პიეტრო პაროლინი
პიეტრო პაროლინი (იტალ. Pietro Parolin; დ. 17 იანვარი, 1955, სკიავონი, ვიჩენცის პროვინცია, ვენეცია, იტალია) — იტალიელი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალ-ეპისკოპოსი, ვატიკანის სახელმწიფოს დიპლომატი, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი 2013 წლის 15 ოქტომბრიდან.
მისი აღმატებულება კარდინალი პიეტრო პაროლინი | |||
| |||
---|---|---|---|
15 ოქტომბერი, 2013-დან | |||
ეკლესია: | რომის კათოლიკური ეკლესია | ||
წინამორბედი: | ტარჩიზიო ბერტონე | ||
დაბადების სახელი: | პიეტრო პაროლინი | ||
დაბადება: | 17 იანვარი, 1955 სკიავონი, ვიჩენცის პროვინცია, ვენეცია, იტალია | ||
ხელმოწერა: | |||
საქართველოსთან ურთიერთობა
რედაქტირებაწმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2019 წლის 28 დეკემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობები, ეროვნული თუ რეგიონული საკითხები განიხილა. სტუმრობის განმავლობაში, სახელმწიფო მდივანმა გორის მიტროპოლიტ ანდრიასთან და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ამავე დღეს მან თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში წირვა ჩაატარა. 29 დეკემბერს კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. ამავე დღეს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოში პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-11. ციტირების თარიღი: 2021-01-09.