თესლოვანი მცენარეები

თესლოვანი მცენარეები, სპერმატოფიტები (ლათ. Spermatophyta) — უმაღლესი მცენარეები, რომლებიც თესლით მრავლდებიან და ვრცელდებიან. განეკუთვნება შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები (ანუ ყვავილოვანი მცენარეები).

თესლოვანი მცენარეები

ველვიჩია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვესამეფო:  Embryophyta
(რანგის გარეშე):  თესლოვანი მცენარეები
ლათინური სახელი
Spermatophyta
განყოფილებები

თესლოვანი მცენარეებში თაობათა მორიგეობა მკვეთრად არ არის გამოხატული; გამეტოფოტი (სქესიანი თაობა) ძალზე ღედუცირებულია და ვითარდება სპოროფიტზე (უსქესო თაობა). თესლით გამრავლება სპორებით გამრავლებასთან შედარებით მცენარეთა პროგრესულ შეგუებად ითვლება. ევოლუციურ პროცესში თესლოვანი მცენარეები წარმოიშვნენ სპოროვანი მცენარეებისაგან, რასაც ცხადყოფს მათი და უმაღლესი სპოროვანი მცენარეების გამრავლების ორგანოების ჰომოლოგია. ტიპური თესლოვანი მცენარეების წინაპრები ალბათ გადაშენებული პრომიტიული თესლოვანი ლიკოპოდიუმები და გვიმრები იყო. თესლოვანი მცენარეები მცენარეთა დიდი ჯგუფია. სახეობათა რაოდენით იგი ბევრად აღემატება სპოროვან მცენარეებს, დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე მცენარეული საფრის შექმნისა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში. ადრე, როდესაც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდნენ მცენარეთა სქესობრივ პროცესს, თესლოვანი მცენარეებს, სპოროვანი მცენარეებისაგან — ე. წ. ფარულმექორწინეებისაგან განსხვავებით, ცხადმექორწინეებს უწოდებდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება