ყაყაჩო (ლათ. Papaver) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა.

ყაყაჩო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ყაყაჩოსებრნი
გვარი:  ყაყაჩო
ლათინური სახელი
Papaver

100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს, იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში.

კულტურაში ცნობილია ხაშხაში (P. somniferum), რომლის თესლს კვების მრეწველობაში და აგრეთვე სამკურნალოდ იყენებენ, კოლოფისგან იღებენ ოპიუმს (შეიცავს ალკალოიდებს მორფიუმსა და კოდეინს). საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან დეკორატიულია P. orientale, P. pseudoorientale და P. oreophilum.

ლიტერატურა

რედაქტირება