ილჰამ ალიევის პრეზიდენტობა
ილჰამ ალიევი — აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-4 პრეზიდენტია. მისი პრეზიდენტობა დაიწყო 2003 წელს, რის შემდეგაც ის ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს სამჯერ (2008, 2013, 2018 წწ).
არჩევნები
რედაქტირება2003 წლის 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმავე წლის ივლისში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ჰეიდარ ალიევის კანდიდატურა, რომელიც ამ დროისთვის თავის მეორე ვადას ასრულებდა. ილჰამ ალიევმაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ალიევებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ ლიდერი ისა გამბარი, ასევე: ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - ეითიბარ მამედოვი, ეროვნული ერთიანობის ლიდერი - ლალა შევქეთი, სამართლიანობის პარტია - ილიას ისმაილოვი, სამოქალაქო სოლიდარობის პარტია - საბირ რუსტამხანლი, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია - გუდრათ ჰასანგულიევი და თანამედროვე მუსავათის პარტიიდან - ჰაფიზ ჰაჯიევი[1]. 2 ოქტომბერს, ჯანმრთელობის მიზეზების გამო ჰეიდარ ალიევმა თავისი შვილის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ილჰამ ალიევმა არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა[2].
2003 წლის 31 ოქტომბერს „რესპუბლიკის სასახლეში“ ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია შედგა[3].
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 16 ოქტომბერს ჩატარდა. 6 პარტიიდან (1 კანდიდატი დამოუკიდებელი) 7 კანდიდატს შორის ჩატარდა არჩევნები: ილჰამ ალიევი „ახალი აზერბაიჯანის“ პარტია, იგალბალ აღაზადე - ოპოზიციური პარტიიდან „იმედი“, „დიდი ძალისხმევის პარტიიდან“ - ფაზილ გაზანფაროღლუ, გუდრათ ჰასანგულიევი - პარტიიდან „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“, თანამედროვე მუსაავტის პარტიიდან - ჰაფიზ ჰაჯიევი, ფუად ალიევი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი გულამჰუსეინ ალიბეილი[4]. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ილჰამ ალიევი იყო, რომელმაც ხმების 88.73% მოიპოვა[5].
2008 წლის 24 ოქტომბერს, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონიას გაიმართა, რომელიც 15 ოქტომბერს მეორე ვადით აირჩიეს[6].
2013 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. იყო 21 კანდიდატი, მაგრამ აქედან მხოლოდ 10 მათგანი ოფიციალურად დარეგისტრირდა: ილჰამ ალიევი „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიიდან, ჯამილ ჰასანლი პარტიიდან „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო“, „თანამედროვე მუსავათის“ პარტიიდან ჰაფიზ ჰაჯიევი, იგბალ აღაზადე პარტიიდან „იმედი“, ილიას ისმაილოვი პარტიიდან „სამართლიანობა“, ფარაჯ გულიევი პარტიიდან „ეროვნული აღორძინების მოძრაობა“, გუდრათ ჰასანგულიევი პარტიიდან „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტი“, არაზ ალიზადე „აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, სარდარ მამედოვი „აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიიდან“, ზაჰიდ ორუჯი - დამოუკიდებელი კანდიდატი[7]. არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა[8].
2013 წლის 19 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პარლამენტში (მილი მიჯლისი), ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა[9].
2018 წლის 11 აპრილს ქვეყანაში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში მოიპოვა ხმათა 86.22%[10]. 18 აპრილს, აზერბაიჯანის პარლამენტის შენობის წინ, პრეზიდენტობის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, პრეზიდენტის ოჯახის წევრები, პარლამენტის დეპუტატები[11].
საშინაო პოლიტიკა
რედაქტირებაპრეზიდენტის რანგში ერთ-ერთი პირველი ხელმოწერილი დოკუმენტი ილჰამ ალიევის მიერ იყო „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების ზომების შესახებ“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების დამტკიცების შესახებ (2004-2008)“. მეორე დოკუმენტის ფარგლებში, პროგრამის პირველი წლის განმავლობაში 27 მსხვილი და საშუალო ზომის საწარმო გაიხსნა და 135,000 სამუშაო ადგილი[6].
2004 წელს დაამტკიცა კანონი „ნავთობისა და გაზის შემოსავლების მართვის გრძელვადიანი სტრატეგია (2005-2025 წწ.)“[12].
2005 წლის 26 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასაქმების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ (2006-2015)“[13].
2007 წელს, ორჯერ იქნა ხელი მოწერილი განკარგულებაზე, რომ შეწყალებულიყო რამდენიმე მსჯავრდებული, რის შედეგადაც 200-ზე მეტი პატიმრის გათავისუფლება მოხდა ან მათი სასჯელი შემსუქებულ იქნა[14].
2008 წლის 15 სექტემბერს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „2008-2015 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სიღარიბის დაძლევისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“[15].
2009 წელს დაამტკიცა „სახელმწიფო პროგრამა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე 2009-2013 წლებში“. ეს პროგრამა მიზნად ისახავდა კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის სიღარიბის დონის შემცირებას. 2011 წელს აზერბაიჯანში შეიქმნა 5.1 ათასი ახალი საწარმო და 72.4 ათასი მუდმივი სამუშაო ადგილი. ამ პროგრამის ფარგლებში განვითარდა ინფრასტრუქტურა. 2011 წლის 8 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „მოსახლეობის დავალიანების ჩამოწერის სასმელი წყლისა და კანალიზაციის მომსახურებაზე“, რის შედეგადაც მოსახლეობას ჩამოეწერა დავალიანება 294.2 მლნ დოლარის ოდენობით[16].
2010 წლის 11 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, „2010-2012 წლებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცდა[17].
2011 წლის 15 ნოემბერს ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასაქმების სტრატეგიის განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ (2011-2015)[18].
2012 წლის 28 თებერვალს ბაქოში გაიმართა 2009-2013 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მესამე წლის შედეგებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდა ილჰამ ალიევი. დისკუსიის დროს აღინიშნა პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების შემდგომი განვითარების მიზნები და გეგმები[19].
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2012 წლის 13 ივლისის №685 „მოქალაქეთა და სოციალური ინოვაციებისათვის სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“, შეიქმნა ASAN ცენტრები[20].
2012 წლის 29 დეკემბერს მან ხელი მოაწერა განკარგულებას განვითარების კონცეფციას „აზერბაიჯანი 2020: ხედვა მომავალში“[21].
2013 წლის 17 იანვარს ბაქოში პირველი 2015 წლის ევროპული თამაშების ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ ბრძანება გამოიცა[22].
2013 წლის 14 თებერვალს ხელი მოაწერა „ბაქოში 2015 წელს მსოფლიო თასი ჭადრაკში და 2016 წლის მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადის ჩატარების შესახებ“[23].
2014 წლის 13 თებერვალს ილჰამ ალიევმა, პროცესის გამჭვირვალობის,ეფექტურობის და აჩქარების უზრუნველსაყოფად, ხელი მოაწერა განკარგულებას ელექტრონული სასამართლოს შექმნის შესახებ და მისცა შესაბამისი ბრძანებები მინისტრთა კაბინეტს[24].
2014 წლის 14 თებერვალს, აზერბაიჯანის კულტურის განვითარებისა და მსოფლიო კულტურის წარმატებული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის კონცეფცია“[25].
2015 წლის 19 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის“ განხორციელების სამოქმედო გეგმაზე.
2015 წლის 13 მაისს ალიევი მონაწილეობდა ველოპარკის გახსნაში. ცერემონიის ფარგლებში, პრეზიდენტი გაეცნო ველო პარკის გენერალურ გეგმას[26].
2015 წლის 18 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ისლამური სოლიდარობის IV თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ფორმირების შესახებ.
2016 წლის 4 მაისს ASAN-ის ფარგლებში, ხელი მოაწერა ბრძანებას ASAN KOMUNAL ცენტრების შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომუნალური და სხვა მომსახურებების განხორციელებას[27].
2016 წლის სექტემბერში, ქვეყანაში ტურიზმის შემდგომ განვითარების უზრუნველსაყოფად ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ტურიზმის საბჭო დაარსდა[28].
2017 წლის 17 ნოემბერს ხელი მოეწერა ბრძანებას „ბაქოს პროცესის“ მე -10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად[29].
2018 წლის 10 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანი 2018 წელი გამოცხადდეს „აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წლად“[30], ხოლო 2018 წლის 18 იანვარს, „1918 წელს აზერბაიჯანელების გენოციდის 100 წლისთავისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებებს ჩასატარებლად[31].
2018 წლის 29 იანვარს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო და ისაუბრა კონფერენციაზე, რომელიც მიძღვნილი იყო 2014-2018 წლებში რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მეოთხე წლის შედეგებზე[32].
2018 წლის 8 თებერვალს ახალი აზერბაიჯანის პარტიამ დაიყო მე-6 ყრილობის მუშაობა ჰეიდარ ალიევის ცენტრში. პარტიის თავმჯდომარე ილჰამ ალიევი ყრილობას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
2018 წლის 9 თებერვალს მან ხელი მოაწერა ბრძანებას „2018-2025 წლებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრინჯის მზარდი განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“[33], ხოლო 12 თებერვალს „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩაის მრეწველობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2018-2027 წლებისთვის“[34].
ნავთობის დიპლომატია
რედაქტირება2004 წლის 3 თებერვალს ბაქოში, „გიულისტანის სასახლეში“ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით გაიმართა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დაფინანსების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიალი. იმავე წლის 16 ოქტომბერს ილჰამ ალიევი აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აზერბაიჯანული და ქართული მონაკვეთების გაერთიანების ცერემონიას დაესწრო.
2006 წლის 12 ივლისს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა სტამბოლში. შეხვედრის მთავარი თემა იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ასევე თურქრეთ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვა სფეროებში. 2006 წლის 13 ივლისი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საზეიმო გახსნის ცერემონიალი შედგა.
2010 წლის 2 აპრილის პრეზიდენტის ბრძანების „ნავთობქიმიური მრეწველობის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ“, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანია „აზერქიმია“ სოკარის დაქვემდებარებაში გადავიდა.
2014 წლის 20 სექტემბერს ბაქოში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა „საუკუნის ხელშეკრულების“ მე -20 წლისთავისა და სამხრეთის გაზის დერეფნის დაფუძნებას[35].
2017 წლის 17 სექტემბერს ილჰამ ალიევის მონაწილეობით ხელი მოაწერა „საუკუნის ახალ კონტრაქტს“, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანისა და ნავთობკომპანიების საერთაშორისო კონსორციუმი შეთანხმდნენ საუკუნის კონტრაქტის გაგრძელების შესახებ სამი ნავთობსაბადოს - აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის - განვითარების გზით კასპიის ზღვის სექტორში 2050 წლამდე[36].
2018 წლის 29 მაისს, ბაქოში, სამხრეთ გაზის დერეფნის პირველი ეტაპი დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ესქიშეჰირში ტრანს-ანატოლიური მილსადენის გახსნაში[37].
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებაურთიერთობები აშშ-თან
რედაქტირება2006 წლის 28 აპრილს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ილჰამ ალიევისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელება, ასევე რეგიონში და საერთაშორისო არენაზე არსებული სიტუაცია[38].
2013 წლის 29 მაისს ბაქოში ჩატარდა აზერბაიჯანულ-ამერიკული ფორუმი „ხედვა მომავალში“, რომელსაც ილჰამ ალიევი დაესწრო[39].
2016 წლის აპრილში ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრო, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. მხარეებმა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯონ კერიმ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში აზერბაიჯანის მონაწილეობაც აღნიშნა. ერთი დღით ადრე ილჰამ ალიევი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების პერსპექტივები ყველა სფეროში, ისევე როგორც ეკონომიკურ სფეროში[40].
2017 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე ასამბლეის ფარგლებში, ილჰამ ალიევი ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა[41].
2018 წლის 5 აპრილს ალიევის მონაწილეობით გაიმართა მიუმხრობლობის მოძრაობის მინისტრთა კონფერენციის გახსნის ცერემონია თემაზე “საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის”, სადაც დამტკიცდა მოძრაობის XVIII სამიტის ორგანიზება ბაქოში 2019 წელს[42].
10 აგვისტოს, ალიევმა მიიღო აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის დევინ ნუნიესის თავმჯდომარეობით[43].
ურთიერთობები ევროპასთან
რედაქტირება2003 წლის 10 დეკემბერს ილჰამ ალიევი ჟენევაში საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტს დაესწრო[44].
პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში ალიევმა 2004 წლის იანვარში გამართა. იმავე წლის ივნისში სტამბულის სამიტის ფარგლებში და სექტემბერში საფრანგეთში საქმიანი ვიზიტის დროს ილჰამ ალიევი ჟაკ შირაკს შეხვდა.
2004 წლის თებერვალში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს მოსკოვის დეკლარაციას აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების შესახებ[45].
2005 წლის 24-26 თებერვალს ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა, სადაც იტალიის სახელმწიფოს ხელმძღვანელობას შეხვდა და მონაწილეობა მიიღო იტალიის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ახალი შეთანხმებები გაფორმდა იტალიასა და აზერბაიჯანს შორის საბაჟო, საინფორმაციო, სატელეკომუნიკაციო, სპორტის, კულტურის, მუნიციპალიტეტის, სამართლიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ[46].
2007 წლის 9 მარტს, ჰეიდარ ალიევის სასახლეში გაიმართა აზერბაიჯანული და თურქული დიასპორის ორგანიზაციების პირველი ფორუმი, სადაც ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა მიიღეს მონაწილეობა[47].
2012 წლის იანვარში ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოჭში შეხვედრა გამართეს, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ბუნებრივი გაზის შეძენა-გაყიდვის შესახებ[48].
2012 წლის 4 თებერვალს ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, თემაზე „ენერგია, რესურსები და გარემო: ახალი უსაფრთხოების პარამეტრები“[49].
2014 წლის 11 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან ერთად ბაქოს ფრანგული ლიცეუმის მშენებლობას გაეცნო[50].
2015 წლის ივნისში ილჰამ ალიევის მოწვევით, ბაქოში ევროპის თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი[51].
2016 წლის იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გაიმართა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ილჰამ ალიევი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტმა რიგი შეხვედრები გამართა და ასევე მიიღო მონაწილეობა სესიაში თემაზე „ახალი ენერგეტიკული ბალანსი“[52].
2018 წლის იანვარში ილჰამ ალიევი კვლავ ჩავიდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა ნავთობის ექსპორტის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მუჰამედ ბარკინდოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, Microsoft- ის ვიცე-პრეზიდენტს მიშელ ვან დერ ბელიმის და სხვა მაღალჩინოსნებს[53].
2018 წლის 29 იანვარს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის დამტკიცებას[54].
21 მაისს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ბაქოს ეწვია[55]. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს აზერბაიჯანულ-სერბულ დოკუმენტებს[56].
17 ივლისს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანისა და იტალიის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის მატარელას აზერბაიჯანის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „ჰეიდარ ალიევის ორდენით“ დააჯილდოვა, ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პრეზიდენტის ქალიშვილი ლაურა მატარელა დაჯილდოვდა ორდენით „შოჰრათი“, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ენცო მოავერო-მილანეზი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, „დოსთლუგის“ ორდენით დაჯილდოვდა[57]. პრეზიდენტები ასევე მონაწილეობდნენ ბაქოში გამართულ იტალიურ ბიზნეს ფორუმში[58].
20 ივლისს, ილიამ ალიევის ოფიციალური ვიზიტის დროს პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ასევე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ფრანსუა დე რუჟის.[59]
2018 წლის 25 აგვისტოს, სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ბაქოს ეწვია, სადაც ილჰამ ალიევს შეხვდა[60].
ურთიერთობები საქართველოსთან
რედაქტირება2007 წლის 7 თებერვალს საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დერეფნის შექმნის შესახებ[61].
2007 წლის 25 მარტს შედგა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ხელმძღვანელები.
2008 წლის 1 ივლისს ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (სუამი) სახელმწიფოს მეთაურების სამიტში. შეხვედრის შემდეგ გაიმართა სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი კონფერენცია[62].
2009 წლის 20 მაისს ალიევმა ბაქოში მიიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანულ-ქართული დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიალი შედგა პრეზიდენტების მონაწილეობით[63].
2014 წლის 12 თებერვალს ბაქოში შედგა შეხვედრა ილჰამ ალიევსა და საქართველოს მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული და სხვა პოლიტიკური საკითხები[64].
2017 წლის 21 აგვისტოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ილჰამ ალიევმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაავალა, რომ გაეგზავნათ ვერტმფრენი საქართველოში ხანძრის ჩაქრობის მიზნით[65].
2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ[66].
2017 წლის 22 დეკემბერს ალიევმა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეს იყო მინისტრის პირველი ვიზიტი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. განხილულ იქნა ყველა სფეროში თანამშრომლობა, ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი[67].
უკვე 2018 წლის აგვისტოში კი მამუკა ბახტაძე პრემირ-მინისტრის რანგში ეწვია ბაქოს. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა. ბაქოში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში, შესაძლებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-60 პროცენტით გაიზარდოს[68].
ურთიერთობები აფრიკასთან
რედაქტირება2016 წლის 29 ნოემბერს, ილჰამ ალიევმა მიიღო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრის მაიტე ნკოან-მაშაბანის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები[69].
2017 წლის 10 აპრილს, პრეზიდენტმა დაავალა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ჯიბუტისთვის. “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავმა 80 ტონა პროდუქცია და 20 ტონა სასმელი წყალი გააგზავნა[70].
2017 წლის 21 დეკემბერს ალიევი შეხვდა ეგვიპტის მუფტის შაუკ იბრაჰიმ ალამს. განხილულ იქნა საერთაშორისო კონფერენციის „2017 წელი - ისლამური სოლიდარობის წელი: ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგი“ მნიშვნელობა[71].
ურთიერთობები აზიასთან
რედაქტირება11 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტებს გარემოს დაცვის სფეროში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 12 სექტემბერს პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე[72].
2009 წლის 28-29 ივნისს, აზერბაიჯანში პირველად ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი იმყოფებოდა[73].
2014 წლის 1 დეკემბერს ილჰამ ალიევი შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, აშფრაფ ღანის, რომელიც ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავღანეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა აბდულა[74].
2017 წლის 6 სექტემბერს ალიევმა მიიღო დელეგაცია სამხრეთი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის პარკი ჯუ-სუნგის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბული ვითარების შესახებ[75].
2017 წლის 30 ნოემბერს მიიღო ინდოეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მობაშარ ჯავიდ აქბარი. შეხვედრაზე განიხილეს ბაქოში დაგეგმილი მინისტრთა კონფერენცია „აზიის გული - სტამბოლის პროცესი“, ასევე ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები[76].
2017 წლის 1 დეკემბერს, ბაქოში გაიმართა ავღანეთში არსებული სიტუაციის გრძელვადიანი სტაბილიზაციის საერთაშორისო კონფერენციის „აზიის გულის“ გახსნა, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტმა მოჰამედ აშრაფმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნეს[77].
6 თებერვალს პეკინში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, მემორანდუმი გაფორმდა აზერბაიჯანის რკინიგზასა და ჩინეთის კორპორაციას შორის, რომელიც გზებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში მუშაობს[78].
ურთიერთობები ისლამურ სახელმწიფოებთან
რედაქტირება2004 წლის 8 ივლისს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ილჰამ ალიევთან. შეხვედრაზე განიხილებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივები, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მთავრობათაშორისი შეთანხმებები. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკას შორის[79].
2012 წლის 18 სექტემბერს პარიზში შედგა ლუვრის მუზეუმის ახალი ისლამური ხელოვნებისადმი მიძღვნილი დარბაზების გახსნის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ილჰამ ალიევმა და აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ[80].
2017 წლის 5 მარტს აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ილჰამ ალიევმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რკინიგზის კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს[81].
2017 წლის 21 მაისს ილჰამ ალიევი ერ-რიადში დაესწრო არაბულ-ისლამურ-ამერიკულ სამიტს. სამიტზე ისლამური ქვეყნების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მონაწილეობდა. სამიტი შედგა დევიზით „ერთად ძლიერნი ვართ“[82].
2017 წლის 1 ნოემბერს, ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტის ფარგლებში, თეირანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა[83].
ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან
რედაქტირებაურთიერთობები გაეროსთან
რედაქტირება2006 წლის მარტში, ილჰამ ალიევმა იუნისეფთან თანამშრომლობის ფარგლებში დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა (2006-2015) ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გაშვილება ოჯახებში და პროგრამა ალტერნატიული ზრუნვის შესახებ[84].
2012 წლის 4 მაისს, გაეროს შტაბ-ბინაში ილჰამ ალიევის მონაწილეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი უშიშროების საბჭოს სხდომა[85].
2015 წლის 28 აპრილს ბაქოში ღია საზოგადოებათა გლობალური ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ილჰამ ალიევი დაესწრო[86].
2015 წლის 17 ნოემბერს პარიზში ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის ლიდერთა ფორუმში, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა[87].
2017 წლის 18 თებერვალს ილჰამ ალიევი, მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს შეხვდა[88].
2017 წლის 4-6 მაისს ბაქოში გაიმართა ინტერკულტურული დიალოგის მეოთხე მსოფლიო ფორუმი, რომელსაც ილჰამ ალიევი დაესწრო[25].
2017 წლის 18 სექტემბერს ილჰამ ალიევი ნიუ-იორკში გაემგზავრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც 20 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა[89].
ურთიერთობები ნატო-სთან
რედაქტირება2004 წლის 12-14 იანვარს ბაქოში გაიმართა ნატო-ს სწავლება „Cooperative Best Effort“, ხოლო 14-19 ივლისს ბაქოში „ნატოს კვირეული“ გაიმართა. 2004 წლის 5 ნოემბერს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა აზერბაიჯანში ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა[90].
2006 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტი ნატო-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, რათა განეხილა ნატო-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები[91].
2009 წლის 29 აპრილს ილჰამ ალიევმა ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. დისკუსიის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და საერთაშორისო ორგანიზაციისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების შემდგომი განვითარება[92].
2012 წლის 15 თებერვალს პრეზიდენტი კვლავ ეწვია ნატო-ს შტაბ-ბინას და შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს. დისკუსიის დროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ალიევს ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალების მხარდაჭერისთვის[93]. იმავე წლის 7 სექტემბერს ანდერს ფოგ რასმუსენმა თავისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, ბაქოში განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ის აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია. მოლაპარაკებები ილჰამ ალიევთან გაიმართა. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ალიანსის ოპერაციების მხარდაჭერისთვის[94].
2014 წელს აზერბაიჯანის გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესრულდა პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ამასთან დაკავშირებით იანვარში ილჰამ ალიევი ბრიუსელში ჩავიდა და პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა[95].
2017 წლის 23 ნოემბერს ბრიუსელში ვიზიტის დროს ილჰამ ალიევი ეწვია ალიანსის შტაბს და შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს[96].
ურთიერთობები ევროკავშირთან
რედაქტირება2011 წლის 13 იანვარს ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სამხრეთი გაზის დერეფნის გავლით შაჰ-დენიზი 2-ის საველედან აზერბაიჯანის გაზის მიწოდების თაობაზე[97].
2016 წლის 14 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის მანდატი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებისთვის. 6 თებერვალს ილჰამ ალიევი ბრიუსელში იმყოფებოდა და 7 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები[98].
2017 წლის 4 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე[99]. იმავე წლის 4 დეკემბერს ჩამოვიდა დელეგაცია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით[100].
2017 წლის 25 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მოწვევით, მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში.
ურთიერთობები ევროპის საბჭოსთან
რედაქტირება2004 წლის 12-13 ოქტომბერს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იან პეტერსონი დელეგაციით ჩამოვიდა ბაქოში. დელეგაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. შეხვედრის დროს განიხილეს აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნორვეგიასთან და ევროპის საბჭოსთან[101].
ბაქოში ბაქოს პროცესის ფარგლებში 2008 წლის 2-3 დეკემბერს გაიმართა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კულტურის მინისტრთა კონფერენცია, რომლის თემა იყო “ინტერკულტურული დიალოგი - ევროპისა და მეზობელი რეგიონების მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საფუძველი”.
2014 წლის 24 ივნისს ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში, სტრასბურგში პრეზიდენტი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ანა ბრასერს. მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნბიორნ იაგლანდს.
2017 წლის 5 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატაინი-დრაგონის. შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობა[102].
ურთიერთობები ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან
რედაქტირება2005 წლის დეკემბერში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა გაიმართა მექაში, რომელსაც ილჰამ ალიევიც დაესწრო.
2006 წელს, ბაქოში, ილჰამ ალიევის მონაწილეობით დაიწყო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 33-ე სესია, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანს გადაეცა.
2016 წლის 14 აპრილს, სტამბოლში დაიწყო მუშაობა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის XIII სამიტმა, რომელსაც ილჰამ ალიევი ესწრებოდა[103].
კასპიის ქვეყნების V სამიტი
რედაქტირებაკასპიისპირეთის ქვეყნების მეთაურების სამიტი 2018 წლის 12 აგვისტოს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში შედგა[104]. სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის, ირანის და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ[105]. შეთანხმების თანახმად, კასპიის ზღვის ფსკერის დემარკაცია ჩატარდება ტბის პრინციპით და ზედაპირი - ზღვის პრინციპის მიხედვით[106]. კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად ითვლება კასპიის რეგიონში არარეგიონული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ყოფნის აკრძალვა. ყველა დანარჩენი - ნავიგაცია, თევზაობა, სამეცნიერო კვლევა და ძირითადი მილსადენების გაყვანა განხორციელდება კასპიის კოლექტიური გამოყენების მკაფიო წესების გათვალისწინებით კონსენსუსის საფუძველზე[107]. კასპიის სამიტის ფარგლებში ალიევმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან და ირანის პრეზიდენტთან ჰასან რუჰანისთან[108].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ELECTIONS IN AZERBAIJAN
- ↑ Инаугурация новоизбранного президента Азербайджана Ильхама Алиева - news.day.az
- ↑ "Azərbaycan Respublikasının Prezidenti İlham Heydər oğlu Əliyevin andiçmə mərasimində nitqi" - (აზერბაიჯანული)
- ↑ На выборах президента Азербайджана лидирует И.Алиев
- ↑ Действующий президент Азербайджана набрал 89,04% голосов
- ↑ 6.0 6.1 Инаугурация Ильхама Алиева состоится во дворце имени Гейдара Алиева
- ↑ За пост президента Азербайджана будут бороться 10 кандидатов
- ↑ ELECTIONS IN AZERBAIJAN - 2013
- ↑ Инаугурация президента Азербайджана проходит в Баку
- ↑ EARLY PRESIDENTIAL ELECTIONS OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN
- ↑ Инаугурация: Ильхам Алиев вступил в должность президента Азербайджана
- ↑ УКАЗ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ Об утверждении Долгосрочной стратегии по управлению доходами от нефти и газа
- ↑ РАСПОРЯЖЕНИЕ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ Об утверждении Стратегии занятости Азербайджанской Республики (2006-2015 гг.)
- ↑ Указ Президента Азербайджанской Республики о помиловании ряда осужденных лиц. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-18. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Azerbaijan_template_2016 - PDF
- ↑ Информация о ходе выполнения «Государственной Программы по социально-экономическому развитию регионов Азербайджанской Республики в 2009-2013 гг.»
- ↑ УТВЕРЖДЕНА ГОСУДАРСТВЕННАЯ ПРОГРАММА «ЭЛЕКТРОННЫЙ АЗЕРБАЙДЖАН»
- ↑ РАСПОРЯЖЕНИЕ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ Об утверждении "Государственной Программы по реализации Стратегии занятости Азербайджанской Республики (2011-2015 гг.)"
- ↑ Ильхам Алиев принял участие в конференции - president.az
- ↑ Указ Президента Азербайджанской Республики О расширении осуществляемых в центрах «ASAN xidmət» видов услуг и электронных услуг и внесении изменений
- ↑ КОНЦЕПЦИЯ РАЗВИТИЯ «АЗЕРБАЙДЖАН – 2020: ВЗГЛЯД В БУДУЩЕЕ» დაარქივებული 2020-05-14 საიტზე Wayback Machine. - president.az
- ↑ Создан Оргкомитет по проведению Европейских игр-2015 в Баку
- ↑ 14 февраля Президент Ильхам Алиев подписал Распоряжение о создании Организационного комитета по проведению в городе Баку в 2015 году Кубка мира по шахматам и в 2016 году Всемирной шахматной олимпиады - azertag.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики О создании информационной системы «Электронный суд» დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. - supremecourt.gov.az
- ↑ 25.0 25.1 Распоряжение Президента Азербайджанской Республики об утверждении «Концепции культуры Азербайджанской Республики» - president.az
- ↑ Ильхам Алиев принял участие в открытии Велопарка и встретился с командой Синержи-Баку
- ↑ Указ Президента Азербайджанской Республики o мерах по созданию центров «ASAN Kommunal» - president.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики О дополнительных мерах по развитию туризма в Азербайджанской Республике
- ↑ Президент Ильхам Алиев подписал распоряжение о проведении 10-летней годовщины «Бакинского процесса» - news.day.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики oб объявлении 2018 года в Азербайджанской Республике «Годом Азербайджанской Демократической Республики» - president.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики o 100-летии геноцида азербайджанцев 1918 года - president.az
- ↑ Ilham Aliyev attended conference dedicated to results of fourth year implementation of the State Program on socio-economic development of regions in 2014-2018 - president.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики oб утверждении «Государственной программы по развитию рисоводства в Азербайджанской Республике на 2018-2025 годы» - president.az
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики об утверждении «Государственной программы по развитию чаеводства в Азербайджанской Республике на 2018-2027 годы» - president.az
- ↑ В Баку заложен "Южный газовый коридор" - bbc.com
- ↑ Азербайджан продлил "Контракт века" еще на 25 лет: Подписан новый «Контракт века»
- ↑ В турецком городе Эскишехир состоялась церемония открытия проекта TANAP - president.az
- ↑ ВСТРЕЧА ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНА ИЛЬХАМА АЛИЕВА И ПРЕЗИДЕНТА США ДЖОРДЖА БУША - azertag.az
- ↑ Азербайджан играет большую роль в обеспечении энергобезопасности союзников США - экс-сенатор - trend.az
- ↑ Снижая глобальную напряженность
- ↑ President of Azerbaijan Ilham Aliyev met President Donald Trump. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-15. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ В Баку началась конференция представителей Движения неприсоединения
- ↑ Президент Ильхам Алиев принял делегацию Конгресса США. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Президент Ильхам Алиев принял участие в церемонии открытия Всемирного саммита по информационному обществу в Женеве. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-18. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Aliyev And Putin Sign Declaration Of Principles
- ↑ Азербайджано-итальянские отношения
- ↑ I ФОРУМ РУКОВОДИТЕЛЕЙ АЗЕРБАЙДЖАНСКИХ И ТУРЕЦКИХ ДИАСПОРСКИХ ОРГАНИЗАЦИЙ ОТКРОЕТ НОВЫЙ ЭТАП В ДЕЯТЕЛЬНОСТИ ДИАСПОРЫ - azertag.az
- ↑ При участии президентов Азербайджана и России в Сочи подписано дополнительное соглашение номер 5 к контракту по купле-продаже природного газа - president.az
- ↑ Ильхам Алиев примет участие в Мюнхенской конференции по безопасности - 1news.az
- ↑ Президент Азербайджана Ильхам Алиев и Президент Франции Франсуа Олланд ознакомились со строительством Бакинского французского лицея
- ↑ Владимир Путин принял участие в открытии Европейских игр в Баку
- ↑ Ильхам Алиев в Швейцарии - oxu.az
- ↑ Президент Алиев в Швейцарии провел встречи с партнерами Азербайджана - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики об утверждении Рабочей программы между Министерством образования Азербайджанской Республики и Министерством человеческих ресурсов Венгрии на 2018-2020 годы - president.az
- ↑ Состоялась церемония официальной встречи Президента Сербии Александра Вучича - president.az
- ↑ Подписаны азербайджано-сербские документы - president.az
- ↑ В рамках официального визита Президента Италии в Азербайджан состоялась церемония награждения - president.az
- ↑ Ильхам Алиев и Президент Итальянской Республики Серджо Маттарелла приняли участие в бизнес-форуме - president.az
- ↑ Ilham Aliyev met with French President Emmanuel Macron - president.az
- ↑ Состоялась церемония официальной встречи Федерального канцлера Германии Ангелы Меркель - president.az
- ↑ Открытие ж/д Баку-Тбилиси-Карс намечено на конец октября. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ GUAM Summit Batumi – 2008
- ↑ По итогам встречи президентов Азербайджана и Грузии подписано три документа დაარქივებული 2018-02-20 საიტზე Wayback Machine. - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ ბაქოში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა
- ↑ Азербайджан вновь отправил вертолет для тушения пожаров в Грузии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-01. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Azerbaijan, Georgia, Turkey launch 'Silk Road' rail link - reuters.com
- ↑ Президент Алиев обсудил с грузинским министром Баку-Тбилиси-Карс - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ მამუკა ბახტაძე - მომდევნო ორ წელიწადში შეგვიძლია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-60 პროცენტით გავზარდოთ - 1tv.ge
- ↑ Ильхам Алиев принял делегацию во главе с министром международных отношений и сотрудничества Южно-Африканской Республики - president.az
- ↑ Азербайджан направил Джибути продукты и воду
- ↑ Президент Ильхам Алиев встретился с муфтием Египта - 1news.az
- ↑ УЗБЕКСКО-АЗЕРБАЙДЖАНСКИЕ ОТНОШЕНИЯ
- ↑ Отношения Израиль - Азербайджан как новая геополитическая ось. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-19. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Ильхам Алиев встретился с Президентом Исламской Республики Афганистан Мохаммадом Ашрафом Гани - president.az
- ↑ Ильхам Алиев принял делегацию Нацассамблеи Республики Корея
- ↑ Президент Ильхам Алиев принял делегацию во главе с государственным министром Индии по иностранным делам - azertag.az
- ↑ Ашраф Гани и Ильхам Алиев выступили на конференции «Сердце Азии»
- ↑ Подписан меморандум между ЗАО "Азербайджанские железные дороги" и китайской корпорацией - trend.az
- ↑ Azerbaijan - Pakistan relations
- ↑ В Лувре сегодня открыли отдел, посвященный искусству ислама
- ↑ Роухани и Алиев обсудили партнерство в рамках формата Иран - Азербайджан - Россия
- ↑ Ильхам Алиев принял участие в Арабо-исламско-американском саммите в Эр-Рияде
- ↑ Президент Ильхам Алиев - на переговорах в Иране - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ Национальная конференция «Реформа защиты детей в Азербайджане»
- ↑ Завтра президент Азербайджана Ильхам Алиев будет председательствовать на заседании Совета Безопасности ООН в Нью-Йорке
- ↑ Ильхам Алиев выступил на открытии III Глобального форума открытых обществ в Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-19. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ В Париже состоялся Форум лидеров 38-й сессии Генеральной конференции ЮНЕСКО - azertag.az
- ↑ ИЛЬХАМ АЛИЕВ ВСТРЕТИЛСЯ С ГЕНСЕКОМ ООН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-19. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Ильхам Алиев приехал в Нью-Йорк для участия в Генассамблее ООН
- ↑ NATO Secretary General to visit Azerbaijan
- ↑ President of Azerbaijan addresses NATO Council
- ↑ Visit to NATO of the President of Azerbaijan
- ↑ NATO Secretary General welcomes President Ilham Aliyev of Azerbaijan at NATO Headquarters
- ↑ NATO Secretary General commends strong security cooperation with Azerbaijan
- ↑ Активное сотрудничество с Азербайджаном
- ↑ Генеральный секретарь приветствует президента Азербайджана в штаб-квартире НАТО
- ↑ Сотрудничество Азербайджанской Республики и Европейского союза в рамках Программы «Восточное партнерство»
- ↑ Отношения ЕС - Азербайджан.
- ↑ Президент Азербайджана Ильхам Алиев принял делегацию Совета Европейского Союза
- ↑ Эмиссар Евросоюза прибыл в Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-25. ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Азербайджано-норвежские oтношения
- ↑ Совет Европы нацелен на укрепление сотрудничества с Азербайджаном - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ Президент Азербайджана Ильхам Алиев принял участие в XIII Саммите Организации исламского сотрудничества в Стамбуле - azertag.az
- ↑ Ильхам Алиев принял участие в V Саммитe глав государств прикаспийских стран - president.az
- ↑ Fifth Caspian Summit
- ↑ Как поделили дно Каспийского моря
- ↑ Подписана конвенция о правовом статусе Каспийского моря
- ↑ Состоялась встреча Ильхама Алиева и Президента Казахстана Нурсултана Назарбаева - president.az