ბრუნეის სამზარეულო
ბრუნეის სამზარეულო თავისთავადია, თუმცა აქვს მსგავსება მეზობელი მალაიზიის, სინგაპურის, ინდონეზიის სამზარეულოებთან. მასზე დამატებითი გავლენა მოახდინა ინდოეთის, ჩინეთის, ტაილანდის და იაპონიის სამზარეულოებმა. ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში, ბრუნეიშიც საკმაოდ გავრცელებულია ზღვის პროდუქტები, თევზის და ბრინჯის კერძები და ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. ძროხის ხორცი ძვირია და, შესაბამისად, ნაკლებად გვხვდება. ისლამი გაბატონებული რელიგიაა ქვეყანაში. ამიტომ, შარიათის კანონების მიხედვით, ღორის ხორცი აკრძალულია. საკვები ჰალალურია (არაბულად حلال — ნებადართული). ბრუნეიში ალკოჰოლი აკრძალულია. სოფლად ნადირობენ გარეულ ფრინველებსა და ირემზე.[1]
საკვები და კერძები
რედაქტირებაბრუნეის კერძები ხშირად ცხარეა, ჩვეულებრივ მიირთმევენ ბრინჯთან ან ლაფშათან ერთად. პოპულარული კერძებია: რენდანგი, რომელიც მზადდება საქონლის ხორცისაგან, ნასი ლემაკი და პაჯერი ნანასი. ბრუნეის სამზარეულოსათვის დამახასიათებელ რამდენიმე კერძს შორის არის ამბუიატი- წებოვანი უსუნო სახამებლის ბურთი, რომელიც შემოხვეულია ბამბუკის ჩანგალზე და ჩაფლულია ტკბილი ხილის სოუსში.
უდანგ სამბალ სერაი ბერანტანი: ჩილისა და ქოქოსის რძით მოხარშული კრევეტები.
სერონგენგ პადანგ: ქათამი შემწვარი ნიორით და გახვეული პანდანუსის ფოთლებში.[2]
ნასი კატოკი. ნასი ითარგმნება როგორც ბრინჯი და კატოკი ნიშნავს კაკუნს. კერძის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი სახელის მიღმაა. ხალხი უკაკუნებდა ნასის (ბრინჯის) გამყიდველს კარზე, რომ შეკვეთები მიეღო. ბუნებრივია, სახელი დღემდე შემორჩა და დღეს ნასი კატოკი ერთ-ერთი საუკეთესო ნაციონალური კერძია. მზადდება ჩვეულებრივი ბრინჯისგან, შემწვარი ქათმისა და სამბალისგან.სამბალა პიკანტური სუნელია. დაფქვილი ჩილის და სხვადასხვა მეორეხარისხოვანი ინგრედიენტების ნაზავი, რომელთა შორის არის: კრევეტის პასტა, ნიორი, ჯანჯაფილი, ხახვი, მწვანე ხახვი, პალმის შაქარი, ლაიმის წვენი, ძმარი და ანჩოუსი. ნასი კატოკი ტრადიციულად მიაქვთ სუფრაზე ქაღალდში გადახვეული.
კელუპისი მზადდება წებოვანი ბრინჯისგან. ეს არის ერთ – ერთი საუკეთესო საუზმეული ქვეყანაში. კელუპისი გახვეულია ნირიკის ფოთოლში. ბისაიას კულტურაში კელუპისს მიირთმევენ გამაგრილებელ საშუალებად განსაკუთრებულ შემთხვევებსა და ქორწილებში. არსებობს სხვადასხვა სახის კელუპისი. ზოგს ანჩოუსთან ერთად მიირთმევენ, ზოგს- გამხმარი კრევეტებით. კელუპისის მიღება დანამატების გარეშეც შეიძლება. ასევე სასიამოვნოა კარისთან და არაქისთან ერთად.
პულუტ პანგანგი- კიდევ ერთი ცნობილი ბრუნეის საუზმეული, რომელიც მზადდება გრილზე. იმდენად პოპულარულია, რომმისი დაგემოვნების მსურველებს ადრიანად უწევთ თადარიგის დაჭერა.
დელიკატესი ბამბო ჩიქენ (ბამბუკის ქათამი)-ამ არომატული კერძის მომზადება იბანის თემის საიდუმლოს წარმოადგენდა. ახლა, როდესაც მისი რეცეპტი ცნობილია, ყველას შეუძლია მისი დაგემოვნება.
სინგაპურის, ფილიპინებისა და ინდონეზიის გარდა, კეტუპატის გასინჯვა ბრუნეიშიც შეიძლება. ბრინჯის პელმენები, რომლებსაც ამზადებენ პალმის დაწნულ ფოთლებში. მიირთმევენ არაქისის სოუსთან, რენდანგთან და სატაისთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი მარტივი კერძი შესანიშნავი გემოთი.
ნასი ლემაკი- ეს არის პოპულარული კერძი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს ინგრედიენტებით. ქოქოსის რძეში მომზადებული არომატული ბრინჯი, რომელსაც მიირთმევენ ანჩოუსთან, სამბალსთან და პანდანუსის ფოთლებში გახვეულ შემწვარი ქათმის ხორცთან ერთად.
ბელუტაკ დაგინგ- დელიკატესი ფარშირებული ძროხის ხორცისა უამრავი სანელებელისაგან. ადგილობრივ დელიკატესს მომჟავო-მოტკბო გემო აქვს.
სასმელები
რედაქტირებაპოპულარულ სასმელებს მიეკუთვნება ქოქოსის რძე, ხილის წვენი, ჩაი და ყავა. ბრუნეიში აგრეთვე ფართოდაა წარმოდგენილი და მოწონებით სარგებლობს კერძები ისეთი ქვეყნების სამზარეულოებიდან, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Brunei 2009. Oxford Business Group. ISBN 1-907065-09-1, ISBN 978-1-907065-09-5 . Pg 213 [1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Cuisine of Brunei". ifood.tv. Archived from the original on 29 August 2012. Retrieved 30 September 2010.
- ↑ Brunei food and drink. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2020-09-11.
- ↑ Brunei - Cuisines of Brunei". 1Up Travel. დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine. 17 May 2007. Retrieved 30 September 2010.