ომანის სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ომანის სამზარეულოზე (არაბ. المطبخ العماني) გავლენას ახდენს არაბული, ირანული, ინდური, აზიური, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და აფრიკული სამზარეულოები, რაც ასახავს ომანის, როგორც ფართო სავაჭრო იმპერიის პოზიციას ტრადიციული სანელებლების სავაჭრო გზების გადაკვეთაზე. კერძებს ხშირად საფუძვლად უდევს ქათამი, თევზი და ცხვარი, აგრეთვე ბრინჯის ძირითადი ნაწილი. ომანის კერძების უმეტესობა შეიცავს სანელებლების, მწვანილისა და მარინადების მდიდარ ნარევს.

ომანის დროშა
ომანის დროშა

ქვეყანაში ღორის ხორცის მოხმარება აკრძალულია მუსლიმებისათვის, შარიათის კანონების შესაბამისად.

ომანის სამზარეულოს კერძები
ომანის სამზარეულოს კერძები

სამზარეულოს მახასიათებლები

რედაქტირება
 
ტრადიციული ომანური კერძი

მიუხედავად იმისა, რომ ომანის სხვადასხვა რეგიონი ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი დამახასიათებელი კერძებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულია კარი (ინდური სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძები), მოხარშული ხორცი, ბრინჯი და ბოსტნეული. ასევე პოპულარულია წვნიანები და ჩვეულებრივ მზადდება ქათმის ხორცის, ცხვრისა და ბოსტნეულისგან (მაგალითად, შებოლილი ბადრიჯანი). მთავარ კერძებს, ჩვეულებრივ, შუა დღის განმავლობაში მიირთმევენ, ვახშამი კი შედარებით მსუბუქია.

ჰარისი - ხორბალისაგან ქათამთან ან ხორცთან ერთად მომზადებული სქელი პასტა. მირთმევენ ხელით ან კოვზით ერბოსთან ერთად. .

 
ჩაი საუზმეზე

კაჰვა (არაბული ყავა) - ომანის ყავა, კარდამონის ფხვნილთან ერთად. ძირითადად სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდ გვევლინება. მიირთმევენ ფინიკთან ან ადგილობრივი წარმოების ე/წ. ომანურ ჰალვასთან ერთად.

ქაბაბი - დამარილებული სუნელებით შეზავებული ხორცის კერძი შამფურებზე (ჩვეულებრივ ქათმის ან საქონლის ხორცი), ბარბეკიუ ან მომზადებული გრილზე.მიირთმევენ ბოსტნეულის გარნირთან ერთად.

მაშუაი - მთლიანად შემწვარი სამეფო თევზის კერძი, რომელსაც ლიმნიან ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.

მაჰბუსი - ბრინჯის კერძი, რომელსაც ზოგჯერ ზაფრანის არომატიზატორს უკეთებენ და ქათმის ან საქონლის ხორცის ნახარშში ამზადებენ.

მუკალაბი - ცხვის ან საქონლის ფაშვით და მკერდით მომზადებული კერძი, სხვადასხვა სანელებლებით, მათ შორის დარიჩინით, კარდამონით, შავი პილპილით, კოჭათი, ნიორითა და ჯავზით.

შუვაა - საკვები, რომელსაც მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ. კერძი მზადდება ცხარე ფინიკის პასტაში დამარინადებული თხის, ცხვრის, ძროხის ან აქლემის ხორცის ნაჭრებისგან, რომელიც შემწვარია სპეციალურ ღუმელში- მიწაში გათხრილ ორმოში. ეს, როგორც წესი, მთელი სოფლის ერთობლივი ღონისძიებაა. სხვადასხვა სანელებლებით შეზავებულ ხორცს ახვევენ მშრალი ფოთლებსი და შემდეგ ღუმელში ათავსებენ.

საჰანა - სქელი წვნიანი, რომელიც მზადდება ხორბლის, ფინიკის, მელასას (სიროფი) და რძისგან. მასა ჩვეულებრივ მიირთმევენ რამადანის პერიოდში.

ალბადინაჯან მაე თავარიქ - ღვეზელი, რომელიც მზადდება ბადრიჯნისგან, ფინიკისა და ხახვისგან.

სასმელები

რედაქტირება

ყავა ნაციონალური სასმელია, ხოლო ჩაის სვამენ სტუმართმოყვარეობისთვის. სხვა პოპულარულ სასმელებში შედის ლაბანი (არაბ. لبن‎)(რაფინირებული რძის პროდუქტი), იოგურტი და გამაგრილებელი სასმელები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

არაბული სამზარეულო

ლიტერატურა

რედაქტირება