მონღოლური სამზარეულო

მონღოლეთის კურინალიური ტრადიციები
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მონღოლური სამზარეულო ძირითადად მოიცავს რძის პროდუქტებს, ხორსა და ცხოველურ ცხიმებს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული, სოფელში მომზადებული კერძების მთავარ ინგრედიენტს ცხვრის ხორცი წარმოადგენს. ქალაქებში ძალიან პოპულარულია მოხარშული დამფლინგები, რომლებსაც ხორცის შიგთავსი აქვთ. ამ კერძს ისინი ,,ბუუზს'' უწოდებენ.

მონღოლური კერძები ხორცით

მონღოლეთის ცივმა კონტინენტურმა კლიმატმა ტრადიციულ კერძებზეც იქონია გავლენა. აქ დამზადებულ კერძებში მცირე რაოდენობითაა ბოსტნეული და ცხარე სანელებლები. ჩინეთსა და რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვისა და ღრმა ისტორიული კავშირების გამო, მონღოლურ სამზარეულოში ჩნური და რუსული სამზარეულოების გავლენა იგრძნობა. [1]

მახასიათებლები

რედაქტირება

მონღოლები მომთაბარე ხალხია. ისნი საკვებად იყენებენ ისეთ მოშინაურებულ ცხოველებს, როგორებიცაა ძროხები, ხარები, აქლემები, იაკები, ცხვრები და თხები. [2] ხორცი ხშირ შემთხვევაში მოხარშულია და არის სუპებსა და პელმენებში (ბუუზ, ხუუშუურ, ბანშ, მანტი). ხორცს ასევე ახმობენ და ზამთრისათვის ინახავენ. [3] მონღოლური კერძები შეიცავს ცხოველური ცხიმების დიდ ნაწილს, რაც მონღოლებისთვის აუცილებელია ცივი ზამთრის გადასატანად. ზამთარში ტემპერატურა -40 °C-მდე (−40 °F) ეცემა და ცხოველური ცხიმები ხალხს გარეთ მუშაობაში ეხმარება. რძესა და ნაღებს იყენებენ სხვადასხვა სასმელის, ასევე ყველისა და მსგავსი პროდუქტების დასამზადებლად. [4]

 
ბუუზ (ზედა მარცხენა) და ხუუშუურ (ქვედა მარჯვენა)

მნიშვნელოვანი კერძები

რედაქტირება

ყველაზე გავრცელებული კერძი სოფლებში არის ცხვრის ხორცი, რომელიც როგორც წესი, სხვა ინგრედიენტების გარეშე მზადდება. ხორცთან ერთად ბოსტნეულისა და ფქვილის პროდუქტების გამოყენება სხვა, ახალი კერძების შექმნას უწყობს ხელს. ქალაქში თითქმის ყველა რესტორანსა თუ მსგავსი ტიპის დაწესებულებას აქვს ნიშანი ,,ბუუზ" რაც ორთქლზე მომზადებულ, ხორცის შიგთავსიან პელმენებს წარმოადგენს. მსგავსი სტილის პელმენებს ამზადებენ წყალშიც (ბანშ, მანტი) ან კარგად წვავნ ცხვრის ცხიმში (ხუუშუურ). სხვა კერძები მოიცავს ხორცისა და ბრინჯის სხვადასხვანაირ კომბინაციებს, რომლებსაც, მეტწილად, სუპებსა და წვნიანებში იყენებენ (ცუივან, ბუდაატაი ხუურგა), ასევე მაკარონიან სუპებში (გურილტაი შიოლ).

ყველასგან განსხვავებული, გასაოცარი მეთოდები მომზადებისთვის მხოლოდ გამსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. ამ შემთხვევებში ხორცი (ზოგიერთ შემთხვევაში ბოსტნეულთან ერთად) იხარშება ქვებზე, რომლებიც ცეცხლით გაცხელებულები არიან.

 
სიუიუტეი ცაი, მარილიანი რძის ჩაი

რძეს ხშირად ადუღებენ, რომ კრემი მიიღონ (იორიომ, ნაღები)[5]. დარჩენილი რძით ამზადებენ ყველს (ბიასლაგ), გამხმარ ხაჭოს (აარუულ), იოგურტს, კეფირს და მსუბუქ რძის სასმელებს, ლიქიორებს (შიმიინ არხი). ყველაზე გამორჩეული ეროვნული სასმელია აირაგი, რომელიც არის ფერმენტირებული მოზრდილი მდედრი ცხენის რძე.ბურღულეულიდნა პოპულარულია ქერი, რომელსაც ხალავენ და ფქვავენ. შედეგად იღებენ ფქვილს (არვაინ გურილ), რომელსაც რძეს უმატებენ და რძის ჩაიში ასხავენ. ყოველდღიური სასმელი არის დამარილებული რძის ჩაი (სიუიუტეი ცაი), რომელის შესაძლებელია წვნიანად გადაკეთდეს ბრინჯის, ხორცის ან ბანშის დამატებით. სოციალიზმის დროს, რუსული გავლენის შედეგად ქვეყანაში არაყის, ვოდკას პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. [6] შედეგად ქვეყანაში გაჩნდა სპირტიანი სასმელების მრავალი ადგილობრივი ბრენდი.

 
აარუულ

მონღოლეთში მიირთმევენ ცხენის ხორცს და მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ მაღაზიაშია შესაძლებელი.

მონღოლური დესერტები მოიცავს: ბოორცოგს, რომელიც ორცხობილის სტილისაა და მხოლოდ აღსანიშნავი დღეებისთვის მზადდება.

ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი არაყია. ჩინგიზის არაყი (ჩინგის ვოდკა), ყველაზე პოპულარული ბრენდია, რომელიც მონღოლეთის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის 30%-ს იკავებს. [7]

  1. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 268
  2. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 268
  3. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 268
  4. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 269
  5. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 269
  6. Marshall Cavendish Corporation, 2007, p. 269
  7. CHINGGIS Vodka დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine. www.behindcity.com. Retrieved 19 March 2018.