guerrilla Petro as first leftist president“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2022. ციტირების თარიღი: 19 June 2022.
- ↑ Gustavo Petro, Colombia's unorthodox left-wing presidential candidate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-21. ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ „The former Colombian revolutionary leader was elected mayor of capital, Bogota“. BBC News. 31 October 2011.
- ↑ Parkin, Joe (18 June 2018). „Iván Duque wins election to become Colombia's president“. The Guardian. ციტირების თარიღი: 27 March 2022.
- ↑ „Gustavo Petro: un llanero solitario“. El Colombiano (ესპანური). 28 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2022. ციტირების თარიღი: 23 June 2022.
- ↑ „Petro, el italiano“. Semana (ესპანური). 29 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2022. ციტირების თარიღი: 23 June 2022.
- ↑ El candidato presidencial Gustavo Petro ante más de 30 mil personas dice que no cree en Dios es-ES (15 April 2018).
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2012-04-06
- ↑ Gustavo Petro, el 'progresista' (29 September 2011).
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-16
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-11. ციტირების თარიღი: 2015-07-28
- ↑ Gustavo Petro lanzó su candidatura en el Polo Democrático. Caracol Radio (27 February 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2009
- ↑ „Gustavo Petro triunfó con tesis opuestas a las mias: Carlos Gaviria“. W Radio (ესპანური). 2 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2021. ციტირების თარიღი: 3 June 2022.
- ↑ „Perfil de Gustavo Petro“. Caravel Radio (ესპანური). 9 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2022. ციტირების თარიღი: 3 June 2022.
- ↑ Los aciertos del alcalde Gustavo Petro. Caracol Radio (16 January 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 16 March 2013
- ↑ El Tiempo. Bogotá, con la tasa de asesinatos más baja en 30 años. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 24 January 2014
- ↑ Nace centro público para atender abortos (6 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2018
- ↑ Nace centro público para atender abortos (6 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2018
- ↑ „Alcalde de Bogotá cumplirá fallo para restablecer corridas de toros“. BBC (ესპანური). 3 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 April 2019. ციტირების თარიღი: 25 June 2022.
- ↑ Valenzuela, Santiago (9 December 2012). „La reapertura "simbólica" del San Juan de Dios“. El Espectador (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2012. ციტირების თარიღი: 25 June 2022.
- ↑ „Alcalde asegura que con la entrada de la Fase III de Transmilenio inicia la implementación del SITP“. Caracol Radio (ესპანური). 18 April 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2013. ციტირების თარიღი: 21 June 2022.
- ↑ „Gobierno: propuesta de Petro para construir metro en Bogotá es viable“. Noticias RCN (ესპანური). 29 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2014. ციტირების თარიღი: 21 June 2022.
- ↑ „La movilidad en la administración Petro“. Caracol Radio (ესპანური). 9 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 25 June 2022.
- ↑ „Nuevo rifirrafe por el metro entre Petro y Peñalosa“. El Tiempo (ესპანური). 27 November 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2017. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-28. ციტირების თარიღი: 2018-05-27
- ↑ Los publicistas de Petro que la sacaron del estadio es (16 June 2018). ციტირების თარიღი: 6 July 2021
- ↑ Los publicistas de Petro que la sacaron del estadio es (16 June 2018). ციტირების თარიღი: 6 July 2021
- ↑ „Claudia López y Antanas Mockus anuncian que votarán por Gustavo Petro“. El Tiempo (ესპანური). 8 June 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2022. ციტირების თარიღი: 16 May 2022.
- ↑ „Claudia López y Antanas Mockus anuncian que votarán por Gustavo Petro“. El Tiempo (ესპანური). 8 June 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2022. ციტირების თარიღი: 16 May 2022.
- ↑ „Colombia's congress begins new session with ambitious reform agenda“. Reuters. Bogotá. 21 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2022. ციტირების თარიღი: 21 July 2022.
- ↑ Geraldine García (5 May 2022). „Colombia's Petro resumes election campaign after revealing attack plan“. La Prensa Latina. Cúcuta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2022. ციტირების თარიღი: 9 May 2022.
- ↑ Murphy, Helen; Acosta, Luis Jaime (24 May 2018). „Colombia's leftist Petro, the candidate who wants to upset the status quo“. Reuters. ციტირების თარიღი: 13 May 2022.
- ↑ „Colombia: Petro firmó un documento en el que se compromete a no hacer expropiaciones en caso de que sea presidente“. La Diaria Mundo (ესპანური). ციტირების თარიღი: 13 May 2022.
- ↑ Reuters (29 May 2022). „In surprise Colombia election result, leftist and businessman go to second round“. Reuters. ციტირების თარიღი: 2022-05-31.
- ↑ Juan Diego Quesada (30 May 2022). „Gustavo Petro's final battle to become president of Colombia“. El País. Bogotá. ციტირების თარიღი: 31 May 2022.