წინწკალა
წინწკალა (ლათ. Gypsophila) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთ- ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია.
წინწკალა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Gypsophila | |||||||||||||
|
140-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში. კავკასიაში 28 სახეობა იზრდება, საქართველოში — 9; მათგან განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული Gypsophila tenuifolia, Gypsophila elegans, რომლებიც გვხვდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყელამდე კლდეებზ და ღორღიან ადგილებზე, ზოგიერთი — ველისა და ნახევრა უდაბნოს სარტყელშიც.
წინწკალას ზოგიერთი სახეობა საპონინს შეიცავს და ლუდისა და გაზიანი სასმელების დასამზადებლად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ღვინიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 331.