მთავარი მენიუს გახსნა

ისპანახი (ლათ. Spinacia) — ორსახლიანი, ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნის ისპანახი Spinacia oleracea.

ისპანახი
Illustration Spinacia oleracea1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Spinacia

ისპანახის ღერო 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს (უძლებს 8-10 °C ყინვას), სწრაფად იზრდება. მაღალ ტემპერატურაზე იწყებს აჩიყებას.

მოსავალს იღებენ 5-6 როზეტის განვითარებიდან მცენარის აყვავებამდე. ისპანახის სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში.

საქართველოში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. თესენ შემოდგომასა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე. მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.

ლიტერატურარედაქტირება