ბოსტნის რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. სიმაღლე 30-60 სმ. აქვს გრძელი ფოთლები, რომელთა სიგრძეა 5,5 სმ. ღერო სწორია, ოთხწახნაგა. ველურად გვხვდება აფრიკისა და აზიის სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. ბევრი სახეობა აზიიდან და წყნარი ოკეანის კუნძულებიდანაა.

ბოსტნის რეჰანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტუჩოსანნი
ლათინური სახელი
Ocimum basilicum

იყენებდნენ სანელებლად, საკონდიტრო წარმოებაში და ლიქიორის დასამზადებლად. მწვანე მასას აქვს სასიამოვნო სუნი. ევროპაში კულტივირებულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება