უმაღლესი მცენარეები

უმაღლესი მცენარეები, ჩანასახოვანი მცენარეები (Embryobionta, Embryophyra), ღეროიანი მცენარეები (Cormophyta, Cormobionta), ტელომური მცენარეები (Telomophyta, Telomobionta) — მცენარეული სამყაროს მაღალორგანიზებული ჯგუფი. მოიცავს ხავსისნაირებს, გვიმრანაირებს, შიშველთესლოვან და ფარულთესლოვან მცენარეებს. უმაღლესი მცენარეების სახეობათა რაოდენობა 300 ათასზე მეტია.

უმაღლესი მცენარეები

გვიმრის ფოთოლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვესამეფო:  უმაღლესი მცენარეები
ლათინური სახელი
Embryophyta
განყოფილებები

უმაღლესი მცენარეები რთულად დიფერენცირებული მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია; უმრავლესობა შეგუებულია ხმელეთზე ცხოვრებას. მათი სასიცოცხლო ციკლი შედგება 2 მონაცვლე ფაზისა ან თაობისაგან: სქესობრივი (გამეტოფიტი), რომელზეც მრავალუჯრედიანი სასქესო ორგანოები (გამეტანგიუმები) ვითარდება და უსქესო (სპოროფიტი), რომელზეც სპორანგიუმები ვითარდება. გამეტანგიუმები 2 ტიპისაა: მამრობითი (ანთერიდიუმი) და მდედრობითი (არქეგონიუმი). ანთერიდიუმებში ვითარდება მამრობითი სასქესო უჯრედები (მამრობითი გამეტები), არქეგონიუმებში — მდედრობითი სასქესო უჯრედები (მდედრობითი გამეტები). მდედრობითი გამეტა კვერცხუჯრედი ყოველთვის ერთია და უძრავი. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ზიგოტა, რომელიც საწყისს აძლევს მრავალუჯრედიან ჩანასახს; ზრდისა და დიფერენციაციის შედეგად ვითარდება სპოროფიტი სპორანგიუმებითურთ, რომლებშიც სპორები წარმოიქმნება.

უმაღლესი მცენარეების უმრავლესობას აქვს გამტარი ქსოვილი — ქსილემა და ფლოემა, ეპიდერმისი კუტიკულით და ტიპობრივი ბაგეებით. მათი მაფოტოსინთეზირებელი ორგანოები მწვანეა, ქლოროფილი დამატებით პიგმენტებს არ შეიცავს. უმაღლესი მცენარეების ნამარხები ცნობილია სილურული პერიოდიდან.

ლიტერატურა რედაქტირება