ირინა ბოკოვა (ბულგ. Ирина Георгиева Бокова; დ. 12 ივლისი, 1952, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ბულგარეთის პარლამენტის ორგზის წევრი ბულგარეთის სოციალისტური პარტიიდან. პრემიერ-მინისტრ ჟან ვიდენევის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი; ამჟამად ბულგარეთის ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში. 2009 წლის 22 სექტემბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად და ეს თანამდებობა ეკავა 2017 წლის 10 ნოემბრამდე.

ირინა ბოკოვა

დაიბადა ბულგარეთის ცნობილ პოლიტიკურ ოჯახში. მამამისი გეორგი ბოკოვი იყო კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის ოფიციალური ბეჭვდითი ორგანოს «Работническо дело» რედაქტორი. ძმა – ფილიპ ბოკოვი ცნობილი პოსტკომუნისტური პერიოდის პოლიტიკოსია. ამჟამად არის ბულგარეთის სრულეფლებიანი და საგანგებო ელჩი სლოვენიაში.

კარიერა სახალხო რესპუბლიკაში

რედაქტირება
  • 1976 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი.
  • 1977 წლიდან მუშაობს მაღალ თანამდებობებზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
  • 1982-1984 წწ. ბულგარეთის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში.
  • 1990 წელს აირჩიეს დიდი სახალხო კრების წევრად.

კარიერა რესპუბლიკაში

რედაქტირება
  • 1991–1992 წლებში კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მაგრამ სულ მალე იძულებული იყო კომუნისტური წარსულის გამო დაეტოვებინა სახელმწიფო სამსახური.
  • 1995 წელს დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილის თანამდებობა.
  • 1996 წლის ნოემბრიდან 1997 წლის თებერვლამდე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

კარიერა იუნესკოში

რედაქტირება

2005 წელს ხელისუფლებაში სოციალისტების დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში და ქვეყნის სრულუფლებიან წარმომადგენლად იუნესკოში.

2009 წლის 22 სექტემბერს მრავალი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ ირინა ბოკოვას რეკომენდაცია გაუწია გენერალური დირექტორის თანამდებობაზე[1]. მისი კანდიდატურა გენერალური დირექტორის პოსტზე დამტკიცეს 2009 წლის 15 ოქტომბერს[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება