ყაყაჩოსებრნი
ყაყაჩოსებრნი (ლათ. Papaveraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმეტესად მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან პატარა ხეებია.
ყაყაჩოსებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Papaver rhoeas | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Papaveraceae | ||||||||||||||
|
ცნობილია 25-მდე გვარი (450 სახეობა); გავრცელებულია ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროში, ზომიერ ან სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი, ქრისტესისხლა, გლაუციუმი, როემერია, არგემონე, ყაყაჩო.
ყაყაჩოსებრთა ოჯახს ზოგჯერ შავთარას და ბუჩქისძირას გვარებს აკუთვნებდნენ; ჰიპეკოუმის გვარს კი ცალკე ოჯახად (Hypecoaceae) გამოყოფენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 632.