მიხაკისებრნი
მიხაკისებრნი (ლათ. Caryophyllaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახებია.
მიხაკისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Dianthus carthusianorum და Dianthus deltoides | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Caryophyllaceae | ||||||||||||||
|
ოჯახში 2100 სახეობაა, რომელიც უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 31 გვარის 170-მდე სახეობა. მათი დიდი ნაწილი გაერთიანებულია 4 გვარში — პირთეთრა, ლათ. Minuartua, ქოთანა, მიხაკი. ეს გვარები მდიდარია ენდემური სახეობებითაც. ოჯახში ბევრი დეკორატიული მცენარეა (ქოთანა, მიხაკი, პირთეთრა, საპონა და სხვა). ზოგიერთი სარეველაა (იოტა, ჟუნჟრუკი, სპერგულა და სხვა). საპონა, წინწკალა და სხვა საპონინით მდიდარი მცენარეებია. ზოგი მიხაკისებრნი გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 47.