ქუვეითის სამზარეულო

ქუვეითის სამზარეულო ({არაბ. مطبخ كويتي) — არაბული, სპარსული, ინდური და ხმელთაშუზღვის სამზარეულოს შერწყმა. ქუვეითის სამზარეულოს ცნობილი კერძია მაჩბუსი, რომელსაც ჩვეულებრივ ამზადებენ სანელებლიანი ბასმატის ბრინჯით და ქათმით ან ცხვრით (ღორის ხორცი მკაცრად იზღუდება შარიათის კანონების გამო.

ქვეყნის დროშა
ქვეყნის დროშა
თევზის მარკეტი ქუვეითში
თევზის და ზღვისპროდუქტების ბაზრობა ქუვეითში

ზღვის პროდუქტები ქუვეითის კერძების ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, განსაკუთრებით თევზი. ადგილობრივების ფავორიტებია: ჰამური (ზღვის ბასი). მას ჩვეულებრივ მიირთმევენ გრილზე მომზადებულს, შემწვარს ან ბირიანის ბრინჯთან ერთად თავისებური სტრუქტურისა და არომატის გამო. ასევე პოპულარულია: ზბაიდი, საფი (კურდღლის თევზი) და სობაიტი (კაპარჭინა).[1]

ქუვეითის ტრადიციულ ბრტყელ პურს ირანულ ხუბზს უწოდებენ. ეს არის დიდი, მრგვალი ფორმის ბრტყელი პური. მას სპეციალურ ღუმელში აცხობენ. ხშირად ურევენ სეზამის მარცვლებს. უამრავი ადგილობრივი საცხობია ქვეყნის მასშტაბით. მცხობელები ძირითადად ირანელები არიან (აქედან პურის სახელწოდება ირანული ხუბუზია). პურს ხშირად მიირთმევენ მაჰიავას თევზის სოუსთან ერთად.

ქუვეითში საერთაშორისო მუშახელის წყალობით უამრავი სხვა სამზარეულოა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში მუსლიმებს ეკრძალებათ ღორის ხორცის ჭამა ისლამური შარიათის კანონის შესაბამისად.

კერძები რედაქტირება

 
ქათმის ბირიანი

ბირიანი (არაბ. برياني) –სიტყვა biryani მოდის სპარსული beryā (n) (სპარსული بریان, შემწვარი). ეს პოპულარული კერძი არის წარმოშობით ინდოეთის სუბკონტინენტიდან. მზადდება ბრინჯისგან (ჩვეულებრივ ბასმატიდან) და სანელებლებიდან, ხორცის, თევზის, კვერცხის ან ბოსტნეულის დამატებით. ბირიანის დასამზადებლად საჭირო სანელებლები და სოუსები შეიცავს ერბოს კუმინს, ილს, დარიჩინს, დაფნის ფოთლებს, ქინძს, ზაფრანას, პიტნას მწვანილს, კოჭას, ხახვს და ნიორს და სხვ.

გაბუტი (არაბ. قبوط) - ხორცის ნახარშში მომზადებული ფარშირებული პელმენები.

ჰარისი(არაბ. هريس) - ხორბლითა და მოხარშული ხორცისაგან ამზადებენ პიურეს, რომელსაც ზემოდან დარიჩინის პუდრას აყრიან.

ჯირიში (ირიში) (არაბ. جريش) არის პიურე მოხარშული, დაჭრილი ქათმის ან ცხვრის, პომიდვრისა და ზოგიერთი სანელებლის საშუალებით.

 
მაჩბუსი

მაჯბუს  (არაბ. مجبوس) - კერძი ცხვრის, ქათმის ან თევზისგან, არომატული ბრინჯით, რომელსაც ამზადებენ სუნელებით  ქათმის / ცხვრის ბულიონში.

მაშხული (არაბ. مشخول) -მზადდება  თეთრი ბრინჯით.  ქოთნის ფსკერზე აწყობენ რკალებად დაჭრილ  ხახვს, ანელებენ  კურკუმათი და შავი პილპილით. ზოგჯერ უმატებენ კარტოფილს და ბადრიჯანს.

მარაბიანი (არაბ. مربين) - ბრინჯი, რომელიც დამზადებულია ახალი ან ხმელი კრევეტებით.

მაღლუბა (არაბ. مقلوبة) -ბრინჯი,, რომელსაც ხორცით, კარტოფილით და ბადრიჯანით ამზადებენ.

მარკუკი (არაბ. مرقوق) - ბოსტნეულის რაგუ.  მზადდება გაბრტყელებული ცომის თხელი ნაჭრების, ბადრიჯნისა და გოგრისაგან.

მუმავავაში (არაბ. مموش) -ბრინჯი, რომელიც მოხარშულია მწვანე ოსპით. თავსართად აქვს   მშრალი კრევეტები.

მუადასი (არაბ. معدس) -ბრინჯი,, რომელიც დამზადებულია წითელი ოსპით და რომლის თავსართად შეიძლება კრევეტების გამოყენება.

მუტაბაკ სამაქი (არაბ. مطبق سمك) - თევზი, რომელსაც ბრინჯთან, ერთად მიირთმევენ. ბრინჯი, მოხარშულია სუნელებით შეზავებულ თევზის ბულიონში.

კუზი (არაბ. قوزي) - ქუვეითური კერძი, რომელიც შედგება შემწვარი ბატკნისგან, ბრინჯის, ხორცის, კვერცხისა და სხვა ინგრედიენტებისაგან.

სოუსები და სუპები რედაქტირება

დაკუსი (არაბ. دقوس) - ტომატის სოუსის სახეობა, რომელსაც ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.

მა’ბუჯი (არაბ. معبوج) არის ცხარე სოუსი, წითელი ან მწვანე წიწაკა, შერეული სხვა ინგრედიენტებთან.

მარაკი (არაბ. مرق) - ბულიონის სახეობა ტომატის პასტით და სხვადასხვა ბოსტნეულით და სხვა სანელებლებით.

ოსპის სუპი [2]

დესერტები რედაქტირება

აშიდა (არაბ. عصيدة) - მზადდება მოხარშული ხორბლის ფქვილისგან, კარაქის ან თაფლის დამატებით.

ბალალიტი (არაბ. بلاليط) - ზაფრანის ტკბილი ლაფშა, რომელსაც ზემოდან ქონდარის ომლეტი აქვს.

ბაიდ ელ კიტა (არაბ. بيض القطا) ორცხობილაა, დაფქვილი თხილის ნარევით და შაქრის პუდრით.

დარაბილი (არაბ. درابيل) - მზადდება ფქვილისგან, კვერცხისგან, რძისგან და შაქრისგან,  ძალიან თხელ დახვეულ ფენებად. ზოგჯერ ემატება შაქარი, ილი ან დარიჩინი.

ლუკაიმატი (არაბ. لقيمات) - შემწვარი საფუარიანი ცომის ნაჭრები. შაქრის სიროფით (შაქრისთ, ზაფრანით) სუნელით.

კარს აკილი (არაბ. قرص عقيلي) - ტრადიციული ნამცხვარი, რომელსაც ამზადებენ კვერცხით, ფქვილით, შაქრით, კარდამონით და ზაფრანით. ტრადიციულად მიირთმევენ ჩაისთან ერთად.

ზალაბია (არაბ. زلابية) - დახვეული ფორმის სიროფში (შაქარი, ლიმონი და ზაფრანა) გაჟღენთილი შემწვარი ცომი.

გორიბა - დელიკატური ორცხობილა, რომელიც მზადდება ფქვილის, კარაქის, შაქრის ფხვნილისა  და ილიისგან. ჩვეულებრივ არაბულ ყავასთან ერთად მიირთმევენ.

ხაბისა არის ტკბილი კერძი, რომელიც მზადდება ფქვილისა და კარაქისგან.

საბ ალქაფშა (ქუვეითური არაბული: صب القفشة) - მსგავსია ლუგაიმატისა, მაგრამ ზაფრანისა და კარდამონის სიროფის დამატებით.

ელბა (არაბ. ألبة) - ქუვეითური რძის პუდინგი, ზაფრანით და კარდამონით.

სასმელები რედაქტირება

 
არაბული ყავა

ლაბანი (არაბ. لبن) (იოგურტის რძე)

შარბათ ბითანი

შავი ჩაი - ასხამენ დელიკატურ ჭიქებში, რომელსაც ისკიანა ეწოდება

არაბული ყავა

ქუვეითური ჩაი

ცაცხვის ჩაი

კარაკის ჩაი

არაბული ჩაის სხვადასხვა სახეობა[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Consumption of fish and shellfish and the regional markets". Food and Agriculture Organization. Retrieved 8 October 2014.
  2. Riolo, 2007, p.23 - 24
  3. DiPiazza (2006) p.57