ქალთა XXIII საჭადრაკო ოლიმპიადა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქალთა XXIII საჭადრაკო ოლიმპიადა}} |
ისტორია
რედაქტირებადრეზდენში ქალთა გუნდების სარეკორდო რაოდენობა, 111, შეიკრიბა. რაღა თქმა უნდა იყვნენ ფავორიტებიც. უპირველეს ყოვლისა, ესენი იყვნენ ჩინელები, რომელთა ღირსებას ხოუ იფანი, ჭაო სიუე, შენ იანგი, ძიუ ვენძიუნი და თან ჭუნგი იცავდნენ. ძლიერი გუნდები ჰყავდათ უკრაინელებს (კატერინა ლაჰნო, ნატალია ჟუკოვა, ანა უშენინა, ინა გაპონენკო და ნატალია ზდებსკაია), რუსებს (მსოფლიოს ახალი ჩემპიონი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ტატიანა კოსინცევა, ნადეჟდა კოსინცევა, ეკატერინა კორბუტი და ნატალია პოგონინა), პოლონელებს (მონიკა სოსკო, ივეტა რაჟლიჩი, იოლანტა ზავადსკა, იოანა მაიდანი და მარტა პჟეჟდიენსკა), ამერიკელებს (ირინა კრუში, ანა ზატონსკიხი, რუსუდან გოლეთიანი, კატერინა როჰონიანი და თათევ აბრაჰამიანი). ძლიერი მოჭადრაკეები ჰყავდათ გუნდში ბულგარელებს (ანტუანეტა სტეფანოვა და მარგარიტა ვოისკა), სერბებს (ალისა მარიჩი, ნატაშა ბოიკოვიჩი, ირინა ჩელუშკინა), უნგრელებს (ჰოან ტჰანგ ტანგი, სიდონია ვაიდა, ილდიკო მადლი). საქართველოს ნაკრების ღირსებას მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი იცავდნენ. გუნდური კოეფიციენტების მიხედვით ქართველები მეოთხენი იყვნენ რუსეთის (2495), უკრაინის (2486) და ჩინეთის (2486) გუნდების შემდეგ. ქართველთა კოეფიციენტი 2476 ქულას შეადგენდა. აქედან გამომდინარე მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრა იყო.
ტურნირზე რამდენიმე სიახლე იყო. პირველი ის, რომ ოთხამდე გაიზარდა სათამაშო დაფების რაოდენობა. ეს ძლიერ გუნდებს საშუალებას აძლევდა მინიმუმამდე დაეყვანათ შემთხვევითობის ფაქტორი. მეორე სიახლე იყო ის, რომ შეიცვალა გამარჯვებულის გამოვლენის წესი. თუ აქამდე გამარჯვებულად ცხადდებოდა ინდივიდუალური შედეგების საუკეთესო ჯამის მქონე გუნდი. ახლა გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო სამატჩო ქულების მიხედვით. მოგებაზე გუნდი 2, ხოლო ფრეზე ერთ ქულას იღებდა. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ეძლეოდა უკეთესი კოეფიციენტის მქონე გუნდს. იყო მესამე სიახლეც. ტურების რაოდენობა შემცირდა და ახლა გამარჯვებული თერთმეტ ტურში უნდა გამოვლენილიყო.
ტურნირი ლიდერებმა ისე დაიწყეს, როგორც მათ რეიტინგს შეეფერებოდა. სამი ტურის შემდეგ 6-6 ქულა ჰქონდათ ჩინელებს, ქართველებს, პოლონელებს, სომხებს, სერბებს, უნგრელებს. 5-5 ქულა ჰქონდათ რუსებს და უკრაინელებს. მეოთხე-მეექვსე ტურები უდანაკარგოდ გავლეს ჩინელებმა. ისინი არა მხოლოდ იგებდნენ მატჩებს, არამედ დიდი ანგარიშითაც ამარცხებდნენ მეტოქეებს. ექვსი ტურის შემდეგ ჩინელებს 12 ქულა ჰქონდათ და ორი ქულით უსწრებდნენ უკრაინელებს, ამერიკელებს, რუსებს და პოლონელებს. ქართველებმა ამ ტურებში ჯერ მხოლოდ ორი ქულის აღება შესძლეს. მეოთხე ტურში ლომინეიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხდა ძაგნიძე და მატჩიც ფრედ დამთვრდა. ასევე ფრედ დამთვრდა მომდევნო მატჩი რუსებთნ. ამ მატჩში მაია ჩიბურდანიძემ საჭადრაკო გაკვეთილი ჩაუტარა მსოფლიოს ახალგამომცხვარ ჩემპიონს, ალექსანდრა კოსტენიუკს, მაგრამ, დამარცხდა ხუხაშვილი. უფრო ცუდი ამბები გველოდა მეექვსე ტურში, პოლონელებთან შეხვედრაში. თავიდან გუნდი თითქოს მოგებაზე იდგა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა 1,5-2,5 და ჩვენი შანსები საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ერთობ მიზერული გახდა.
ტურნირის მეორე ნახევარი ქართველებმა უბრალოდ ბრწყინვალედ ჩაატარეს. ჯერ სამი მატჩი მოიგეს მშრალი ანგარიშით, 4-0 და არც თუ ისე სუსტ მეტოქეებთან (ესპანეთი, მოლდოვა, სლოვენია). ამასობაში კი დიდი ამბები (და ჩვენთვის სასიკეთო) დატრიალდა ლიდერთა ჯგუფში. მეშვიდე ტურში პირველი ქულა დაკარგეს ჩინელებმა. მათ აშშ-ს ვერ მოუგეს. ამავე ტურში ფრედ ითამაშეს პოლონელებმა და რუსებმა. მერვე ტურში კიდევ ერთი ქულა დაკარგა ჩინეთის ნაკრებმა. ქულა მათ უკრაინელებმა აართვეს. მოულოდნელად დიდი ანგარიშით (3-1) ამერიკელებმა დაამარცხეს რუსები. მეცხრე ტურში მადაზე მოსულ სერბებთან დამარცხდნენ ჩინელები. რუსებმა შური პოლონელებზე იძიეს, ხოლო უკრაინელებმა რუმინეთის გუნდს გამოუყვანეს წირვა. დასკვნითი ორი ტურის წინ ლიდერობდნენ უკრაინელები, სერბები და პოლონელები. მათ 15-15 ქულა ჰქონდათ. 14-14 ქულა ჰქონდათ ქართველებს, სომხებს და ჩინელებს.
მეათე ტურში ბოლო ოლიმპიადების მუდმივ ფავორიტთა და დაუძინებელ მეტოქეთა შეხვედრა გაიმართა, ჩინეთი - საქართველო. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მაია ჩიბურდანიძე. მან არც ჩინელ ვუნდერკინდს, ხოუ იფანს დაამადლა თავისი დიდი ცოდნა და მასაც ჩაუტარა მასტერ-კლასი. ლიდერს კარგად აუბა მხარი ნანა ძაგნიძემ და მოპოვებული იქნა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება. ფრედ ითმაშეს უკრაინელებმა და სერბებმა, ხოლო პოლონელებმა მოუგეს სომხებს და ბოლო ტურის წინ 17 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა პოლონეთის ნაკრები. 16-16 ქულა ჰქონდათ ქართველებს, უკრაინელებს და სერბებს. ბოლო ტურში სწორედ ეს ოთხეული ხვდებოდა ერთმანეთს: საქართველო - სერბეთს, ხოლო უკრაინა - პოლონეთს. პირველი დარტყმა მეტოქეს სოფიკო ხუხაშვილმა მიაყენა. მალე ჩიბურდანიძემაც მოიგო და სერბები დამარცხდნენ. ამასობაში უკრაინელებმა 2,5-1,5 მოუგეს პოლონელებს და დადგა ლოდინის დრო. დასათვლელი იყო არცთუ ისე იოლად საანგარიშებელი კოეფიციენტები. ბოლოს გამოცხადდა: ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრები. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები ოლიმპიადას მოიგებდნენ ქულათა ძველებური ჩათვლითაც. მათ 31 ქულა მოაგროვეს. შემდეგ მოდიოდნენ: აშშ-30,5 და უკრაინა-30). მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, მაია ლომინეიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ თბილისში ჩამოიტანეს ვერა მენჩიკის თასი. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით გუნდის კაპიტანს ნინო გურიელს, ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა გუნდის წევრებს და ჩვენს სასიქადულო ვეტერანებს, ნონა გაფრინდაშვილს და ნანა ალექსანდრიას, რომლებიც მთელი ტურნირის მანძილზე თავს დასტრიალებდნენ გოგონებს. ქართველებს ცუდად არ უთამაშიათ ინდივიდუალურადაც. მაია ჩიბურდანიძემ არა მარტო თავისი (პირველი) დაფა მოიგო, არამედ საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში. მესამე იყო თავის დაფაზე მაია ლომინეიშვილი, ხოლო სოფიკო ხუხაშვილს უბრალოდ ჩატარებული პარტიების რაოდენობა არ ეყო მცირე მედლის მისაღებად. ქართველმა მოჭადრაკეებმა სხვა გუნდების შემადგენლობაშიც ისახელეს თავი. რუსუდან გოლეთიანმა, რომელიც ამერიკელთა ღირსებას იცავდა, დიდი ბრინჯაოს და მცირე ვერცხლის მედალი მიიღო. კარგად გაისარჯნენ ქეთინო კახიანი - გერმანიის, ეკატერინა ფახიროვა - საბერძნეთის ქალთა და ქეთევან არახამია შოტლანდიის მამაკაცთა გუნდებში.
ტექნიკური შედეგები (პირველი ათეული)
რედაქტირებაა | გუნდები | ქ | კ | მ | ფ | წ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | საქართველო | 18 | 448,0 | 8 | 2 | 1 |
2,5 |
2,5 |
3 |
2 |
2 |
1,5 |
4 |
4 |
4 |
2,5 |
3 |
2 | უკრაინა | 18 | 406,5 | 7 | 4 | 0 |
2 |
3,5 |
3 |
2 |
3 |
3,5 |
3,5 |
2 |
3 |
2 |
2,5 |
3 | აშშ | 17 | 390,5 | 8 | 1 | 2 |
3 |
1,5 |
4 |
3 |
3 |
4 |
2 |
3 |
1 |
3,5 |
2,5 |
4 | რუსეთი | 17 | 367,0 | 7 | 3 | 1 |
4 |
3 |
2 |
4 |
2 |
3 |
2 |
1 |
3 |
3 |
2,5 |
5 | პოლონეთი | 17 | 364,5 | 8 | 1 | 2 |
3 |
3 |
4 |
2,5 |
0,5 |
2,5 |
2 |
3 |
3 |
2,5 |
1,5 |
6 | სომხეთი | 16 | 353,0 | 8 | 0 | 3 |
3,5 |
2,5 |
-2
4 |
0,5 |
2,5 |
0,5 |
3 |
4 |
3,5 |
1,5 |
2,5 |
7 | სერბეთი | 16 | 318,5 | 7 | 2 | 2 |
2,5 |
2,5 |
4 |
1,5 |
2 |
-1
2,5 |
3,5 |
2,5 |
2,5 |
2 |
1 |
8 | ჩინეთი | 15 | 392,5 | 6 | 3 | 2 |
3,5 |
3 |
2,5 |
3,5 |
3,5 |
2,5 |
2 |
2 |
1,5 |
1,5 |
2 |
9 | ისრაელი | 15 | 325,0 | 6 | 3 | 2 |
3,5 |
2,5 |
1 |
3 |
2 |
1 |
2 |
-2
2 |
3 |
3,5 |
4 |
10 | ბელარუსი | 15 | 317,5 | 6 | 3 | 2 |
2 |
1,5 |
4 |
3,5 |
2 |
3 |
1,5 |
3,5 |
2 |
3,5 |
3 |
- 15 ქულა
- 14 ქულა
13. საფრანგეთი, 14. უნგრეთი, 15. ინდოეთი, 16. სლოვაკეთი, 17. მონღოლეთი, 18. ნიდერლანდები, 19. ბულგარეთი, 20. გერმანია, 21. ხორვატია, 22. უზბეკეთი, 23. ესპანეთი
- 13 ქულა
24. საბერძნეთი, 25. კუბა, 26. ვიეტნამი, 27. ავსტრია, 28. ლატვია, 29. არგენტინა, 30. თურქეთი, 31. აზერბაიჯანი, 32. ესტონეთი, 33. მოლდოვა, 34. გერმანია-2, 35. მონტენეგრო
- 12 ქულა
36. ჩეხეთი, 37. სლოვენია, 38. შვედეთი, 39. ირანი, 40. შვეიცარია, 41. კოლუმბია, 42. ინდონეზია, 43. ფილიპინები, 44. ლუქსემბურგი, 45. ყაზახეთი, 46. პორტუგალია, 47. გერმანია-3, 48. ბრაზილია, 49. ყირგიზეთი
- 11 ქულა
50. ინგლისი, 51. ლიეტუვა, 52. ეკვადორი, 53. ნორვეგია, 54. ფინეთი, 55. დომინიკელთა რესპუბლიკა, 56. შოტლანდია, 57. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 58. თურქმენეთი, 59. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 60. ისლანდია, 61.IPCA, 62. ახალი ზელანდია
- 10 ქულა
63. ავსტრალია, 64. სალვადორი, 65. კანადა, 66. მექსიკა, 67. ვენესუელა, 68. გვატემალა, 69.IBCA, 70. დანია, 71. ბოლივია, 72.ICSC, 73. ალჟირი, 74. ბანგლადეში, 75. ტაჯიკეთი, 76. სირია, 77. ალბანეთი
- 9 ქულა
78. შრი-ლანკა, 79. უელსი, 80. ურუგვაი, 81. პუერტო-რიკო, 82. ლიბანი, 83. კოსტა-რიკა, 84. პარაგვაი, 85. კატარი, 86. ჩინეთის ტაიბეი, 87. ერაყი
- 8 ქულა
88. ეგვიპტე, 89. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 90. ანგოლა, 91. ტუნისი, 92. იემენი, 93. ბოტსვანა, 94. ირლანდია, 95. ბარბადოსი
- 7 ქულა
96. იაპონია, 97. ნიგერია, 98. ჰონდურასი, 99. სურინამი, 100. მალტა, 101. ლიბია, 102. პაკისტანი, 103. პანამა, 104. მაკაო, 105. ფიჯი, 106. სამხრეთი კორეა, 107. ტრინიდადი და ტობაგო
- 8 ქულა
108. არუბა
- 5 ქულა
109. კენია
- 3 ქულა
110. სეიშელი
- 1 ქულა
111. ავღანეთი
ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით
რედაქტირებასაქართველო | ქ | პ | + | = | - | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაია ჩიბურდანიძე | 1 | 0,5 | 0,5 | 1 | 0,5 | 1 | 1 | 1 | 1 | 7,5 | 9 | 6 | 3 | 0 | ||
ნანა ძაგნიძე | 0,5 | 0,5 | 0,5 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 0,5 | 7 | 10 | 5 | 4 | 1 | |
ლელა ჯავახიშვილი | 0 | 0,5 | 0,5 | 0,5 | 0 | 1 | 1 | 0,5 | 0,5 | 4,5 | 9 | 2 | 5 | 2 | ||
მაია ლომინეიშვილი | 1 | 0,5 | 1 | 1 | 0,5 | 0 | 1 | 1 | 0 | 6 | 9 | 5 | 2 | 2 | ||
სოფიკო ხუხაშვილი | 1 | 1 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 6 | 7 | 6 | 0 | 1 |
პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაკატერინა ლაჰნო - 5 (+6=3-1), ნატალია ჟუკოვა - 7 (+5=4-1), ანა უშენინა - 6 (+4=4-1), ინა გაპონენკო - 5 (+3=4-1), ნატალია ზდებსკაია - 7 (+6=2-0).
ირინა კრუში - 6,5 (+6=1-3), ანა ზატონსკიხი - 8 (+6=4-0), რუსუდან გოლეთიანი - 9 (+7=4-0), კატერინა როჰონიანი - 6 (+4=4-2), თათევ აბრაჰამიანი - 1 (+0=2-1).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებასაუკეთესო პერფორმანსი
მოჭადრაკე | ქვეყანა | კოეფ. |
---|---|---|
მაია ჩიბურდანიძე | საქართველო | 2715 |
იოანა მაიდანი | პოლონეთი | 2621 |
მარტა ფაირო ბაგუერო | ეკვადორი | 2613 |
პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მაია ჩიბურდანიძე | საქართველო | 7,5 | 9 | 83,3 |
მარტა ფაირო ბაგუერო | ეკვადორი | 7,5 | 8 | 93,7 |
ხოუ იუფანი | ჩინეთი | 7,5 | 11 | 68,1 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ანა ზატონსკიხი | აშშ | 8 | 10 | 80,0 |
ნატალია ჟუკოვა | უკრაინა | 7 | 10 | 70,0 |
ლილიტ მკრტიჩიანი | სომხეთი | 8 | 11 | 72,7 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ნადეჟდა კოსინცევა | რუსეთი | 8,5 | 10 | 85,0 |
რუსუდან გოლეთიანი | აშშ | 9 | 11 | 81,1 |
ილდიკო მადლი | უნგრეთი | 8 | 11 | 72,7 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
იოანა მაიდანი | პოლონეთი | 9,5 | 11 | 86,3 |
ოლეინ ლინარესი | კუბა | 9 | 10 | 90,0 |
მაია ლომინეიშვილი | საქართველო | 6 | 9 | 66,6 |
სათდარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ნატალია ზდებსკაია | უკრაინა | 7 | 8 | 87,5 |
მარი-ანი გომესი | ინდოეთი | 6 | 8 | 75,0 |
ალინა მოტოკი | რუმინეთი | 8 | 11 | 72,7 |