რეჰანი
რეჰანი (ლათ. Ocimum) — ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია.[1] ცნობილია 160-ზე მეტი სახეობა, რითაც ქმნის ტუჩოსანთა უდიდეს ოჯახს, საიდანაც რეჰანის მკვიდრი სახეობაა დაახლოებით 65, ხოლო დანარჩენები განიხილება როგორც სინონიმები.[2] რეჰანის დარგვის საუკეთესო ვადაა აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე.
რეჰანი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბოსტნის რეჰანი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ocimum | ||||||||||||
|
საქართველოში ძირითადად მოჰყავთ სამი სახეობა: ბოსტნის რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum), ევგენოლის რეჰანი (ლათ. Ocimum gratissimum) და ქაფურის რეჰანი (ლათ. Ocimum canum).[3] საქართველოში რეჰანი ერთწლოვანი კულტურაა.
მრავლდება თესლით. იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში, მედიცინაში — სამკურნალო საშუალებად. მისგან იღებენ ვანილს. მორფოლოგიური ნიშნებით, ფოთლებისა და ღეროების ფერით, არომატითა და გემური თვისებებით რეჰანის სახეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს: А, С, В2, РР, შაქარს, კაროტინს, რუტინს, ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. რეჰანის არაერთი სახეობა, მისი თვისებების გამო, კულტივირებულია როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. ასევე იყენებენ როგორც ბურნუთს. სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება ბოსტნის რეჰანი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რეჰანი (Ocimum) – თესვა, რგვა, გამოყენება
- ↑ P. Pushpangadan, B.L. Bradu K.L. Chadha, R. Gupta (Eds.), Advances in Horticulture, Malhotra Publishing House, New Delhi (1995)
- ↑ ეთერზეთოვანი კულტურები
- ↑ „სამეფო სანელებელი“, რომელიც ინდოელთა რწმენით სულებს სამოთხეში გადასვლაში ეხმარება