ბაქოს პროცესი
ბაქოს პროცესი დაიწყო 2008 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივით, ეფექტიანი ინტერკულტურული და ინტერ-ცივილიზაციური დიალოგის შექმნის მიზნით. აზერბაიჯანის მიერ ასეთი სახის გლობალური პროცესის წარმოდგენა გამოწვეულია რესპუბლიკის ტერიტორიაზე რელიგიური მრავალფეროვნების, ეთნიკური ჯგუფების, ასევე კულტურული მრავალფეროვნების არსებობით.
ბაქოს დეკლარაცია
რედაქტირებაევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების, კულტურის მინისტრების კონფერენცია „ბაქოს პროცესი“-ს ფარგლებში, პირველად გაიმართა 2008 წლის 2-3 დეკემბერს ბაქოში, თემაზე „კულტურათაშორისი დიალოგი - ევროპასა და მეზობელ რეგიონებში მდგრადი განვითარების და მშვიდობის საფუძველი“. პირველად აზერბაიჯანის ინიციატივით 10 ისლამური სახელმწიფოს მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი თანამშრომლობის ახალ ფორმატს. ისლამური ქვეყნების მონაწილეობით, კულტურის მინისტრთა კონფერენციამ ახალი ფორმატი მიიღო. ამავე კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის კონფერენციას ესწრებოდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები 48 ქვეყნიდან, 8 საერთაშორისო ორგანიზაციები და რიგი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის შედეგად მიღებულ იქნა „ბაქოს დეკლარაცია“. დოკუმენტი არის ახალი შეტყობინება, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს ინტერკულტურული დიალოგის გაფართოებას.[1][2]. „ბაქოს პროცესი“-ს გაღრმავების მიზნით 2009 წლის 13-15 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა VI ისლამური კულტურის მინისტრების კონფერენცია, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ 10-ზე მეტი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის შორის მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე „ბაქოს პროცესი — ახალი მოწოდება დიალოგი ცივილიზაციათა შორის“.[3] 2010 წლის 23 სექტემბერის, გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება მსოფლიო ფორუმის კულტურათაშორისი დიალოგის ჩატარების შესახებ. ამგვარად, „ბაქოს პროცესი“ რეგიონალური კონტექსტის მიღმა აღმოჩნდა და გლობალურ მოძრაობაში გარდაიქმნა. 2011 წლის 27 მაისის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულება ნომერ 432 საფუძველზე ფორუმის, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, საკოორდინაციო ორგანოდ ითვლება აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.[4]
ინტერკულტურული დიალოგის I მსოფლიო ფორუმი
რედაქტირება2011 წელს 7-9 აპრილის, ბაქოში საერთაშორისო ორგანიზაციების (იუნესკო, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის, ევროპის საბჭოს, ევროპის საბჭოს ცენტრის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, ISESCO) პარტნიორობით გაიმართა კულტურათაშორისი დიალოგის 1 მსოფლიო ფორუმი.
ინტერკულტურული თანამშრომლობის პლატფორმა - 5 ა
რედაქტირებაფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანმა დაიწყო ინიციატივა „ინტერკულტურული თანამშრომლობის პლატფორმა - 5 ა“-ს შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკის და ავსტრალიის კონტინენტების დასახელება აზერბაიჯანულ ენაზე იწყება ასო „ა“. სიმბოლურად პლატფორმა მოხსენიებული იყო , როგორც „5ა“.
ინტერკულტურული დიალოგის II მსოფლიო ფორუმი
რედაქტირება2013 წლის 29 მაისი - 1 ივნისი, ბაქოში გაიმართა მეორე მსოფლიო ფორუმი კულტურათაშორისი დიალოგის დევიზით „ერთად ცხოვრება მშვიდად მულტიკულტურულ მსოფლიოში“. ძირითადი პარტნიორებად კვლავ ერთობლივად გამოვიდნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა იუნესკო, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი, ევროპის საბჭო, ISESCO და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე, 29 მაისს აზერბაიჯანი გაეროს ცივილიზაციების ალიანსთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა კულმინაციური მოვლენა გლობალური კამპანია „გააკეთე რამე კულტურული მრავალფეროვნებისტვის“, რომელიც მიეძღვნა 21 მაისს - კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე, რომელიც განცხადებული იქნა 2001 წელს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს ცივილიზაციების ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენელი ბატონი ნასირ აბდულაზიზ ალ- ნასირი, ზოგიერთ ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრები, ექსპერტები. ღონისძიების მსვლელობისას, აზერბაიჯანის ინიციატივით ფორუმის ფარგლებში „პლატფორმა კულტურათაშორისი თანამშრომლობა - 5ა“ ყველა კონტინენტიდან წარმოდგენილი იქნა თითო-თითო კულტურული მრავალფეროვნების პროექტი.
ინტერკულტურული დიალოგის III მსოფლიო ფორუმი
რედაქტირებააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და იუნესკო პარტნიორობის, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის, ევროპის საბჭოს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გაეროს, ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი ევროპის საბჭოს, ISESCO პატრონაჟით 2015 წლის 18-19 მაისს ბაქოში გაიმართა მე-3 მსოფლიო ფორუმის კულტურათაშორისი დიალოგი თემაზე „საერთო კულტურის სახელით კულტურის გაზიარება“. ღონისძიებას დაესწრო, იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, რომელმაც გადასცა მეჰრიბან ალიევას დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის ხელოვნების ნიმუში - იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვირდეობის სიაში.[5]
ინტერკულტურული დიალოგის IV მსოფლიო ფორუმი
რედაქტირება2017 წლის 4-6 მაისს ბაქოში გაიმართა მსოფლიო კულტურათაშორისი დიალოგის მე-4 ფორუმი დევიზით „კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების ახალი შესაძლებლობები ადამიანის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრად განვითარებაში“. ფორუმი ორგანიზებული იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით, იუნესკოს, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO), ევროპის საბჭოსთან, ისლამურ განათლებასთან, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (ISESCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ჩრდილოეთ - ევროპის საბჭოს სამხრეთ ცენტრთან თანამშრომლობით.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბაქოს პროცესი დაარქივებული 2018-01-29 საიტზე Wayback Machine.
- ინტერკულტურული დიალოგის IV მსოფლიო ფორუმი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ БАКИНСКАЯ ДЕКЛАРАЦИЯ — ЭТО НОВОЕ ОБРАЩЕНИЕ, ПРИЗЫВАЮЩЕЕ МИР К РАСШИРЕНИЮ МЕЖКУЛЬТУРНОГО ДИАЛОГА
- ↑ Абульфас Гараев: «Азербайджан еще раз показал миру целесообразность инициатив, направленных на глобальный межкультурный диалог»
- ↑ «Бакинский Процесс» основан на глобальных целях государства
- ↑ Указ Президента Азербайджанской Республики
- ↑ Мехрибан Алиевой вручен документ, подтверждающий включение азербайджанского искусства келагаи в Репрезентативный список нематериального культурного наследия ЮНЕСКО
- ↑ UNESCO|4-й Всемирный форум по межкультурному диалогу