რუსუდან გოლეთიანი
რუსუდან გოლეთიანი (დ. 8 სექტემბერი, 1980, სოხუმი,საქართველოს სსრ, სსრკ) - წარმოშობით ქართველი მოჭადრაკე 2001 წლიდან აშშ-ის სახელით გამოდის. 1999 წელს გახდა ქალთა შორის დიდოსტატი გახდა, ხოლო 2009 წელს საერთაშორისო ოსტატი. სამჯერ იყო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, 2003 წელს ქალთა შორის ამერიკის კონტინენტის და აშშ-ს ჩემპიონი გახდა.
რუსუდან გოლეთიანი. 2008 წელი, დრეზდენი, ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა. | |
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ, (1991-მდე) (2001-დან) |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1980 |
დაბადების ადგილი | სოხუმი, საქართველო |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2009) |
ფიდე რეიტინგი | 2318 (თებერვალი 2021)[1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2403 (ოქტომბერი 2006) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1990 წელს 9 წლისა სსრკს 12 წლამდელ გოგონათა ჩემპიონი გახდა და სსრკს სახელით მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფონდ-დუ-ლაკი-ში(ვისკონსინის შტატი, აშშ) იასპარეზა. 1994 წელს სეგედ-ში საქართველოს სახელით 14 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1995 წელს გუარაპუავა-ში მსოფლიოზე 16 წლამდელ გოგონებში იპირველა[2], ხოლო 1997-ში ერევანში 18 წლამდელებში[3]. 1998 წელს ევროპის 20 წლამდელ გოგონათა პირველობაზე ვერცხლს დასჯერდა.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირება2000
რედაქტირება1999 წელს, თბილისში ზონალურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და 2000 წელს ნიუ-დელში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ჩემპიონატი 64 ქალს შორის, ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა. რუსუდანი 37-ე ნომრად იყო განთესილი და პირველივე წრეში თანამემამულე ნანა იოსელიანთან დამარცხდა.[4],
აშშ-ის მოქალაქეობა
რედაქტირებაგოლეთიანი აშშ-ში 2000 წლის მაისში წავიდა და 2001 წლიდან ამ ქვეყნის სახელით გამოდის. 2003 წელს სან-კრისტობალში ქალთა შორის ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი გახდა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა. 2004 წელს ელისტაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდა. 64 მოჭადრაკეთა შორის რეიტინგით 46-ე იყო და პირველ ეტაპზე რუმინელ კორინა პეპტანთან დამარცხდა 0,5:1,5. 2005 წელს ამერიკის კონტინენტის ქალთა პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აშშ-ში ქალთა შორის ჩემპიონი გახდა. ფლეი-ოფში მან ტატევ აბრაჰამიანი დაამარცხა 2:0. რუსუდანმა ქვეყნის ჩემპიონატში კიდევ ორი მედალი მოიგო, 2006 წელს ვერცხლი და 2012 წელს ბრინჯაო.
აშშ ქალთა ნაკრები
რედაქტირებაქალთა ოლიმპიადა
რედაქტირებააშშ-ის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში სამ ოლიმპიადაზე გამოვიდა. 2006-ში ტურინში მესამე დაფაზე იჯდა და ნაკრები მეოთხეზე გავიდა. რუსუდანი თავის დაფაზე შედეგებით მეექვსე იყო. 2008 წელს დრეზდენში გოლეთიანი ისევ მესამე დაფაზე თამაშობდა და ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან კი ამჯერად ინდივიდუალური ვერცხლის მედალი მიიღო. 2012 წელს სტამბულში სათადარიგო დაფაზე იყო და ნაკრები მეათეზე გავიდა.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი
რედაქტირება2009 წელს ნინბოში აშშ-ის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მესამე დაფაზე იყო და მერვე ადგილი დაიკავეს.
ფილმი
რედაქტირებაგადაღებულია აშშ-ში 2010 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში: The Queens of Chess : 2009 U.S. Women's Championship )[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]. February 2021.
- ↑ [2]. GIRLS 16. FINAL STANDINGS.
- ↑ [3]. World Boys and Girls Under 16, 18 Championships.
- ↑ [4]. World Chess Championship (Women) 2000 FIDE Knockout Matches.
- ↑ [ https://www.imdb.com/title/tt2040563/?ref_=ttfc_fc_tt]. The Queens of Chess : 2009 U.S. Women's Championship (2010).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.imdb.com/title/tt2040563/?ref_=ttfc_fc_tt
- http://www.olimpbase.org/players-ind/a/aiggwsii-usaw.html
- http://www.uschess.org/index.php/Women/WGM-Rusudan-Goletiani.html
- http://www.uschess.org/index.php/Players-Ratings/U.S.-Women-s-Champions.html
- https://www.uschesschamps.com/bio/rusudan-goletiani
- https://uschesschamps.com/bio/rusudan-goletiani-0
- https://www.365chess.com/players/Rusudan_Goletiani