მრავალძარღვა (ლათ. Plantago) — მცენარეთა გვარი მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია.

მრავალძარღვა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Lamiales
ოჯახი:  მრავალძარღვასებნი
გვარი:  მრავალძარღვა
ლათინური სახელი
Plantago

გვარი მოიცავს 250-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია დედამიწის ზომიერ საერტყელში. საქართველოში 11 სახეობაა. იზრდებიან მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მშრალ და ბალახოვან ფერდობებზე, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებზე, მდელოებსა და ღორღიანებზე. Plantago major, Plantago media და Plantago lanceolata ფართოდ გავრცელებული სახეობებია.

მრავალძარღვას თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლიკაროტინს და ვიტამინს. ფოთოლს ხმარობენ ჭრილობისა და წყლულის მოსაშუშებლად, ნაყენს — ამოსახველებელ საშუალებად, წვენს — გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ

ლიტერატურა

რედაქტირება