ოხრახუში (ლათ. Petroselinum) — მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.

ოხრახუში
Petroselinum crispum
Petroselinum crispum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ოხრახუში
ლათინური სახელი
Petroselinum

ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — ბოსტნის ოხრახუში (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.

იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა ძირხვენა ოხრახუში და ფოთლოვანი ოხრახუში. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. https://www.quelleestcetteplante.fr/genres.php?genre=Petroselinum#:~:text=Petroselinum%20%2D%20Persil&text=Le%20genre%20Petroselinum%20(Persil)%20compte,partie%20europ%C3%A9enne%20et%20partie%20asiatique).