ბურიატები (ბურ. Буряад) — ბურიატიის მკვიდრი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ჩიტის ოლქის აგის ბურიატთა ავტონომიურ ოკრუგში, ირკუტსკის ოლქის უსტ-ორდის ბურიატთა ავტონომიურ ოკრუგში და ამ ოლქების ზოგ სხვა რაიონში; მონღოლეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონებში. ბურიატების რაოდენობა 2010 წლისათვის 620 000 ათ. კაცს აღწევდა. ანთროპოლოგიური ნიშნებით მონღოლოიდურ რასას ეკუთვნიან. ლაპარაკობენ ბურიატულ ენაზე. ბურიატების ძველი რელიგიაა შამანიზმი, რომელიც იმიერბაიკალეთში ლამაიზმმა შეცვალა. დასავლეთ ბურიატები ფორმალურად მართლმადიდებლებად ითვლებოდნენ. XVII საუკუნეში რამდენიმე ტომობრივ ჯგუფად იყოფოდნენ. მათი ერთ ხალხად ჩამოყალიბება ძირითადად XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნეში დამთავრდა. ეს პროცესი დააჩქარა რუსეთის შემადგენლობაში შესვლამ, რასაც შედეგად მოჰყვა ტომების სოციალურ-ეკონომიკური გაერთიანება. უფრო გვიან ბურიატების ეთნოგენეზში მონაწილეობა მიიღეს მონღოლების ნაწილებმა და ევენკების ზოგიერთმა გვარმა. XVIII-XIX საუკუნეებში ინტენსიურად გავრცელდა მიწათმოქმედება.

ბურიატები
საერთო მოსახლეობა
620 000 ათ.[1]
ენები ბურიატული
რელიგიები ბუდიზმი
შამანიზმი
მართლმადიდებლობა

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Михайлов Т. М. Буряты // Народы и религии мира. Энциклопедия. Главный редактор В. А. Тишков. — М.: Научное издательство «Большая Российская энциклопедия», 1998