მიხაკი
მიხაკი (ლათ. Dianthus) — ერთ და მრავალწლოვან, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს.
მიხაკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Dianthus petraeus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Dianthus | |||||||||||||
|
აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით, ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი.
მისი ზოგიერთი ფორმა — შაბო, გრენადინი და მარგარიტა საქართველოში მოჰყავთ, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. კულტურაში გავრცელებულია ამერიკული ანუ კეთილშობილი მიხაკი, ჩინური მიხაკი, თურქული მიხაკი, ფრთისყვავილა მიხაკი და სხვა, რომელთაც მრავალი საბაღო ფორმა და ჯიში აქვთ და საქართველოში ადგილობრივი გრუნტის მეყვავილეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სამელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაღათურია ვ., ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 47.