აზიური სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზიური სამზარეულო —მოიცავს რამდენიმე მთავარ რეგიონალურ სამზარეულოს: ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ აზიას, ჩრდილოეთ აზიას, სამხრეთ აზიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ აზიას. აზიური სამზარეულოსათვის დამახასიათებელია გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია [1], რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება კონკრეტულ კულტურასთან. აზია, როგორც უდიდესი და ყველაზე დასახლებული კონტინენტი, მრავალი კულტურის სამშობლოა, რომელთაგან ბევრს აქვს საკუთარი გამორჩეული სამზარეულო.

აზია
აზია

კონტინენტის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მრავალი კულტურისთვის დამახასიათებელი ინგრედიენტებია: ბრინჯი, ჯანჯაფილი, ნიორი, ქუნჯუთის თესლი, ჩილი, ხახვი გამხმარი, სოია და ტოფუ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯი აზიური სამზარეულოს უმეტესობაშია გავრცელებული, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჯიშია პოპულარული. ბასმატის ბრინჯი პოპულარულია ინდოეთის სუბკონტინენტზე, ჟასმინის ბრინჯი ხშირად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო გრძელი მარცვლეულის ბრინჯი პოპულარულია ჩინეთში, ხოლო მოკლე მარცვლიანი იაპონიასა და კორეაში.[2]

კარი ჩვეულებრივი კერძია სამხრეთ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აზიაში. Curry კერძები წარმოიშვა ინდოეთის სუბკონტინენტზე. თანამედროვე ჩრდილოეთ ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში მის დასამზადებლად ძირითადად იყენებენ იოგურტს, ხოლო თანამედროვე სამხრეთ ინდოეთში, შრი-ლანკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - ქოქოსის რძეს[3].

ცენტრალური აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
ცენტრალური აზია

ცენტრალური აზიის ქვეყნების სამზარეულოების უმეტესობა ატარებეს დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიის, განსაკუთრებით მონღოლეთის სამზარეულოს მრავალ მახასიათებელს. მაგალითად, კერძი, რომელიც ცნობილია როგორც "პილაფი" ან "ოშ". ბევრი ქვეყანა იყენებს ცხენის და ცხვრის ხორცს, ყველაზე გავრცელებულია საქონლის ხორცი. ყაზახეთსა და ყირგიზეთში ადგილობრივი სამზარეულო განვითარდა მომთაბარე ცხოვრების წესის შესაბამისად.

კუმისი ფართოდ არის გავრცელებული სასმელია თურქულენოვან ხალხებში, განსაკუთრებით შუა აზიაში.

შუა აზია ასევე ცნობილია, როგორც იოგურტის სამშობლო. კუმისის მსგავსად, იგი ფართოდ არის გავრცელებული თურქულენოვან ხალხებში

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
აღმოსავლეთ აზია

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო მოიცავს ჩინურ, იაპონურ, კორეულ, მონღოლურ, სინგაპურის, ტაივანურ და ტიბეტურ სამზარეულოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ყველაზე დასახლებული რეგიონი მსოფლიოში, ბევრი რეგიონალური სამზარეულოა (განსაკუთრებით ჩინეთში). ძირითადი საკვები პროდუქტების მაგალითებია ბრინჯი, ლაფშა, ლობიო, სოიოა, ზღვის პროდუქტები (იაპონიაში ერთ სულ მოსახლეზე ზღვის პროდუქტების მოხმარება ყველაზე მეტია), ცხვრის ხორცი (მონღოლეთი), ბოკ ჩოი (ჩინური კომბოსტო) და ჩაი. ამ რეგიონის სამზარეულო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს მსგავსია კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების გამო.

ჩრდილოეთ აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
ჩრდილოეთ აზია

ჩრდილოეთ აზიის სამზარეულო ხშირად რუსული სამზარეულოს სინონიმია, რადგან მთელი ჩრდილოეთ აზია რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ამასთან, ციმბირის ზოგიერთ კულტურასა თუ რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოა. მაგალითად: იაკუტის (ან სახა) და იამალის სამზარეულო. ბურიატებსაც აქვთ საკუთარი სამზარეულო, თუმცა ძალიან ჰგავს მონათესავე მონღოლების სამზარეულოს.

პელმენი, თავდაპირველად პერმული ან იურგების კერძი, რუსულ სამზარეულოს პოპულარულ კერძად დამკვიდრდა, მაგრამ მაინც შეიძლება იამალის სამზარეულოს ნაწილად ჩაითვალოს მისი წარმოშობის ადგილის გამო. ზოგის აზრით, ეს არის ჩინური ვონტონის გამარტივებული ვერსია. ჩრდილოეთ ციმბირის სამზარეულოს უმეტეს ინგრედიენტებში შედის თევზი და წითელი მოცვი. იაკუტები, ისევე როგორც მრავალი სხვა თურქულენოვანი ხალხი, ტრადიციულად იყენებენ კუმისს, როგორც ჩვეულებრივ სასმელს.

სამხრეთ აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
სამხრეთ აზია

სამხრეთ აზიის სამზარეულო მოიცავს ინდოეთის სუბკონტინენტის სამზარეულოს. მსოფლიოს ამ ნაწილში კერძები არომატიზირებულია სხვადასხვა სახის ჩილით, შავი პილპილით, მიხაკით და სხვადასხვამწვანილითა და სანელებლებით. კურკუმას და კუმინს ხშირად იყენებენ კარის მოსამზადებლად.

ჩვეულებრივ პოპულარულ კერძებს ამზადებენ ცხვრის ხორცის, თხის ხორცის, თევზისა და ქათმის ხორცისაგან. ძროხის ხორცი დასავლეთის ქვეყნების სამზარეულოსაგან განსხვავებით, ნაკლებადაა გავრცელებული, რადგან პირუტყვს განსაკუთრებული ადგილი უკავია ინდუიზმში. საქონლის ხორცზე აკრძალვები ვრცელდება ძროხის ხორცზე და გარკვეულწილად იაკებზე. ღორის ხორცი ყველა მუსლიმისათვის ტაბუდადებული საკვებია. ასევე მას ზოგიერთი ინდუისტიც არიდებს თავს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რუკა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოგამოირცევა მრავალფეროვანი არომატით შეზავებული მსუბუქი კერძებით. არომატიზატორებიდან ფართოდ მოიხმარენ ლაიმს. პოპულარული მწვანილია ქინძი და რეჰანი. ინგრედიენტები ამ რეგიონში აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს მსგავსია, რომელიც იყენებს თევზის სოუსს და ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა:გალანგალი, თამარინდი, ციმბოპოგოლი.

დასავლეთ აზიის სამზარეულო

რედაქტირება
 
დასავლეთ აზია

დასავლეთ აზიის სამზარეულო ბევრი საერთო აქვს შუა აღმოსავლეთის სამზარეულოს და კავკასიის რეგიონის სამზარეულოსთან.

დასავლეთ აზიის სამზარეულო არის დასავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხების სამზარეულო. რეგიონის სამზარეულო მრავალფეროვანია, მაგრამ აქვს ჰომოგენურობის გარკვეული ხარისხი [4] ზოგ რეგიონში ჩვეულებრივი ინგრედიენტია ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი, პიტა, თაფლი, ქუნჯუთის თესლი, ფინიკი, [4]სუმაკი, წიწაკა, პიტნა და ოხრახუში. პოპულარულ კერძებია კიბბე და შაურმა.

მარცვლეული დასავლეთ აზიელთა რაციონის საფუძველია როგორც ისტორიულად, ასევე დღეს. ხორბალი და ბრინჯი ძირითადი საკვები პროდუქტებისმთავარი შემადგენელია. ქერი ასევე ფართოდ გამოიყენება რეგიონში, ზოგან სიმინდს იყენებენ. პური მრავალმხრივი საკვებია, რომელსაც ყველა კლასისა და ჯგუფის წარმომადგენელი მიირთმევს.

კარაქი და ერბო (ასევე ცნობილი როგორც სამნა) ტრადიციულად გამოიყენება კერძების მოსამზადებლად. ზეითუნის ზეთი ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რაიონებში. ქრისტიანები მას დიდმარხვის დროს იყენებენ, როდესაც ხორცი და რძის პროდუქტები გამორიცხულია, ხოლო ებრაელები მას ცხოველური ცხიმების ნაცვლად, მაგალითად, კარაქის მაგივრად იყენებენ.

ცხვარი და ცხვრის ხორცი ყოველთვის პოპულარული იყო დასავლეთ აზიაში. ღორის ხორცი აკრძალულია როგორც ისლამში, ასევე იუდაიზმში. ხორცის კერძებს შორის გავრცელებული შემწვარი ხორცი ან ქაბაბი.

ბოსტნეული და პარკოსანი კულტურები დასავლეთ აზიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძირითადი საკვებია.მათ მიირთმევენ მოხარშულს, ჩაშუშულს, შემწვარი და მოხარშული ხორცთან და ბრინჯთან ერთად. ბოსტნეულს შორის ფართოდ გავრცელებულია ისპანახი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი, სტაფილო და ჭარხალი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. "Cuisine." Thefreedictionary.com. Accessed June 2011.
  2. "The flavors of Asia". Quaker Oats Company. Archived from the original on June 4, 2007. Retrieved 2008-12-19.
  3. "Cuisine Areas Of Asia". Kraft Foods (Australia). 2007. Retrieved 2008-12-20.
  4. 4.0 4.1 "The Middle East: Background. დაარქივებული 2017-05-26 საიტზე Wayback Machine. " 2017-05-26 at the Wayback Machine, Globalgourmet.com დაარქივებული 1998-01-26 საიტზე Wayback Machine. Archived 1998-01-26 at the Wayback Machine. Accessed January 2007.