ედგარ რინკევიჩი
ედგარ რინკევიჩი (დ. 21 სექტემბერი, 1973, იურმალა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ლატვიელი პოლიტიკოსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2011-2023 წლებში, 2023 წლიდან ლატვიის პრეზიდენტი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებარინკევიჩმა დაწყებითი განათლება იურმალას საშუალო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ლატვიის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის ხარისხის მოიპოვა ისტორიისა და ფილოსოფიის მეცნიერებებში (1995). 1997 წელს მოიპოვა მაგისტრის წოდება პოლიტიკურ მეცნიერებებში. მეორე სამაგისტრო ხარისხი დაიცვა ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში .
კარიერა
რედაქტირება1993 წელს რინკევიჩმა კარიერა ლატვიის რადიოს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში ჟურნალისტობით დაიწყო. 1995 წელს თავდაცვის სამინისტროში დაიკავა პოზიცია, ხოლო შემდეგ წელს უკვე იმავე დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. 1997 წლის მაისში ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, შემდეგ კი - სახელმწიფო მდივნის პოსტზე.[4]
1998 წლიდან 2004 წლამდე რინკვიჩი პოლიტიკური პარტია „ლატვიის გზის“ წევრი იყო. 1998 წლის თებერვალში იგი აშშ-ბალტიის პარტნიორობის ქარტიის დისკუსიაში ჩაერთო; 2002 წლიდან 2003 წლამდე იყო ლატვიის დელეგაციის წევრი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნატოში შესვლის შესახებ (იმ დროისთვის იკავებდა დელეგაციის უფროსის მოადგილის პოზიციას). 2011 წლისთვის იგი დაინიშნა ლატვიის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში რინკევიჩსი შეუერთდა ვალდის დომბროვსკის მთავრობას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. 2012 წლის იანვარში მისი პარტია ოფიციალურად შევიდა მმართველ ალიანსში „ზატლერების რეფორმების პარტიასთან“. 2014 წელს ჩაერთო საპარლამენტო არჩევნებში და არჩეულ იქნა პარლამენტარად; იგი კვლავ მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2023 წლამდე.
2014 წლის 6 ნოემბერს მან Twitter-ის საკუთარ პროფილზე საჯაროდ განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და თქვა, რომ გეია.[5][6] ამ ფაქტით ის გახდა პირველი გეი კანონმდებელი ლატვიის ისტორიაში და ასევე ყველაზე ცნობილი ღიად გეი პოლიტიკოსი ყოფილი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოებში.[7] ამასთანავე, 2023 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რინკევიჩი გახდა პირველი ღიად გეი პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.mk.gov.lv/en/employee/edgars-rinkevics
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Edgars Rinkēvičs | Ārlietu ministrija
- ↑ https://www.president.gov.ua/documents/5952022-43765
- ↑ Kroet, Cynthia. (18 December 2014) Edgars Rinkēvičs: Latvia’s foreign minister. Politico. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
- ↑ Foreign Minister 'Proud to be gay'. Public Broadcasting of Latvia (6 November 2014). ციტირების თარიღი: 6 November 2014.
- ↑ „Latvia’s foreign minister comes out as gay“. 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2019-04-06.
- ↑ Latvia’s Foreign Minister Edgars Rinkevics has come out as gay on Twitter. Gay Star News (7 November 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 8 November 2014.
გარე ბმულები
რედაქტირება- Edgars Rinkēvičs. Ministry of Foreign Affairs.
- Edgars Rinkēvičs. Cabinet of Ministers of Latvia (2014-08-21).
- ედგარ რინკევიჩი Twitter-ზე
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე. |