ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი, კოჭა (ლათ. Zingiber officinale) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. მისი სავარაუდო სამშობლოა სამხრეთი აზია.[1] ამ დრომდე იზრდება ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, დასავლეთ აფრიკაში, იამაიკაზე, ბარბადოსზე.[2] ჯანჯაფილის ღერო სწორმდგომია, მომრგვალო, ფოთლები მთლიანი. ყვავილი ზიგომორფულია, ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფი. ფესურას აქვს სპეციფიკური სუნი და ცხარე გემო.
ჯანჯაფილი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Zingiber officinale | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
არასრული მონაცემები IUCN Data Deficient : 88308170 | ||||||||||||||
|
შუა საუკუნეებში ევროპაში მოაშენეს, სადაც იყენებდნენ როგორც სანელებელსა და წამალს. კერძოდ, ჯანჯაფილი ითვლებოდა ჭირის საპროფილაქტიკო ერთ-ერთ ძირითად საშუალებად. ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება.[3][4]
სასარგებლო თვისებების გამო მოჰყავთ როგორც ბაღში, ასევე საშინაო პირობებშიც. მისი ფესვი ძალიან არომატული გემოს სანელებელია, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიაში. თუმცა ბოლო პერიოდში ჯანჯაფილმა პოპულარიზაცია მოიპოვა როგორც პროდუქტმა, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა, С ვიტამინი, ცხიმები, ალუმინი და სხვა. ასევე შეიცავს ამინომჟავებს, როგორიცაა ლეიცინი, მეთიონინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ვალინი და ტრიპტოფანი [5].
2018 წელს ჯანჯაფილის მსოფლიო წარმოებამ შეადგინა 2.8 მლნ. ტონა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ginger | plant | Britannica
- ↑ სამკურნალო მცენარეები - ჯანჯაფილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
- ↑ ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) წონის კლებისათვის
- ↑ Why is ginger good for you?
- ↑ ჯანჯაფილი, იგივე კოჭა - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება