საიმონ ჰარისი (ირლ. Simon Harris; დ. 17 ოქტომბერი, 1986, გრეისტოუნსი, უიკლოუს საგრაფო, ირლანდია) — ირლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი.

საიმონ ჰარისი
საიმონ ჰარისი
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 აპრილი, 2024
პრეზიდენტი  მაიკლ ხიგინსი
წინამორბედილეო ვარადკარი

პარტია „ფინე გელი“-ის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი, 2024 – დღემდე
წინამორბედილეო ვარადკარი

ირლანდიის შემდგომი და უმაღლესი განათლების, კვლევების, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 2020 – 9 აპრილი, 2024
პრემიერ-მინისტრიმიხოლ მარტინი,
ლეო ვარადკარი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა

ირლანდიის იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2022 – 1 ივნისი, 2023
პრემიერ-მინისტრილეო ვარადკარი
წინამორბედიხიზერ ხამფრისი
მემკვიდრეჰელენ მაკენტი

ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მაისი, 2016 – 27 ივნისი, 2020
პრემიერ-მინისტრიენდა კენი,
ლეო ვარადკარი
წინამორბედილეო ვარადკარი
მემკვიდრელეო ვარადკარი

დაბადებული17 ოქტომბერი, 1986
გრეისტოუნსი, უიკლოუს საგრაფო, ირლანდია
პოლიტიკური პარტიაფინე გელი
მეუღლეკაოიმჰა უეიდი
შვილებისირშა და კილიანი
განათლებადუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

ფინანსთა სახელმწიფო მინისტრი (2014-2016)[1][2][3]; ჯანდაცვის მინისტრი (2016-2020)[4]; უმაღლესი განათლების, კვლევის, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრი (2020-2024)[5]; იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (2022-2023); „ფინე გელის“ ლიდერი (2024 წლის მარტიდან); ირლანდიის პრემიერ-მინისტრი (2024 წლის 9 აპრილიდან).

ბიოგრაფია

რედაქტირება

საიმონ ჰარისი დაიბადა 1986 წელს გრეისტოუნსში, საგრაფო ვიკლოუში. ბარტ და მერი ჰარისების ოჯახში[6][7]. მისი დიდი ბიძა იყო ფინე გელის საბჭოს წევრი დუნ-ლეარეში[8].

განათლება მიიღო გრეისტოუნის წმინდა დევიდის წმინდა რწმენის საშუალო სკოლაში, ის პირველად ჩაერთო პოლიტიკაში თხუთმეტი წლის ასაკში, როდესაც დააარსა „ჩრდილოეთ უიკლოუს სამმაგი ალიანსი“, რომლის ფარგლებშიც ეხმარებოდა აუტიზმის სპექტრის აშლილობისა და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის მქონე ბავშვების ოჯახებს. როგორც სტუდენტი, ის ლობირებდა იმ პოლიტიკოსებს რომლებიც სთავაზობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას[9]. იყო პარტია „ფიანა ფაილის“ წევრი და აწარმოებდა დიკ როშის მხარდამჭერ კამპანიას ირლანდიის 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში[10], მაგრამ მოგვიანებით შეუერთდა პარტია „ფინე გელის“ ახალგაზრდულ გუნდს, სადაც 2003 წელს არჩეულ იქნა ნაციონალურ აღმასრულებელ თანამდებობაზე[11].

ჰარისი თავდაპირველად სწავლობდა ჟურნალისტიკასა და ფრანგულს დუბლინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ მიატოვა სწავლა პირველ წელს[8].

ადრეული პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2008 წელს ირლანდიის სენატის წევრობის დროს, მან დაიწყო მუშაობა, შემდგომში მის მინისტრთა კაბინეტის კოლეგის ფრენცის ფიცჯერალდის თანაშემწედ. 2009 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იგი აირჩიეს ვიკლოუს საგრაფოსა და გრესტონის საქალაქო საბჭოში[3]. როგორც მრჩეველი ის იყო ვიკლოუს ოლქის გაერთიანებული საპოლიციო კომიტეტისა და რეგიონალური ჯანდაცვის ფორუმის თავმჯდომარე. იყო ვიკლოუს საოლქო საბჭოს საბინაო სტრატეგიული პოლიტიკის კომიტეტისა და ვიკლოუს პროფესიული განათლების კომიტეტის წევრი.

2011 წელს ჰარისი აირჩიეს ირლანდიის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა უიკლოუს ოლქში[12]. როგორც 31-ე მოწვევის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ფინე გელში აირჩიეს ირლანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ენდა კენის წარდგენის მიზნით, ეს იყო მისი პირველი სიტყვით გამოსვლა[13]. ის მუშაობდა კონგრესის საჯარო ანგარიშების კომიტეტში და სენატის გაერთიანებულ კომიტეტში ფინანსების, სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების შესახებ[14][15]. ის ასევე იყო სენატის ფსიქიკური ჯანმრთელობის პარტიათაშორისი ჯგუფის წევრი, სადაც მან 2013 წლის ივნისში წარადგინა ფსიქიკური ჯანმრთელობის (ანტიდისკრიმინაციის) კანონპროექტი[16].

2014 წელს ჰარისმა წარუმატებლად იყარა კენჭი სამხრეთ ოლქის ფინე გელის კანდიდატად ევროპარლამენტის არჩევნებში[3].

მთავრობაში

რედაქტირება

ფინანსთა მინისტრი

რედაქტირება

2014 წლის 15 ივლისს იგი დაინიშნა უმცროსი მინისტრის უმაღლეს თანამდებობაზე, როგორც სახელმწიფო ფინანსთა მინისტრი, პასუხისმგებელი საზოგადოებრივი სამუშაოების ადმინისტრირებაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე და საერთაშორისო საბანკო საქმეზე[17][18].

2015 და 2016 წლის ზამთარში ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წყალდიდობის პერიოდში, ის იძულებული გახდა უარეყო ბრალდებები, თითქოს მთავრობამ ბიუჯეტში გამოუყენებლად დატოვა 13 მილიონი ევრო, რომელიც გამოყოფილი იყო წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის. მან ასევე უზრუნველყო თავის საარჩევნო ოლქში წყალდიდობისგან დასაცავი დაფინანსება[19].

ჯანდაცვის მინისტრი

რედაქტირება

2016 წლის 6 მაისს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად[4][20]. მისი მოღვაწეობის პირველ წელს, ის იდგა 30,000 ჯანდაცვის მუშაკისა და 40,000 ექთნის გაეფიცვების საფრთხის წინაშე[21].

2017 წელს იგი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს დუბლინის სამშობიარო სახლის „მოწყალების დების“ საკამათო საკუთრებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო[22]. საკამათო ვითარებამ გამოიწვია საავადმყოფოს საბჭოდან დოქტორ პიტერ ბოილაინისა და პროფესორ კრის ფიცპატრიკის გადადგომა[23][24]. მოწყალების დებმა მოგვიანებით უარი თქვეს სამ საავადმყოფოზე: დუბლინის წმინდა ვინსენტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოზე, წმინდა ვინსენტის კერძო საავადმყოფოსა და წმინდა მაიკლის საავადმყოფოზე. საიმონ ჰარისი თავიდან დაინიშნა, როდესაც 2017 წლის ივნისში ლეო ვარადკარმა პრემიერ მინისტრი ენდა კენი შეცვალა[25].

2018 წლის 26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 206 ქალს განუვითარდა საშვილოსნოს ყელის კიბო სკრინინგ ტესტის გავლის შემდეგ, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პოტენციურად არაზუსტი იყო[26]. საშვილოსნოს ყელის კობოს სკანდალის დროს საიმონ ჰარისი არაერთხელ გააკრიტიკეს ამ საკითხისადმი მისი არაერთგვაროვანი პოზიციის გამო[27][28][29][30][31].

2019 წლის 20 თებერვალს მან უნდობლობის პერიოდი გადაიტანა ახალ საბავშვო ნაციონალურ საავადმყოფოს მზარდ ხარჯებთან დაკავშირებით (2 მილიარდ ევროზე მეტი)[32][33]. წინადადება უარყო 58 ხმით 53 წინააღმდეგ, 37-მა თავი შეიკავა[34][35][36].

ირლანდიაში COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ 2020 წლის კანონი შემოიღო ჯანდაცვის (შენარჩუნების, დაცვის და სხვა გადაუდებელი ზომების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესებისთვის), რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 20 მარტს[37].

შემდგომი და უმაღლესი განათლების, კვლევების, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრი

რედაქტირება

2020 წლის 27 ივნისს იგი დაინიშნა შემდგომი და უმაღლესი განათლების, კვლევების, ინოვაციებისა და მეცნიერების მინისტრად, ხელმძღვანელობდა რა მიხალ მარტინის მთავრობაში ახლადშექმნილ დეპარტამენტს[38]. 2022 წლის 4 მაისს გამოქვეყნდა პროგრამა „ჩვენი მომავლის დაფინანსება“, ახალი პოლიტიკა უმაღლესი განათლების მდგრადი დაფინანსებისა და სტუდენტებისა და ოჯახებისთვის მესამე დონის განათლების ხარჯების შემცირებისთვის[39].

2021 წელს ის იყო ფინე გელის საარჩევნო განყოფილების დირექტორი ჯეიმს გეოგეგანის საარჩევნო კამპანიისთვის სამხრეთ დუბლინის ყურეში[40]. 2022 წლის 17 დეკემბერს პრემიერ-მინისტრად ლეო ვარადკარის დანიშვნის შემდეგ იგი ხელახლა დაინიშნა იმავე თანამდებობაზე, ასევე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს[41].

პარტია „ფინე გელის“ ხელმძღვანელობა

რედაქტირება

2024 წლის 20 მარტს ლეო ვარადკარი გადადგა ფინე გელის ლიდერის თანამდებობიდან, რამაც გამოიწვია ხელმძღვანელობის არჩევნები. ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ის ასევე დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინე გელის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ. ფინე გელის საპარლამენტო პარტიის ნახევარზე მეტმა პირობა დადო, რომ მხარს უჭერდა საიმონ ჰარისს, როგორც მომავალ ლიდერს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის დანარჩენმა წევრებმა თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. საიმონ ჰარისმა დაადასტურა თავისი განზრახვა იყაროს კენჭი ფინე გელის ლიდერის პოსტზე 2024 წლის 21 მარტს[42]. როდესაც ნომინაციის ვადა ამოიწურა 2024 წლის 24 მარტს, საიმონ ჰარისი გახდა ერთადერთი კანდიდატი და დადასტურდა ლიდერად პარტიის შეხვედრაზე ატლონში იმავე დღეს[43][44]. სხვა ირლანდიურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ მთავრობამ გააგრძელოს სრული ვადით, მიუხედავად ხელმძღვანელობის ცვლილებისა[45][46]. წარმომადგენელთა პალატა ხელახლა შეიკრიბება 2024 წლის 9 აპრილს აღდგომის შესვენების შემდეგ, როდესაც ლეო ვარადკარი სავარაუდოდ გადადგება პრემიერ მინისტრის პოსტზე, რაც საშუალებას მისცემს საიმონ ჰარისს დასახელდეს პოსტზე[47].

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

2024 წლის 9 აპრილს ირლანდიის პარლამენტმა უმრავლესობით 88 ხმით 69 წინააღმდეგ დაამტკიცა საიმონ ჰარისი პრემიერ-მინისტრად[48]. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირლანდიის ისტორიაში[49].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2017 წელს ის დაქორწინდა მედდა კაოიმჰა უეიდზე, წარმოშობით ვექსფორდიდან[50]. წყვილს ჰყავს ქალიშვილი, სირშა, დაბადებული 2019 წელს და ვაჟი, კილიანი, დაბადებული 2021 წელს[51]. საიმონ ჰარისი დასნეულებულია კრონის დაავადებით[52], თუმცა თვლის, რომ აღნიშნული მის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს[53].

  1. Simon Harris. Oireachtas Members Database. ციტირების თარიღი: 20 October 2011
  2. Collins, Stephen (2011). Nealon's Guide to the 31st Dáil and 24th Seanad. Dublin: Gill & Macmillan, გვ. 185. ISBN 9780717150595. 
  3. 3.0 3.1 3.2 Simon Harris. ElectionsIreland.org. ციტირების თარიღი: 20 October 2011
  4. 4.0 4.1 Frances Fitzgerald is Tánaiste in new Cabinet. RTÉ News (6 May 2016). ციტირების თარიღი: 7 May 2016
  5. Simon Harris Becomes Minister for Higher Education, Innovation and Research (27 June 2020). ციტირების თარიღი: 28 June 2020
  6. Siblings celebrate in style. Bray People (25 October 2007). ციტირების თარიღი: 15 June 2017
  7. Harris celebrates his 30th birthday. Bray People (22 October 2016). ციტირების თარიღი: 15 June 2017
  8. 8.0 8.1 Cullen, Paul (17 May 2016). „Simon Harris as Minister for Health: the challenge awaits“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2017. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  9. Anderson, Nicola (25 February 2017). „The Icarus minister: How Simon Harris flew too high too soon“. Irish Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2017. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  10. Molony, Senan. (2024-03-21) From Fianna Fáil canvassing to teenage days in the Dáil – seven things you didn't know about Simon Harris en. ციტირების თარიღი: 2024-03-24
  11. Loughlin, Elaine. (2024-03-24) A man who talks fast and walks at speed: Who is Simon Harris? en. ციტირების თარიღი: 2024-03-24
  12. „Meet your 76 new TDs“. RTÉ News. 9 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2016. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
  13. Nomination of Taoiseach – Dáil Éireann (31st Dáil) – Vol. 728 No. 1 (9 March 2011). ციტირების თარიღი: 21 March 2024
  14. Public Accounts Committee – Membership. Houses of the Oireachtas. ციტირების თარიღი: 1 April 2014
  15. Committee on Finance, Public Expenditure and Reform – Membership. Houses of the Oireachtas. ციტირების თარიღი: 1 April 2014
  16. Mental Health (Anti-Discrimination) Bill 2013: First Stage – Dáil Éireann (31st Dáil) – Vol. 808 No. 2 (26 June 2013). ციტირების თარიღი: 21 March 2024
  17. „Appointment of Ministers of State“ (PDF). Iris Oifigiúil. 2014 (62): 1173. 5 August 2014. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 16 November 2017. ციტირების თარიღი: 10 August 2021.
  18. „Simon Harris among new Ministers of State“. RTÉ News. 15 July 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 July 2014. ციტირების თარიღი: 5 August 2014.
  19. O'Faherty, Jane; Melia, Paul (5 January 2016). „Cold snap to deepen weather misery as flood costs top €60m“. Irish Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2018. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  20. „Assignment of Departments of State“ (PDF). Iris Oifigiúil. 2016 (39): 653. 13 May 2016. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 14 November 2017. ციტირების თარიღი: 23 October 2021.
  21. Ó Cionnaith, Fiachra (30 December 2016). „Health minister Simon Harris criticises Siptu strike plans“. Irish Examiner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  22. „Simon Harris accused of 'hypocrisy' for backing Sisters given previous stance“. Irish Independent. 21 April 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2017. ციტირების თარიღი: 3 January 2017.
  23. „Obstetrician Peter Boylan resigns in dispute over National Maternity Hospital“. Irish Independent. 27 April 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2017. ციტირების თარიღი: 13 May 2017.
  24. „Senior doctor quits project board in support of Peter Boylan“. Irish Independent. 28 April 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 May 2017. ციტირების თარიღი: 13 May 2017.
  25. „Assignment of Departments of State“ (PDF). Iris Oifigiúil. 2017 (52): 883–884. 30 June 2017. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2 June 2021. ციტირების თარიღი: 23 October 2021.
  26. „Smear test scandal: 206 women develop cancer after all-clear“. Irish Independent. 27 April 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2018. ციტირების თარიღი: 12 May 2018.
  27. „Martin accuses Harris of 'dumping' on CervicalCheck team“. The Irish Times. 20 February 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  28. „Former CervicalCheck boss says Harris was warned that offering extra smear tests could cause delays“. The Journal. 3 April 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 December 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  29. „Health Minister criticised for describing 'good news' in relation to CervicalCheck scandal“. Irish Examiner. 24 July 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  30. „Simon Harris Under Renewed Pressure Over CervicalCheck Scandal“. East Coast FM. 5 December 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  31. „CervicalCheck scandal: Harris denies 'lack of empathy' for women affected board“. Irish Times. 6 December 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2020.
  32. Flanagan, Pat; Quinn, Trevor (1 February 2019). „Massive €2bn overspend on National Children's Hospital could have been avoided“. Irish Mirror. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2019. ციტირების თარიღი: 21 February 2019.
  33. Cullen, Paul. „National Children's Hospital set to be world's most expensive medical facility“. The Irish Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2019. ციტირების თარიღი: 21 February 2019.
  34. Regan, Mary. (20 February 2019) Minister for Health survives no-confidence vote en. ციტირების თარიღი: 21 February 2019
  35. Doyle, Kevin. (21 February 2019) Harris survives vote after Dáil erupts in mudslinging contest en. ციტირების თარიღი: 2019-02-21
  36. Government put on 'notice to quit' as Harris narrowly survives no-confidence vote (21 February 2019). ციტირების თარიღი: 21 February 2019
  37. Health (Preservation and Protection and other Emergency Measures in the Public Interest) Bill 2020: Second Stage – Dáil Éireann (33rd Dáil) – Vol. 992 No. 3 (19 March 2020). ციტირების თარიღი: 22 March 2024
  38. Statement by the Taoiseach, Michéal Martin TD, Announcement of Government. Government of Ireland (27 June 2020). ციტირების თარიღი: 27 June 2020
  39. „Minister Harris publishes landmark policy on funding higher education and reducing the cost of education for families“. Government of Ireland (პრეს-რელიზი). Department of Further and Higher Education, Research, Innovation and Science. 4 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2022. ციტირების თარიღი: 18 December 2022.
  40. „Fine Gael bye-election candidate James Geoghegan intends to deliver for Dublin Bay South as bid to win Dáil seat begins“. Fine Gael (პრეს-რელიზი) (ინგლისური). 17 May 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2021. ციტირების თარიღი: 19 June 2021.
  41. Lehane, Micheál (17 December 2022). „Reshuffle: Who is in the new Cabinet?“. RTÉ News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2022. ციტირების თარიღი: 18 December 2022.
  42. „Harris confirms Fine Gael leadership bid as others opt out“. RTÉ News. 21 March 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2024. ციტირების თარიღი: 21 March 2024.
  43. „Simon Harris pledges to win back trust of voters who no longer support Fine Gael as new leader“. The Irish Times.
  44. Murphy, Paul Hosford and Greg. (24 March 2024) Simon Harris commits to 'renewal' of party in first speech as Fine Gael leader.
  45. Bray, Jennifer (21 March 2024). „The next leader of Fine Gael prepares to step into the fray“. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2024. ციტირების თარიღი: 21 March 2024.
  46. „Simon Harris faces range of demands ahead of general election if elected FG leader“. The Irish Times.
  47. Cunningham, Paul (25 March 2024). „Harris to discuss transition of power with Taoiseach“. RTÉ News.
  48. Jenni Reid. (2024-04-09) Simon Harris becomes youngest-ever Irish prime minister, pledges ‘reset’. CNBC. ციტირების თარიღი: 2024-04-09.
  49. Murphy, Glen (9 April 2024). „In Pictures: Simon Harris becomes youngest Taoiseach in history of the State“. The Irish Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2024. ციტირების თარიღი: 2024-04-10.
  50. „Minister for Health Simon Harris marries cardiac nurse“. RTÉ News. 22 July 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2020. ციტირების თარიღი: 5 July 2020.
  51. O'Keeffe, Rebecca. „Simon Harris has chosen a beautiful Irish name for his newborn daughter“. Her.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 January 2019. ციტირების თარიღი: 5 July 2020.
  52. O'Regan, Eilish (20 September 2016). „Crohn's sufferer Simon Harris hails camera that can be swallowed“. Irish Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2016. ციტირების თარიღი: 3 January 2017.
  53. Murphy, Gary. (24 March 2024) Who is Simon Harris? Inside the world of boy wonder turned Taoiseach-elect.