ფურისულა (ლათ. Primula) — მცენარეთა გვარი ფურისულასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილი ფოთლები აქვთ. ყვავილი ყვითელი, წითელი ან ვარდისფერია, უმეტესად ქოლგისებრ ყვავილედშია თავმოყრილი. ცნობილია დაახლოებით 500 სახეობა.

ფურისულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  ფურისულა
ლათინური სახელი
Primula

გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უპირატესად ზომიერ ზონებში და მთის ალპურ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა, მათგან 10 კავკასიის ენდემია, ორი — Primula abchasica და Primula saguramicaსაქართველოსი. ჩვენში გავრცელებულია დაბლობიდან სუბნივალურ სარტყლამდე, მაგრამ სახეობათა უმეტესობა ალპურ მდელოებსა და ტყეებში იზრდება. ყველაზე ძველის სუბტროპიკული აზიის, ტროპიკული აფრიკისა და სინის ნახევარკუნძულის სახეობები.

საქართველოში უძველესი რელიქტური სახეობა Primula magaseifolia, რომელიც აჭარის დაბლობის ტყეებში იზრდება. ბევრი სახეობა შეიცავს საპონინებს, ეთერზეთებს, გლიკოზიდებს და ვიტამინებს. იყენებენ ავიტამინოზისა და ხველების სამკურნალოდ, აგრეთვე ლიქიორ-არყის წარმოებაში. თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეებია. დიდი ხანია შეტანილია კულტურაში.

ლიტერატურა

რედაქტირება