ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირინა კრუში(უკრ. Ірина Борисівна Круш, ინგლ. Irina Krush) დ. 24 დეკემბერი, 1983, ოდესა, უკრაინის სსრ, სსრკ). უკრაინაში დაბადებული აშშ-ის მოჭადრაკე[2], დიდოსტატი.

ირინა კრუში

ირინა კრუში. 2016 წელი, ქალთა ოლიმპიადა
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ,
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1983 (1983-12-24) (41 წლის)
დაბადების ადგილი ოდესა, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2013)
ფიდე რეიტინგი 2429 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2502 (დეკემბერი 2018)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ისწავლა. 1989 წელს მისი ოჯახი ოდესიდან ბრუკლინში გადასახლდა. 14 წლისამ 1998 წელს აშშ-ის ქალთა პირველობა მოიგო და აშშ-ის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი, ვინც ეს შეძლო. ამის გარდა აშშ-ს ქალთა ჩემპიონობა კიდევ შვიდჯერ იზეიმა (2007,2010[3],2012, 2013, 2014, 2015 და 2020 წლებში) 2001 წელს ნიუ-იორკის მერის საერთაშორისო თასზე კარგი შედეგი აჩვენა. 2008 წელს Corus Chess Tournament-ის C ჯგუფში 14 მონაწილეს შორის 7 ქულით მეხუთეზე გავიდა. ტურნირზე დაამარცხა ჯგუფის გამარჯვებული ფაბიანუ კარუანა[4]. 2013 წელს ბაქოს ტურნირი მოიგო და ფიდე 84-ე კონგრესზე ოქტომბერში დიდოსტატის წოდებაც მიიღო. ამით გახდა 30-ე ქალი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად. 2020 წლის მარტში კოვიდ-19 დაუდგინდა და კარანტინის გამო სახლში სახლში ჩაიკეტა. კარანტინში ყოფნისას შვეიცარიაში ქალთა ბლიცის ტურნირზე იასპარეზა. 10-დან 7,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი შეხვდა. პირველზე ალეკსანდრ კოსტენიუკი გავიდა. 2020 წლის მაისში აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ონლაინ ფიდეს ერთა თასზე იასპარეზა.

აშშ-ის ქალთა ნაკრები

რედაქტირება

პირველად ნაკრების შემადგენლობაში ქალთა ოლიმპიადაზე 1998 წელს მეორე დაფაზე იასპარეზა, შემდეგ ერთი წელი გამოტოვა და მას შემდეგ აღარ გამოუტოვებია. აქედან 5-ჯერ პირველ დაფაზე გამოვიდა, ხოლო 4-ჯერ მეორეზე. გუნდური მედლები ორჯერ მოიგეს, 2004-ში ვერცხლი და 2008-ში ბრინჯაო. ორჯერ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზეც გამოვიდა და ერთხელ 2013-ში მეორე დაფაზე ინდივიდუალური ოქრო მოიგო.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

2015 წელს ირინა აშშ-ს საჭადრაკო ლიგაში Manhattan Applesauce კლუბში ასპარეზობდა. 2005-2011, 2013 წლებში New York Knights-ში. თავის ყოფილ მეუღლე კანადელ დიდოსტატ პასკალ შარბონოსთან ერთად გაერთიანებული სამეფოს ლიგაში for Guildford-ADC-ის ღირსებას იცავდა.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი

რედაქტირება

პირველად დელიში მოსინჯა ძალები, სადაც 61 მონაწილეს შორის რეიტინგით 27-ე იყო. შეჯიბრი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართა, მან თავიდან ჩჟუ ჩენი 1,5:0,5 დაამარცხა და შემდეგ ტატიანა ვასილევიჩთან დამარცხდა 0,5:1,5.

კვლავ მეორე ეტაპს უწია ელისტაში, კუბელი მარიცა არიბასის ძლევის შემდეგ 1,5:0,5 გერმანიის სახელით მოასპარეზე ქეთინო კახიან-გერშინსკასთან დამარცხდა 0,5:1,5.

ვერც ეკატერინბურგში გადალახა ერთი ეტაპის მეტი. არგენტინელი კლაუდია ამურის ბარიერის გადალახვის შემდეგ 2,5:1,5, რუს ტატიანა კოსინცევასთან გაჩერდა 0,5:1,5. რეიტინგით 22-ე იყო ჩემპიონატზე.

2008 წელს ნალჩიკში ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია, რის გამოც ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატის სხვაგან გამართვა მოითხოვეს. ფიდეს უარი უთხრა შეთავაზებაზე რის გამოც ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. ქართველ მოჭადრაკეებს მხარი რამდენიმე მოჭადრაკემ აუბა, მათ შორის ამერიკელმა ირინა კრაშმა და უარი თქვა ასპარეზობაზე.

ხანტი მანსიისკში 23-ე იყო და პირველად მესამე ეტაპამდე მივიდა. პირველ მატჩში სინგაპურელ ლი რუოფანს მოუგო 1,5:0,5, შემდეგ შვედ პია კრამლინგს და მესამე მატჩში ჩინელ ჰუან ქიანთან წააგო 0,5:1,5.

სოჭში რეიტინგსიის 21-ე ნომერმა მხოლოდ ერთი ეტაპი გაირა. პირველი ფრანგ სოფი მილიეს მოუგო 1,5:0,5, და შემდეგ ინდოელ ჰარიკა დრონავალთან დამარცხდა 1,5:2,5.

წარიმატებელ „ტრადიციას“ არც ამჯერად უღალატა და ხანტი-მანსიისკშიც მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. უკრაინელ ინა გაპონენკოსთან მოგების 3:1 შემდეგ, ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დამარცხდა 0,5:1,5.

ჟურნალისტიკა

რედაქტირება

კრუში აქვეყნებს სტატიებს Chess Life magazine და uschess.org-ზე.

განათლება

რედაქტირება

კრუშმა ბრუკლინში Edward R. Murrow-ის სახელობის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, ხოლო 2006-ში ნიუ-იორკის უნივერსიტეტი სპეციალობით, საერთაშორისო ურთიერთობები[5].

2016 წლის მარტში სტივ ჰარვის შოუში ჰილარი კლინტონი იყო სტუმრად. კრუში, ორ სხვა ქალთან ერთად, რომლებიც მას განასახიერებდნენ, სტუდიაში შევიდა. სტუმარმა და წამყვანმა სამეულს კითხვები დუსვეს ჭადრაკზე და ამის შემდეგ კლინტონმა მათ შორის ნამდვილი კრუში გამოიცნო[6].

  1. [1]. March 2021.
  2. [2]. THE FIELD: U.S. WOMEN'S CHAMPIONSHIP.
  3. [3]. Saint Louis: Irina Krush US Women's Champion 2010.
  4. [4]. Wijk R13: Aronian, Carlsen win Wijk aan Zee 2008.
  5. [5]. GM Irina Krush.
  6. [6]. Hillary Clinton: looking for Irina Krush.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირინა_კრუში“-დან