აღმოსავლეთი აზია
აღმოსავლეთი აზია — აზიის ნაწილი, რომელიც ესაზღვრება წყნარ ოკეანეს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 20°-დან 60°-მდე. რელიეფი ძირითადად დაბლობია, შეხამებული მთებთან. კლიმატი მუსონურია. ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეებით, სამხრეთი — სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეებით. რეგიონი მოიცავს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის აღმოსავლეთ რაიონებს, მონღოლეთს, იაპონიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას.
ქვეყანა | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. |
მოსახლეობის სიმჭიდროვე ად,/კმ² |
ადამიანის განვითარების ინდექსი (2015 წელი) |
დედაქალაქი |
---|---|---|---|---|---|
ჩინეთი | 9 640 011 | 1 373 000 000 | 138 | 0,727 | პეკინი |
ჰონგ-კონგი | 1104 | 7 298 600 | 6390 | 0,912 | ჰონგ-კონგი |
იაპონია | 377 930 | 126 890 000 | 337 | 0,891 | ტოკიო |
მაკაო | 30 | 642 900 | 18 662 | 0,892 | მაკაო |
მონღოლეთი | 1 564 100 | 3 041 648 | 2 | 0,698 | ულან ბატორი |
ჩრდილოეთი კორეა | 120 538 | 25 155 000 | 198 | 0,595 | ფხენიანი |
სამხრეთი კორეა | 100 210 | 51 482 816 | 500 | 0,898 | სეული |
ტაივანი | 36 188 | 23 468 748 | 639 | 0,884 | ტაიპეი |