ბჰუტანის სამზარეულო
ბჰუტანის საკვები შედგება სუფთა ორგანული ბოსტნეულისგან, როგორიცაა ბაღის ახალი ისპანახი, ჩილის წიწაკა, ფოთლოვანი ნიორი, პომიდორი. ხეობებში მოჰყავთ: ბრინჯი, ქერი, ხორბალი, კარტოფილი, სიმინდი, სამხრეთით ბამბა. დიდი მნიშვნელობა აქვს ტროპიკულ მეხილეობას, განსაკუთრებით მანგოსა და ციტრუსოვნებს. საძოვრების სიუხვე ხელს უწყობს მეცხოველეობის განვითარებას. აშენებენ:ცხვარს, თხას, ცხენს(მათ შორის პონის), ღორს, იაკს.
ბჰუტანური სამზარეულო (ძონგკხა འབྲུག་ ཟས་; ვილიე:) იყენებს ბევრ წითელ ბრინჯს ( ყავისფერი ბრინჯის მსგავსია ტექსტურით, მაგრამ ნიგვზის არომატით, ბრინჯის ერთადერთი ტიპია, რომელიც იზრდება მაღალ სიმაღლეზე), წიწიბურას და აღმოსავლეთ რეგიონებში უფრო მეტად სიმინდს. ადგილობრივთა საკვებ რაციონში ასევე შედის ღორის ხორცი, ღორის ცხიმი, საქონლის ხორცი, იაკი, ქათამი და ცხვრის ხორცი. წვნიანები და ხორცის ნახარშები მზადდება ხორცისა და გამხმარი ბოსტნეულისგან, სეზონური ჩილით და ყველით. ხორცის, ბრინჯის, გვიმრების, ოსპისა და ბოსტნეულისგან დამზადებული წვნიანები და ჩაშუშული კერძები, ჩილსა და ყველსთან ერთად, ცივ სეზონზე ყველაზე სასურველი კერძებია. ზოუ შუნგო არის ბრინჯის კერძი, რომელშიც ურევენ ბოსტნეულის ნარჩენებს. ბჰუტანელების ნაციონალუური კერძია ემა დათში: მსხვილი მწვანე ჩილის წიწაკისაგან ყველის სოუსში მომზადებული წვნიანი. ადგილობრივები ძალიან ამაყობენ ამ პიკანტური კერძით. [1]
სხვა საკვებში შედის ჯაშა მარუ (ქათმის კერძი), ფაყშა პაა (ჩილის წიწაკასთან, სანელებლებთან და ბოსტნეულთან ერთად მოხარშული ღორის ხორცი, პიპლილი, მწვანილი ან ბოლოკი), ტუკპა (ტიბეტური წვნიანი), ბატუპი და შემწვარი ბრინჯი. ძროხის რძის ყველს, რომელსაც დაცი ეწოდება, არასოდეს მიირთმევენ ნედლად, მაგრამ მას იყენებენ სოუსების დასამზადებლად. ზოედოე აღმოსავლეთის რეგიონებში წარმოებული ყველის კიდევ ერთი სახეობაა, რომელსაც სუპებს უმატებენ. ის ჩვეულებრივ მომწვანო ფერისაა და აქვს მძაფრი სურნელი. ყველის სხვა სახეობებში შედის დასავლური, როგორიცაა ჩედარი და გოუდა. დასავლეთის ყველი მზადდება შვეიცარიის ყველის ქარხანაში, ბჰუტანში ან შემოაქვთ ინდოეთიდან.
პოპულარულ წასახემსებლებია: მომო (ბჰუტანის პელმენი), შაქამ ეზაი, ხაბზეი- (ფქვილის, წყლისა და შაქრისგან დამზადებული გამხმარი ბლინები, რომლებიც შემდეგ იწვება),შაბალაი, ჯუმა (ბჰუტანური ძეხვი სანელებლებით ) და ლაფშა. ქვეყნის რესტორნებში შესაძლებელია ჩინური, ნეპალური, ტიბეტური და ინდური კერძების მირთმევა, რომლებიც ძალიან პოპულარულია. ასევე ბოლო წლებში გაიხსნა კორეული რესტორნები ქვეყანაში კორეული პოპ კულტურის მზარდი პოპულარობის გამო.[2] რძის პროდუქტებიდან განსაკუთრებით პოპულარულია იაკისა და ძროხის კარაქი და ყველი. მათ თითქმის ყველანაირი რძისაგან ამზადებენ. პოპულარულ სასმელებს მიეკუთვნება კარაქის ჩაი, რომელიც
მზადდება ჩაის ფოთლების, მარილისა და კარაქისაგან (უწოდებენ სუჟას), მას ძირითადა საუზმეზე მიირთმევენ, რძის ჩაი (სახელწოდებით ნღაჯა), შავი ჩაი, ადგილობრივი წარმოების არა (ბრინჯის ღვინო) და ლუდი. სანელებლებში შედის კარრი, ილი, კოჭა, თინგაი (სიჩუანის წიწაკა), ნიორი, კურკუმა და კუმინი.
ბჰუტანი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს შესახებ კანონის თანახმად აკრძალა თამბაქოს გაყიდვა.
ეტიკეტი
რედაქტირებაკერძის შეთავაზებისას, ბჰუტანის მანერების შესაბამისად, სტუმარი ამბობს "მეშუ-მეშუ"-ს, იფარებს პირზე ხელს უარის ნიშნად და შემდეგ იღებს მეორე ან მესამე შეთავაზებას.
-
ჯაშა მარუ
-
ბჰუტანური ქათმის კერძი
-
ბჰუტანური წიწაკა თჰიმფჰუს ბაზარში
-
ბჰუტანური წითელი ბრინჯი ქათმით და ისპანახით
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "༈ རྫོང་ཁ་ཨིང་ལིཤ་ཤན་སྦྱར་ཚིག་མཛོད། ༼ཨ༽" [Dzongkha-English Dictionary: "A"]. Dzongkha-English Online Dictionary. Dzongkha Development Commission, Government of Bhutan. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 2011-08-25. Retrieved 2011-10-30.
- ↑ "Korean fever strikes Bhutan". Inside ASEAN. Archived from the original on 2016-02-02. Retrieved 2016-01-05.