მორფინი
(გადამისამართდა გვერდიდან მორფიუმი)
მორფინი, მორფიუმი — ოპიუმის ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით) მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადების დროს, რომელსაც დაერთვის ძლიერი ტკივილი, ხმარობენ აგრეთვე ოპერაციის მოსამზადებელ და ოპერაციის შემდეგ პერიოდებში; ზოგჯერ იყენებენ გულის უკმარისობასთან დაკავშირებული ძლიერი ქოშინის დროს. მორფინის ხანგრძლივი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს მორფინისადმი ავადმყოფური ლტოლვა ანუ მორფინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 128.