კოლოფი (ლათ. capsula) — მშრალი მრავალთესლიანი (ზოგჯერ ერთთესლიანი) თვითხსნადი ნაყოფი, რომელიც წარმოქმნილია 2 ან რამდენიმე ნაყოფის ფოთლისაგან. იხსნება ან სახურავით (მრავალძარღვა) და ხვრელებით (ყაყაჩო, მაჩიტა), ან კბილაკებით (ფურისულა, მიხაკი) და სიგრძივი ნაპრალებით (თამბაქო, შხამა), ანდა საგდულებით (შროშანი, ყაზახა).

აგრეთვე ხავსების სპოროგონიუმის სპორებიანი ნაწილი.

ლიტერატურა რედაქტირება